მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
საჩხერეში მხატვრული ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი" პრემიერა გაიმართა
საჩხერეში მხატვრული ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი" პრემიერა გაიმართა

საჩხერეში მხატვრული ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი" პრემიერა გაიმართა. ფილმი იმ პერიოდზეა, როდესაც საბჭოთა წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში 1921 წელს, მთავრობამ გადაწყვიტა შეეკრიბათ სახაზინო ქონება და სამუზეუმო განძი გაეტანათ საფრანგეთში. მათ სამუზეუმო განძის შეკრება დაავალეს ექვთიმე თაყაიშვილს და მის მცველად დანიშნეს. ფილმის სიუჟეტი ეხება ექვთიმე თაყაიშვილის (მსახიობი - რეზო ჩხიკვიშვილი) ურთულეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომელიც ძირითადად მოიცავს მის მიერ 39 ყუთში განთავსებული საგანძურის დაცვისა და მისი დაბრუნების ისტორიას საფრანგეთში ემიგრაციის პერიოდში 1921-45 წლებში. ფილმს თან გასდევს ექვთიმესა და მისი ულამაზესი მეუღლისა და თანამებრძოლის ნინო პოლტორაცკაიას (მსახიობი - ანა წერეთელი) სიყვარულის ამბავი. ექვთიმემ ისე დაიცვა ქართული საგანძური მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, სასამართლო დავების, კრიმინალებისა და ფაშისტებისგან, რომ გაუძლო ყველანაირ ცდუნებას და არასოდეს გადაუხვევია იმ უზენაესი ზნეობრივი პრინციპებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის, რომელიც მარადიულად რჩება ამ სამყაროში.

ფილმის ჩვენებას ესწრებოდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე გადამღებ ჯგუფთნ და მსახიობებთან ერთად.

ჩვენებას ორგანიზება საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა გაუკეთა. გადამღები ჯგუფის თითოეულ წევრს სიმბოლურად თვითმმართველობისგან სპეციალურად მათთვის ჩამოსხმული ღვინო გადაეცათ.



07.02.2018
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
21-10-2018
2.6972   0.0000
3.0921   0.0000
3.5155   0.0000
4.1098   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 23 °C
ღამით + 12 °C + 13 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.