მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"კაცი მოთამაშე" ვირტუალურ სივრცეში

მისი ნააზრევი ზოგმა დაიჯერა, ზოგმა თამაშის მორიგ გამოვლინებად მიიღო. თუმცა მის მხარეს აღმოჩნდა ჩვენი ცივილიზაცია და ტექნოკრატია, იგი ძალიან ბევრ სეგმენტში ჰაიზინგას დაეთანხმა. ჩვენმა საუკუნემ ჰაიზინგას ძალიან ბევრი მიმდევარი გაუჩინა. ჰოლანდიელი კულტუროლოგის და მეცნიერის მტკიცებულებებმა ცხადი ფორმა შეიძინა ინტერნეტის ეპოქაში. იქ, სადაც უამრავ ინფორმაციასთან ერთად, უზღვავმა თამაშმა დაიპყრო მთელი ვირტუალური სივრცე. თამაშები შეიჭრნენ ყველგან, გაცნობითი ხასიათის თუ სოციალურ ქსელებზე. მისი მომხმარებელი გახდა ყველა თაობა, როგორც დასაქმებული, ასევე - დაუსაქმებელი, როგორც ინტელექტუალი, ასევე - დაბალი ICQ-ს მქონე.

თუკი ადრე თინეიჯერები და ასე ვთქვათ, ნაკლებ რეალიზებული ხალხი ეტანებოდა კომპიუტერულ თამაშებს, დღეს უკვე მათი მომხმარებელი ყველაა. სათამაშო პროგრამების ავტორებმა უფრო რთული კატეგორიის დაპყრობა გადაწყვიტეს და მიაღწიეს კიდეც მიზანს. სერიოზული და "არამოთამაშე" კატეგორიაც მათ "იურისდიქციაში" მოექცა. FarmVille, Pe­tV­ille, Robizon Crusoe და ათასობით სხვა თამაში ცხოვრების და სამუშაოს, ასევე, ურთიერთობის, მეგობრობის და მეზობლობის მძლავრ ფორმად და მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, საერთო აპოვნინა ბევრ საპირისპირო პოლუსს.

"ფერმა მეორადი წყალქვეშა სისტემაა fa­ce­book-ისთვის. აქ ისეთებთან მეგობრობ, ვისაც ზევით არ დაუმეგობრდებოდი და პირიქით. ორმაგი ჟესტები, სიმბოლოებით ლაპარაკი, ცოტა ეროტიკა - სხვისი მიწების მორწყვა, დათესვა... ყოველდღიურობის ხიბლი აძლიერებს fa­ce­book-ისადმი ლტოლვას. საქონელია მოსაწველი, მოსავალი ასაღები", - ამბობს ფილოსოფოსი და მწერალი მირიან ებანოიძე.

ვირტუალური სივრცე თამაშისთვის, ანუ იმისთვის, რისთვისაც ჰაიზინგას მტკიცებით, მოწოდებულია ადამიანი და მისი ბუნება, იდეალური ადგილია. აქ სრულყოფილ სახეს იძენს ცხოვრების ყველა ფორმა. მომხიბვლელია ყველაფერი, თვით საქართველოში საკმაოდ არაპოპულარული მუშაობა, შრომა მიწასთან, ან სხვისი სახლის დალაგება, თანაც ძვირად ანაზღაურებადი. ვირტუალურ სივრცეში ყველაფერი ფასს იდებს, მათ შორის პირდაპირი გაგებითაც. აბსტრაქტული ოცნების `დამიწება~ და ვირტუალურად რეალური ფორმის მიცემა ხდება.

"ალბათ, საქმე იმაშია, რომ რაც რეალურად არ აქვს ადამიანს და უნდა ჰქონდეს, ვირტუალურ სამყაროში განაზოგადებს. მე, მაგალითად, ძალიან მინდა მქონდეს ლამაზი და მოწყობილი ეზო. მყავდეს შინაური ცხოველები. ალბათ, ესაა მიზეზი. მერე იცის შეჩვევა ამ თამაშებმა. ბევრჯერ მიფიქრია თავს დავანებებ-თქო, მაგრამ მაინც შევდივარ. ალბათ, სადმე დასრულდება. დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ერთგვარი განტვირთვაც არის. აქაურ "სამეზობლოში" ისეთი ადამიანები მყავს... ალბათ, ყველას ჭირდება განტვირთვა და მისი ვირტუალური "ცხოვრების" შექმნა. თანაც ეს ძალიან "კეთილი" თამაშებია," - მიაჩნია ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილს. ა

ხალი სამყარო იქმნება კეთილი შემოქმედების მიერ. შემოქმედი-მოთამაშე ქმნის არსებას, უქმნის ხასიათს, გარეგნობას, უშენებს სახლს, ეზოს, ფერმას, სოფელს და ქმნის სამყაროს. თავისი გემოვნების, ხედვის და ხასიათის შესაბამისად. ანუ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი მის მთავარ კოდს აღვიძებს და უკეთებს რეალიზებას. იგი შემოქმედი ხდება. მერე ძნელად ემეტება მისგან შექმნილი ლამაზი სამყაროს "წარღვნით" განადგურება, ანუ თამაშისთვის თავის დანებება და ფერმის გაფუჭებისა და მოსპობისთვის განწირვა.

"მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ მომბეზრდა, ერთი პერიოდი თავს იმის გამო ვერ ვანებებდი, რომ მენანებოდა "ამდენი ნაშრომის" წყალში გადაყრა. საბოლოო ჯამში, მაინც მომბეზრდა - გავყიდე ცხოველები და უბრალოდ ერთი სოფელი გავაშენე, სადაც თუ აღარ შეხვალ, არაფერი გაფუჭდება (ხომ ხედავ, მისატოვებლად ბოლომდე მაინც ვერ გავიმეტე)... მაგრამ არსებობს ხალხი, მათ შორის ჩემი ფერმის სამეზობლოშიც, რომლებიც თავდაუზოგავად თამაშობენ და შეჩერებას არც აპირებენ. ისიც გამიგია, რომ რაღაც დონემდე "განვითარებულ" ფერმებს ყიდიან და შესაბამისად, ყიდულობენ ხოლმე," - ამბობს ჟურნალისტი თეონა გეგუჩაძე.

ვირტუალური თამაშის სამყაროში ყველაფერი დალაგებულია, განსხვავებით ქართული რეალობისგან, რომელიც სამყაროს წინა ქაოსს ჰგავს. ეს ქაოსი წესრიგდება თამაშებში. აქ ბევრი რამ ვითარდება გარკვეული სამართლიანობის პრინციპით: ნიჭიერი და მშრომელი მოთამაშე ნაყოფსაც შესაბამისს იღებს და მისი ღირსებები ფასდება. მოკლედ, ვირტუალური რეალობა ბევრად ემორჩილება გარკვეულ კანონზომიერებებს და ფასეულობებს, რისიც რიგით მოქალაქეს ჯერა საქართველოში, ვიდრე არსებული სინამდვილე. ამიტომ, ალბათ, ეს სამართლიანობის განცდაც აჯაჭვავს ადამიანს ვირტუალურ თამაშებს. თუმცა მუშაობა, თუნდაც მიწასთან, ყოველთვის არ არის დაუფასებელი და აუნაზღაურებადი რეალურ სამყაროშიც. აი, მაგალითად, გასულ კვირას მიწაში ჩაფლული 1 700 000 ევრო იპოვეს. მიწამ ფული "აღმოაცენა". ასე, რომ, ბარს და თოხს ზოგჯერ შეიძლება ფულით სავსე ქოთანი ამოყვეს.


ეკა კუხალაშვილი
09.06.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: „ახალი გაზეთი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Smart thinikng - a clever way of looking at it.
: Most policyholders don't bother to read their policies, relying instead on what the agent tells them or a brief summary that may be supplied by the insurance QuotesChimp. And let's face it: the text of an insurance policy isn't exactly Gone With the Wind (although it may seem just as long).
: I read your I'd agency insurance life bestlifeinsurpolicy.com written post it wished heliomeds.com or viagra buy levitra and low cost health insurance quotes no names utah comparehealthinsur.com nys health insurance
: Thanks for the inthigs. It brings light into the dark!
: Hey, sultbe must be your middle name. Great post!
: Hey, sultbe must be your middle name. Great post!
: I'm really into it, tanhks for this great stuff!
: In the complictaed world we live in, it's good to find simple solutions.
: With all these silly websites, such a great page keeps my inretnet hope alive.
: 20
: 20
: Articles like this rellay grease the shafts of knowledge.
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
27-05-2017
2.4172   0.0000
2.7114   0.0000
3.1339   0.0000
4.2921   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 25 °C
ღამით + 14 °C + 14 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.