მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ჭუბერზე გამოვლილი სიცოცხლის გზა
,,ბორჯომი~. უფროსი თაობის ბორჯომელებს კარგად ახსოვთ ბატონი გიორგი გომარელი _ რაისაავადმყოფოს მთავარი ექიმი. ოჯახის დედა, ქალბატონი ლიდა სტურუა იმ დროს რაიონის მთავარი გინეკოლოგი იყო. ეს ადამიანები კარგა ხანია გზამართალს არიან და მათ დღესაც თბილი სიტყვებით იხსენებენ, სამაგიეროდ ცოცხლები არიან მათი შვილები ქალბატონი დონატო და ბატონი გურამი. მათ მშობლების ოჯახური ტრადიცია გააგრძელეს და ცხოვრების საგზლად მედიკოსობა აირჩიეს. ბატონი გურამი თბილისში დამწვრობის ცენტრში განყოფილების გამგეა, ქალბატონი დონატო კი თვალის ექიმია.
დღეს სწორედაც რომ ქალბატონ დონატოს შესახებ მინდა მოგითხროთ. მან  სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს დაამთავრა და 1968 წლამდე ბორჯომის სანეპიდსადგურში იმუშავა მთავარ სპეციალისტად, ხოლო შემდეგ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ სოხუმში, რადგან სოხუმის უნივერსიტეტს არ ჰყავდა სპეციალისტი _ ენათმეცნიერი, მისი მეუღლე, ჯემალ სილაგაძე მიიწვიეს სამუშაოდ, მან კი თვალის ექიმად დაიწყო მუშაობა სოხუმის ბავშვთა პოლიკლინიკაში. 1993 წლის 27 სექტემბრამდე, ვიდრე სოხუმი დაეცემოდა, იქ იყო.
 ქალბატნო დონატო, მჯერა, რთულია თქვენთვის იმ წლების გახსენება და მაინც, იქნებ გვიამბოთ იმ ავბედითი დღეების შესახებ...
_ (ფიქრობს), 1993 წლის იანვარში ხანგრძლივი სროლების დროს, ჭურვი ჩემს სახლს დაეცა, მეორე სართული მთლიანად დაინგრა. წარმოგიდგენიათ, ომის პერიოდში კვლავ ავაშენე?! ნამდვილად არ მეგონა, თუ მოვლენები ჩვენთვის ასე ტრაგიკულად განვითარდებოდა...
ჩემი ვაჟი ზაზა, მეორე საარმიო კორპუსის საინფორმაციო სამსახურში მუშაობდა. მე მასთან ერთად დაჭრილების გადაყვანასა და მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში ვიღებდი მონაწილეობას.
...27 სექტემბერს მეზობლებმა მითხრეს, რომ ჩვენს ქუჩაზე (ჭანბას ქუჩა იყო მთლიანად ქართველებით დასახლებული) აფხაზები შემოვიდნენო(!), მივატოვეთ ყველაფერი და სასწრაფოდ წამოვედით. ჩემთან ერთად ჩემი ვაჟი და ჩემი მეზობელი, 80 წელს მიღწეული ბერძენი ეროვნების ქალბატონი ბაბილინა მავროპულო იყო. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო სიცოცხლის გადარჩენა ნებისმიერი გზით! ეს გზა კი ჭუბერზე გადიოდა...
...საცალფეხო ბილიკით მოვდიოდით 14 დღის განმავლობაში... გზადაგზა ეყარნენ მიცვალებულები, მომაკვდავი ავადმყოფები, მშიერ-მწყურვალი მოხუცები, ბავშვები... საშინელებას ვუყურებდით, მაგრამ მაინც მოვდიოდით, რადგან სიკვდილი არ გვინდოდა!..
...ჩემი ამხანაგის დედა, სულიკო ჩარგაზია ჭუბერის გზაზე ვნახე, დიაბეტიანი ავადმყოფი იყო. პური მთხოვა, ჯიბეში პურის პატარა ნაჭერი მეგდო, სასწრაფოდ მივაწოდე და ასე გადარჩა იგი სიკვდილს!
...რაღაც მანქანა წამოგვეწია. ძალიან ბევრნი ვიყავით, მაგრამ მოვახერხეთ მანქანით გზის გაგრძელება. საშინელება იყო ეს ყველაფერი...
...როგორც იქნა, ზუგდიდამდე ძლივს ჩამოვედით, მერე სენაკამდე, სენაკიდან სამტრედიამდე მატარებლით. ეს მშიერ-მწყურვალი ხალხი სამტრედიაში მოგვასულიერეს და თბილისისაკენ ავიღეთ გეზი. ბინა მოგვცეს, მაგრამ მე უარი ვთქვი ბინაზე და ჩემს ქალიშვილთან წავედი საცხოვრებლად. ამჟამად ჩემს ვაჟთან ვცხოვრობ.
 ლტოლვილად ყოფნის პერიოდში სამსახურის საკითხი თუ მოაგვარეთ?
_ თBბილისში, მუხიანის მეორე სამკურნალო ცენტრში დავიწყე თვალის ექიმად მუშაობა. შემდეგ გაიხსნა ლტოლვილთა პოლიკლინიკა, სადაც 1994 წლიდან დღემდე ვმუშაობ. ვარ ექიმთა ბრიგადის წევრი. დევნილთა კომპაქტური დასახლებები (კოდორი, ქუთაისი, ამბროლაური, თელავი, ბორჯომი და სხვა) მოვლილი მაქვს. მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გვყავს და მაქსიმალურ დახმარებას ვუწევთ ლტოლვილ ავადმყოფებს...
ქალბატონი დონატო, ჭირ-ვარამ გამოვლილი, საკუთარ სამშობლოში ლტოლვილის სტატუსით უკვე 21 წელია ცხოვრობს, მაგრამ იმედს არ კარგავს, შემართებით იღვწის და დარწმუნებულია, რომ სოხუმში მალე დაბრუნდება!
მისი საქმიანობა ღირსეულად დააფასა აფხაზეთის მთავრობამ და მიანიჭა აფხაზეთის საუკეთესო ექიმის წოდება და ფულადი პრემია გადასცა, შეიარაღებული ძალების ვეტერანია, უმაღლესი კატეგორიის ექიმია, აფხაზეთის ჯნადაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის მედიცინის მუშაკთა პროფკავშირებიდან მიღებული აქვს უამრავი საპატიო სიგელი.
 ქალბატონო დონატო, მოდით, კვლავ ბორჯომის თემას დავუბრუნდეთ, სადაც ყველაზე უზრუნველი ცხოვრება გქონდათ, მინდა მოიგონოთ თქვენი ბავშვობის წლები.
_ (ეღიმება), ძალიან მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი. იმდენად მიყვარს ჩემი კლასელები, რომ თითქმის ყოველ კვირას ვხვდებით ერთმანეთს! ჩემი კლასი ძალიან მეგობრული იყო, ახლაც ასე ვართ. მინდა თქვენც გაგაცნოთ ისინი: გურამ ბეჟიტაძე, იუზა ბუაჩიძე, რიჩარდ და ლიანა კაკაურიძეები, ლიდა ბერიძე, დალი ზუკაკიშვილი, ლია ხარაძე, მეგი გუგუშვილი, ციალა აფციაური, ნანული დანელია, მანანა ზახარიანი, ნელი გუგუბერიძე, დიმიტრი აკოფოვი, დოდო ტატიშვილი, იზა ედიშერაშვილი.
ძალიან იმოქმედა ლევან ბასილაიას გარდაცვალებამ. ჩვენ ბავშვობა ერთ ეზოში გავატარეთ.
კვლავ სკოლას დავუბრუნდები... ჩემი პირველი მასწავლებელი იყო თამარ მახარაძე, ხოლო უსაყვარლესი მასწავლებელი _ ნინო ბასილიშვილი.. ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას!
ბევრი ჩემი  მასწავლებელი გარდაიცვალა, ნათელში იყვნენ, ცოცხლებს კი ჯანმრთელობას და მრავალ წელს სიცოცხლეს ვუსურვებ!
დიდი პატივისცემით ვიგონებ პედაგოგებს: ნინო დვალიშვილს, ნინო გურამიშვილს, თამარ ყავრელიშვილს, ვალოდია აბულაძეს, ჩემს უსაყვარლეს დამრიგებელს ემირ შერმადინს... ძალიან ბევრი თანაკლასელი წავიდა ამ ქვეყნიდან. გამანადგურა ნაზი მეტრეველის სიკვდილმა. იგი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. სიკვდილმა შეიწირა ლუიზა ბაჩაკაშვილი, კაკო და ჯემალ წერეთლები, სევა ყიფიანი, ჯემალ ღონღაძე, იზო გელაშვილი, ალგოდი კაპანაძე, თამაზ ლონდარიძე, ჯუმბერ ხარაზოვი, საშა ლინიკოვი...
 ქალბატონო დონატო, რა არის თქვენთვის ბორჯომი და რას უსურვებთ ბორჯომს და ბორჯომელებს?
_ ბორჯომი ჩემთვის არის სიცოცხლის მომნიჭებელი! ბორჯომში 30 წელი ვიცხოვრე, სოხუმში კი _ 40, ორივე ქალაქი ძალიან მიყვარს, მაგრამ რომ მოვკვდები, ბორჯომში უნდა დავიმარხო!@ ეს იციან ჩემმა ჩვილებმა! მანამდე კი მინდა ნატვრა ავისრულო და ბორჯომის რაიონის რომელიმე სოფელში პატარა სახლი შევიძინო...
ბორჯომს ვუსურვებ, რომ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ-კურორტად გადაიქცეს! ჩაიკოვსკის შთამბეჭდავ სიტყვებს ხშირად ვიგონებ ხოლმე! დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ოცნება ბორჯომზე სინამდვილედ იქცევა.
ბორჯომელებო, ყველას გისურვებთ სიცოცხლესა და პირად ბედნიერებას! ბევრი სახელოვანი ადამიანი აღიზარდა ბორჯომში. ვისურვებ, რომ მათი რიცხვი გაზრდილიყოს, რომ უფრო მეტმა ასახელოს ჩვენი შესანიშნავი მხარე!         

ივეტა კუპრაძე
10.06.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
16-10-2018
2.6664   0.0288
3.0925   0.0379
3.5076   0.0204
4.0628   0.0627
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 20 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.