მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
...სადაც დავიბადე, იქ მინდა დამეხუჭოს თვალი

,,ბორჯომი~. ზურაბ ჟღენტი ბორჯომში 1937 წლის 8 მარტს დაიბადა. მამამისი - ლავრენტი, კურორტვაჭრობაში, ხოლო დედა - ქსენია ოსეფაშვილი #1 საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების პირველ ექსპერიმენტულ ჯგუფებს ასწავლიდა.

ამ ენაწყლიან და ინტელექტუალურ პიროვნებასთან საუბარი ერთ რამედ ღირს, მოუსმინეთ და დარწმუნდებით.

- დედა მეუბნებოდა: - ჩემი ყველაზე ძვირფასი სარვამარტო საჩუქარი შენ ხარ-ო! (იცინის). სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე და იმავე წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავირიცხე. ვსწავლობდი მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ავტომობილების რემონტისა და ექსპლუატაციის სპეციალობაზე. მთავაზობდნენ კათედრაზე დარჩენას და სწავლის გაგრძელებას, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან ოჯახი უნდა მერჩინა. გადავწყვიტე წარმოებაში წასვლა... ჯერ #1 ავტოსარემონტო ქარხანაში ვიმუშავე, სხვადასხვა საწარმოებში ვიყავი ექსპლუატაციის უფროსი, მთავარი ინჟინერი.
ვარ სამი სერიოზული გამოგონების, ბევრი რაციონალური წინადადების ავტორი. 1991 წელს წარდგენილი ვიყავი საქართველოს დამსახურებული ინჟინრის წოდებაზე, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო აღარავის გავხსენებივარ... უფრო მეტიც, 1993 წელს მთელი საწარმო დაიხურა. ეს იყო დანაშაული! უდიდესი საქმე კეთდებოდა, უამრავი ხალხი იყო დასაქმებული...

... საწარმოში დანადგარები საზღვარგარეთიდან შემოგვქონდა, ჩვენს საწარმოში გამოშვებული კავშირგაბმულობის აპარატი ორჯერ თანამგზავრზე დაამონტაჟეს, რისთვისაც პრემიები დავიმსახურეთ.

მქონდა ბევრი შემოთავაზება მემუშავა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მოსკოვში, ნიჟნი-ნოვგოროდში, შორეულ აღმოსავლეთში, მაგრამ მშობლებმა ვერ გამიმეტეს შორს წასასვლელად. ჩემი მეუღლე - ჟუჟუნა მაღრაძე მსუბუქი მრეწველობის გამორჩეული წარმომადგენელი იყო. 1995 წელს თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა, 1999 წელს კი, 37 წლის ასაკში, ჩემი ვაჟი - დავითიც თირკმლის უკმარისობის მსხვერპლი გახდა... მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა _ ქალიშვილი და ტყუპი ბიჭი, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან, ცეკვავენ ანსამბლში, გასტროლებით მოიარეს მთელი ევროპა, სამხრეთ და ჩრდილო ამერიკა, ჩემი ქალიშვილი - თამარი ექიმია. წარჩინებით დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო უნივერსიტეტი, იქვე დაამთავრა ორდინატურა. დაოჯახებულია. მეუღლე გარდაეცვალა. ერთი ვაჟი  - 14 წლის ირაკლი ჰყავს. თამარი ნევროპათოლოგია, მუშაობს #14 პოლიკლინიკაში (დიდ დიღომში), არის კონსულტანტი ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, ასევე არის საოჯახო ექიმი, მეტად გულისხმიერი და საინტერესო პიროვნებაა.

დღესაც დიდი სითბოთი და სიყვარულით ვიხსენებ სკოლის მეგობრებს გივი ელიოსიძეს, ვახტანგ კუპრაძეს, გოდერძი კურტანიძეს, სოსო კონიაშვილს, დათო იობაშვილს, გივი დანელიას, თენგიზ ჯაფარიძეს, დუგლას ფანჯაკიძეს...

...ძალიან ცელქები ვიყავით... არაერთი კურიოზი გადაგვხდენია, რომლებსაც ახლაც ღიმილით ვიხსენებ.

წარსულის გახსენება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ გულისტკივილიც თან ახლავს...

- ბატონო ზურაბ, რას უსურვებთ ბორჯომსა და ბორჯომელებს?

- მინდა სიყვარულში გამოვუტყდე ჩემს საყვარელ ქალაქს და ბორჯომელებს.

ბორჯომი ჩემთვის სიცოცხლის მომნიჭებელია და სადაც დავიბადე, იქ მინდა დამეხუჭოს თვალი...

ბორჯომელებო, მუდამ ასეთი კეთილები და კარგები იყავით, ურთიერთმოსიყვარულენი. გიყვარდეთ ჩვენი ქალაქი, იყავით მისი პატრიოტები და სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, მუდამ გახსოვდეთ ეს მიწა, თქვენი დაბადების ადგილი, ჩემი სიყვარული კი საგზლად ატარეთ მუდამ!

 Targmne.com 

ივეტა კუპრაძე
08.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
15-08-2018
2.6343   0.0649
3.0047   0.0805
3.3645   0.0893
3.9453   0.1675
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 28 °C
ღამით + 18 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.