მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ოპოზიციის ,,გასტროლები~ დამთავრდა, დღის წესრიგშია სექსი?!

,,ბორჯომი~. მიშა მო-ვე-დიიიიი!.. მრავალჯერ მოუსმენია ეს შეძახილი ასი თუ ორასათასიანი ქუჩის აუდიტორიას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისგან. მოდიო, შეუთვალა მიშამ. მივიდა და ისაუბრეს... ოპოზიციის ლიდერების სახელის შეხსენება საჭიროდ აღარ მიგვაჩნია. საკმაოდ რეკლამირებულნი არიან. მათი რეჟისორობით დადგმული ,,სპექტაკლები~ _ ,,კარვების ქალაქი~ რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან, სახელმწიფო კანცელარიასთან, თავისუფლების მოედანზე, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან, ხალხმა უარყოფითად შეაფასა, რადგან ქვეყნისათვის არანაირი სიკეთე არ მოუტანია, პირიქით, დაძაბულობის, გა\თიშულობის ხელშემწყობი გამოდგა.
,,როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ~ _ გვესმოდა სხვადასხვა ფორმის დაპირებები იმ ყოფილ მაღალჩინოსანთაგან, რომლებმაც სავარძლების დაკარგვის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები შექმნეს.
პარტიების სიმრავლით მსოფლიოში პირველ ადგილზე რომ ვართ, ცნობილია. თუცა, ჩვენთვის ცნობილი არ არის საქართველოს გარდა თუ რომელ ქვეყნებში ფინანსდებიან ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან? რატომ ფინანსდება ბიუჯეტიდან ოპოზიციონერთა კომფორტული ოფისები, პრესტიჟული მანქანები, მომსახურე ტექნიკური პერსონალი, დაცვა, ჩვენთვის (და არა მხოლოდ ჩვენთვის) გაუგებარია!..
გვახსოვს ,,სპექტაკლი~, ლეიბორისტებმა, კონსერვატორებმა თუ სხვა ,,დემოკრატებმა~ როგორ დახიეს პარლამენტის წევრის მანდატები რუსთაველის გამზირზე ტელეკამერების წინ და ამაყად განაცხადეს: _ ჩვენ ხალხმა აგვირჩია, პარლამენტში არ შევალთ, მაგრამ ხელფასებს ხელისუფლებას არ დავუტოვებთო. მას შემდეგ დასეირნობენ ქუჩებში და პარლამენტარის მაღალი ანაზღაურებით ნებივრობენ. ალბათ, აჯობებდა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან გაეხმიანებინათ თავიანთი მოწოდებები, ამით დედაქალაქის მთავარი გამზირი ანტისანიტარიისაგან უფრო დაცული იქნებოდა. ფაქტია, ქუჩის მრავალრიცხოვან მიტინგებს, ეროვნული სტადიონიდან ასიათასამდე კაცის სამების ტაძარში მიყვანას, არავითარი პოზიტიური შედეგი არ ჰქონია. პირიქით, უხერხულ სიტუაციაში ჩააყენეს ერზე მლოცველი ჩვენი სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს პატრიარქი ილია II...
საქართველოს ისტორიას ვინც იცნობს, დაგვეთანხმება, როგორ ერთიანდებოდა ერი და ბერი, როცა ქვეყანას საფრთხე ემუქრებოდა. მომხდურ მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდნენ. ასეთმა ერთსულოვნებამ მრავალჯერ იხსნა საქართველო.
შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ ნებისმიერი ხელისუფლების ნაკლზე თვალები დავხუჭოთ და დუმილი ვამჯობინოთ. ვერ დავასახელებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლებას ყველა ერთნაირად მხარს უჭერდეს. ხელისუფლების შეფასებები დადებითიც არის და უარყოფითიც. გაცილებით უპრიანი იქნებოდა ხალხის მიერ არჩეულ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მეტი გონიერება გამოეჩინათ, გაერთიანებულიყვნენ და ისე ებრძოლათ დასახული მიზნებისათვის.
როდესაც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს სერიოზული საფრთხე ემუქრება, როდესაც ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, როდესაც აფხაზეთსა და ე.წ\. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ, ყოველგვარი პირადული დავიწყებას უნდა მიეცეს და ერთსულოვნებით, გაერთიანებით დაიცვან სამშობლო, მისი ტერიტორიული მთლიანობა. სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. სავარძლებისთვის მებრძოლმა ყოფილმა ჩინოვნიკებმა დროებით მაინც აღარ გააჟღEერონ ხმამაღლა _ ,,როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, თუმცა კონკრეტულად არ მოგვისმენია რას გააკეთებენ ხელისუფლებაში მოსვლით, უფრო მართებულია თქვან _ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ. მივესალმებით თუ ხელისუფლებაში არჩევნების გზით დაბრუნდებიან და არა გარეშე ძალის დახმარებით...
ოპოზიციის ,,გასტროლები~, ანუ ქუჩის მიტინგები დამთავრდა და ტელეარხებმა ხალხს გასართობად ახალი პროექტი შესთავაზეს, რომლის მთავარი საკითხიც გახლავთ _ სექსი!
ქართულმა ტელეარხებმა სპეციალური გადაცემები მოამზადეს. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ერთ-ერთზე გავამახვილებთ ყურადღებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის, ანუ ტელევიზიის პირველი არხის 10 ივლისის ვახო სანაიას რეპორტაჟის მთავარი თემა გახლდათ სექსი. ჟურნალისტების ჯგუფს ნაყოფიერად უმუშავიათ, რომლებმაც სხვადასხვა კატეგორიისა და რანგის ფსიქოლოგთა კომენტარები ფართო პლანით წარმოაჩინეს. თურმე ევროპაში სექსის ინდუსტრია ფრიად წარმატებულია. მეძავთა საქმიანობის ლეგალიზებით, ანუ სხეულის კანონიერი ვაჭრობით ბიუჯეტში ასეული მილიონობით დოლარი შედის. ანალოგიური შემოსავალი საქართველოს ბიუჯეტსაც ექნება თუ პროსტიტუციის ლეგალიზების შესახებ პარლამენტი კანონს მიიღებსო, გვარწმუნებენ სექსის მეცნიერებათა ,,აკადემიის ექსპერტები~. მართალია, არ ამბობენ, მაგრამ მათი საუბრების ქვეტექსტის ამოცნობა მარტივია. სურთ დაგვარწმუნონ, პროსტიტუციის ლეგალიზებით, სხეულის ვაჭრობის დაკანონებით, საქართველOოში დასაქმების პრობლემაც მოგვარდება და ბიუჯეტის შემოსავლებიც საგრძნობლად გაიზრდება.
კანონიერ მეძავთა ინდუსტრიაში ქართველ უმუშევარ მამაკაცთა ,,არმია~, უსახსრობის გამო,  ვერ მიიღებს მონაწილეობას. ,,ექსპერტთა~ გათვლა უცხოელ მამაკაცთა მომსახურებას ემყარება, რომლებიც უსაფრთხო სექსისთვის დოლარებს არ დაიშურებენ. კაცმა რომ თქვას, ქუჩის სექსს ნამდვილად აჯობებდა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფილი, კეთილმოწყობილ ბორდელებში სტუმრობა, ვენერიული დაავადებისაგან მაინც იქნებიან დაცულნი...
,,ექსპერტების~ აზრით, ქართული ტელეარხების ეკრანზე ფილმის _ ,,სექსი დიდ ქალაქში~ ხშირი ჩვენება ხელს შეუწყობს საზოგადოების მომზადებას პროსტიტუციის ლეგალიზების კანონის მისაღებად.
ახლა მთავარია ერთსულოვნად დავუჭიროთ მხარი მეძავთა ინდუსტრიის დაკანონებას, რასაც  დღის წესრიგის აქტუალური საკითხით გვთავაზობენ!..
         


ვალერიან ლომიძე, რობერტ ცუცქირიძე
21.07.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: A piece of eriutidon unlike any other!
: Hot damn, looking pretty usufel buddy.
: 20
: Grazi for mainkg it nice and EZ.
: Now I feel suptid. That's cleared it up for me
: yvelapers rom opozicias abralebt, tqven ras aketebt mosaxleoba? midixart da isev mishas adzlevt xmas, uaresis girsebi xart.
: seqsi ec romeli?opozicias tqventaan?
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
20-09-2017
2.4738   0.0011
2.9661   0.0100
3.3396   -0.0077
4.2619   -0.0275
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 32 °C
ღამით + 18 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.