მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ადამიანთა ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის სამსახურში

,,ბორჯომი~. ბიოეთიკა ჯანდაცვის სისტემაში შედარებით ახალი დარგია. იგი სწავლობს, იკვლევს და იცავს ადამიანზე ჩატარებულ ბიოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებულ ეთიკურ საკითხებს ანუ ნებისმიერი ახალი სამედიცინო საშუალება, რომელიც გამოიცდება ადამიანზე, უნდა იყოს ეთიკურად გამართლებული, რათ ზიანი არ მიადგეს მის უფლებებს, ჯანმრთელობას, ღირსებას.
სამეცნიერო კვლევამ არ უნდა შეიწიროს ადამიანის ჯანმრთელობა.
კვლევის ჩატარებამდე პიროვნებისგან აუცილებელია მიიღონ წერილობითი თანხმობა.
იმისთვის, რომ ადამიანი დაცული იყოს მკვლევარის არაეთიკური საქციელისგან, არსებობს სპეციალური კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანზე კვლევის ჩატარებას კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ნორმების დაცვას.
ამ მეტად საინტერესო და საპასუხისმგებლო დარგის განვითარების საქმეს ერთგულად და მაღალპროფესიულად ემსახურება ჩვენი თანაქალაქელი, ახალგაზრდა სპეციალისტი თამარ კურტანიძე, იგი ბორჯომში დაიბადა, მისი მშობლები ბორჯომელთათვის კარგად ნაცნობი პიროვნებებია. მამა _ ჯუმბერ კურტანიძე წლების მანძილზე იყო პარლამენტარი, რაიონის ხელმძღვანელი, ამჟამად საკრებულოს დეპუტატია, დედა _ ქალბატონი ეთერ ლიჩელი მუსიკალური სკოლის პედაგოგი გახლდათ.
თამარმა დაამთავრა #2 საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის #1 სამუსიკო სასწავლებელი და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ქვეყნების ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, მიიღო ანგლისტიკის სპეციალობა.
უნივერსიტეტის რეკომენდაციით მუშაობა დაიწყო ბიოეთიკის დაცვის ორგანიზაციაში, სადაც დღემდე მუშაობს.
თამარი დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია.
თამარ, გთხოვთ გვითხრათ, რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია?

_ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად უცხოელი დონორების დაფინანსებით მუშაობს. მისი მიზანია ჯანმრთელობის სფეროში მოქალაქის უფლებების დაცვა. ჩვენი ორგანიზაციის ექსპერტები არიან ჯანდაცვის სფეროში არსებული კანონების ავტორები. ამ ორგანიზაციაში 2001 წლიდან ვარ.
თვითონ ბიოეთიკის საზოგადოება 1997 წლიდან ფუნქციონირებს. თავდაპირველად ვიყავი ამ ორგანიზაციის ოფისის მენეჯერი, ძირითადად ადმინისტრაციულ საქმეს განვაგებდი, თანდათან დავინტერესდი ბიოეთიკით, როგორც საგნით და დავიწყე მისი სიღრმისეულად შესწავლა. მალე ხელმძღვანელობამ შემომთავაზა ბიოეთიკის კურსის გავლა და 2005-06 წლებში გავიარე  ეთიკის კვლევის კურსები.
თამარ, გვიამბეთ უფრო დაწვრილებით ბიოეთიკის, როგორც დარგის, სწავლების განვლილი კურსის შესახებ.
_ ეს კურსი იყო დისტანციური, ანუ ინტერნეტით ვიღებდი დავალებებს, ვაგზავნიდი, ვსწავლობდი, შემდეგ ჩავდიოდი ვილნიუსში, სადაცაა ცენტრალური ოფისი, იქ ყველა ერთად ვიკრიბებოდით. სხვათა შორის, შემადგენლობა საკმაოდ ინტერნაციონალური იყო. ვილნიუსში დავიცავი დიპლომი, რომელიც ბაკალავრის ხარისხს უტოლდება. სწავლის პერიოდში ბევრი გასვლითი კონფერენციები, საქმიანი შეხვედრები გვქონდა ხორვატიაში, იტალიაში, ინგლისში, ავსტრიაში, ლიტვაში, ესტონეთში, რუსეთში, უკრაინაში. მომავალშიც იგეგმება ანალოგიური შეხვედრები.
_ თქვენთან საუბრისას, დამებადა კითხვა, თუ შეუძლია ნებისმიერ კონკრეტულ ადამიანს ინდივიდუალურად მიიღოს ინფორმაცია, ბიოეთიკის შესახებ?
_ რასაკვირველია, მაგრამ ვინაიდან სპეციალიზაცია არ არსებობს ამ სფეროში, ამიტომ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მიმართოს ჩვენს ორგანიზაციას _ ,,ბიოეთიკის საზოგადოებას~, სადაც არსებობს ლიტერატურა სრული ინფორმაციის მისაღებად. იგივე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტის საშუალებით.
_ თამარ, ძალიან საინტერესოდ საუბრობთ ახალ დარგზე, რომელიც ნელ-ნელა იკიდებს ფეხს საზოგადოებაში, რაც მის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. გულწრფელად მეამაყება თქვენი და, ამასთან ერთად, ინტერესიც მომეძალა, ამიტომ გთხოვთ უფრო საგნობრივად ვისაუბროთ თქვენი მეორე სამსახურის შესახებ...
_ სიამოვნებით. ვმუშაობ ასევე  მეორე ორგანიზაციაში, რომელსაც ჰქვია ,,კოალიცია შინმოვლა საქართველოში~, რომლის საქმიანობას შეადგენს პაციენტის შინმოვლა მისთვის ჩვეულ გარემოში. ჩვენი მიზანია, საქართველოში შინმოვლის ინსტიტუციური განვითარება. ეს დარგიც თანდათან იკიდებს ფეხს საქართველოში. გვინდა ამ ორგანიზაციის მეშვეობით ადამიანებმა უფრო დაცულად იგრძნონ თავი.
_ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, პირად ცხოვრებაზე თუ გიფიქრიათ?
_ (ეღიმება), სერიოზულად ჯერ არ ვფიქრობ, რადგან ჩემმა საქმიანობამ ძალიან გამიტაცა...
_ იქნებ ბავშვობისა და სკოლის წლები  გაიხსენო?
_(ფიქრობს), #2 სკოლაში ვსწავლობდი, ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ნინელი პაპიძე. 5 წლისა მიმიყვანეს სკოლაში, ძალიან პატარა ვიყავი. სკოლაში განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოვირჩეოდი.
... საუბარში თამარის დედა, ქალბატონი ეთერი ჩაერთო: _ იცით, თამარმა სკოლაში სწავლის დროს სიმღერის კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს მასშტაბით გაიმართა, ასაკით ყველაზე პატარა მონაწილე იყო, მაგრამ როგორც საუკეთესოს მედალი გადასცეს!
_ მუსიკა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, _ ამბობს თამარი, _ ზოგჯერ სურვილი მაქვს, რომ სცენაზე ვიდგე და ვიმღერო!
_ თამარ, ბორჯომი რა არის თქვენთვის?
_ ბორჯომი ჩემი საყვარელი ქალაქია, იქ დავტოვე ჩემი ბავშვობა, იქ ცხოვრობენ ჩემი მშობლები, ძმა, ახლობლები. მიხარია ჩემს კლასელებთან შეხვედრა. მიყვარს ბორჯომის ლამაზი ბუნებით ტკბობა. მინდა, რომ ბორჯომი უფრო გალამაზდეს და გაუთანაბრდეს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტებს და მჯერა, რომ ჩემი სურვილი ოცნებად არ დარჩება.


ივეტა კუპრაძე
12.08.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
16-10-2018
2.6664   0.0288
3.0925   0.0379
3.5076   0.0204
4.0628   0.0627
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 20 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.