მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ოზურგეთის სკოლებს წელს მანდატურები არ ეყოლებათ, სკოლის დირექტორების სერტიფიცირება კი, უკვე დაგეგმილია
ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა იმედაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა განათლების სფეროში ბოლო დროს მიმდინარე ცვლილებებთან და სიახლეებთან დაკავშირებით გამართა. პირველ სიახ­ლედ მინისტრის ბრძანებულების შესაბამისად, სწავლის დაწყების გარდამავალი თარიღის ერთ კონკრეტულზე, 15 სექტემბერზე შეჩერება დააასახელა: "სკოლებში სწავლა უკვე ყოველწლიურად 15 სექტემბერს დაიწყება. პირველ კლასში მისაღებთა ასაკობრივი ზღვარი გახანგრძლივდა კიდევ 6 თვით. 
 
ასევე მინდა გაგაცნოთ აბიტურიენტთა შედეგები, პირველადი ჩარიცხვების შედეგად ოზურგეთიდან სახელმწიფოს 100% დაფინანსებას სულ 7 სტუდენტი მიიღებს. მოკლედ გაგაცნობთ მასწავლებელთა სერთიფიცირების შედეგებსაც, თავიდან სულ შემოსული იყო 305 განცხადება, აქედან ტესტირება გაიარა 225-მა, რომელთაგან 41 %-ს ერთ საგანში, 9 %-ს კი, ორ საგანში აქვთ შედეგები. აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ პედაგოგების განთავისუფლებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მოარული ხმები არ შეესაბამება სიმართლეს, არც ერთი პედაგოგი 18 საათიანი რეგულაციის გამო სახლში არ გაუშვიათ. ცვლილებები განხორციელდა მხოლოდ სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკურ სამსახურში, რადგან გაუქმდა ფსიქოლოგის, ლოგოპედის, ექთნის, ლაბორანტის და ა.შ. შტატები. არის ერთი სასიამოვნო ფაქტი, ოზურგეთის პროფესიული ცენტრი განათლების სამინისტროს სერიოზული ყურადღების ქვეშ მოექცა. დაგეგმილია მისი სრული რეაბილიტაცია, რომელიც ოქტომბრის თვი­დან დაიწყება. სასწავლებელი ასევე მიიღებს პროფესიული კოლეჯის სტატუსს".

საუბარი იყო ასევე ახალი სავალდებულო საგნების დანერგვაზე, რის შემთხვევაშიც მოსწავლეები დამატებით სპორტს, სამოქალაქო უსაფრთხოებას და საინფორმაციო ტექნოლოგიებს გაივლიან.

რაც შეეხება კულტურის ისტორიას, მისი განცხადებით სახელმძღვანელო მიმდინარე წელს ქვეყნის მხოლოდ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში გაივლის აპრობაციას და მომავალი წლიდან, როგორც სავალდებულო საგანი, აქტიურად დაინერგება ყველა სკოლაში. ტრიმესტრის ნაცვლად სასწავლო პერიოდი ორ სემესტრად დაიყოფა, რომლის გამყოფიც საზამთრო არდადეგები იქნება. სკოლის გადასაწყვეტი იქნება რომელ კლასებში და რომელ საგნებში ჩაატაროს გამოცდები, ძალაში რჩება გამოსაშვები, ანუ საატესტაციო გამოცდების ჩაბარება.

შეცვლილია ქულების გამოყვანის პრინციპიც, რომელზედაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საგამოცდო ქულები. საუბარი იყო ასევე კლასის ხელმძღვანელების გაზრდილ უფლებებსა და მასწავლებლის, მოსწავლისა და დირექტორის ახალი ეთიკის კოდექსზე, რომლის შესაბამისადაც მოხდება სკოლებში ახალი შინა­განაწესების შედგენა.

კომენტარი გაკეთდა სკოლების მიერ შერჩეულ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ სიახლეებზეც: `წელს მხოლოდ მესამე, მერვე და მეთერთმეტე კლასის სახელმძღვანელოები შეიცვალა, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში დარჩება ხმარებაში, როგორც სხვა დანარჩენი, რომელიც წელს არ შეცვლილა. ცვლილებებს კი, რომელიმე მათგანისათვის მხოლოდ გრიფის გაუქმების შემთხვევაში უნდა ველოდეთ.

სავალდებულო იქნება სასკოლო ჟურნალები, რომლის სპეციალური ნიმუშები თავად განათლების სა­მინისტრომ გაამზადა. იცით ალბათ, რომ, წელს პირველკლასელთათვის პრეზიდენტის საჩუქარი აღარ იქნება. სახელმძღვანელოების სრული პაკეტი უფასოდ გადაეცემათ მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახის შვი­ლებს. მარტო ოზურგეთში 1432 მოსწავლეზე უფასოდ 26 000 სახელმძღვანელო გაიცემა: "არის კიდევ რამდენიმე სიახლე, მინდა გითხრათ, რომ ნოემბერში უკვე შემუშავდება სკოლის დირექტორების სერთიფიცირე­ბის დებულება, რომლის შესაბამისადაც ყველა დირექტორი, რომელიც არის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია გაიაროს სერტიფიცირება, მისი ვერ აღების შემთხვევაში კი, შეუწყდება უფლებამოსილება. ეს მოიცავს ორ ეტაპს, გასაუბრებას და ტესტირებას. მოქმედ დირექტორებს კი, შეეძლებათ ვადის ამოწურვამდე გაიარონ სერთიფიცირება და კიდევ 5 წლით გაიგრძელონ ვადა. გვეყოლება სამი კატეგორიის დირექტორები, აქედან მესამე კატეგორია მიენიჭებათ იმათ, ვინც ერთხელ გაივლის ამ პროცედურას, მეორე კატეგორიის მსურველები რამდენჯერმე აიმაღლებს ხარისხს, პირველი კი, უფრო სამეცნიერო ხასიათს ატარებს, ანუ ეს იქნება დირექტორი ექსპერტი, ტრენერი, რომელიც გამოაქვეყნებს კვლევებს და ა.შ. და სწორედ ამ შემთხვევაში მოხდება მათთვის ხელფასების გაზრდაც, ანუ კატეგორიების მიხედვით. იმედაშვილი ბოლო დროს ასე ანგაჟირებულ მანდატურების თემასაც შეეხო. როგორც გაირკვა, წელს ოზურგეთის არც ერთ სკოლაში მანდატური არ შევა.
 

თეა იოსელიანი
16.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „გურიის მოამბე“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
24-07-2014
1.7503   0.0007
2.3577   -0.0013
2.9834   -0.0026
5.0281   0.0348
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 33 °C + 35 °C
ღამით + 20 °C + 20 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.