მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ჩოგბურთში პროფესიონალ ქალთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყო
სპექტრი. თელავში, ჩოგბურთის სათამაშო კორტებზე პროფესიონალ ქალთა საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, სადაც 17 ქვეყნის 64 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.  "სპექტრი"  ტურნირის დირექტორის მოადგილეს, ალი ზერეკიძეს გაესაუბრა.
"ტურნირი თელავში მესამედ ტარდება. ახლანდელ თამაშებზე საკმაოდ ძლიერი ჩოგბურთელები მონაწილეობენ. ტურნირს `ლიბერთი ბანკი~ და კომპანია ,,ბორჯომი~ ასპონსორებენ. დაწესებულია ფულადი ჯილდო, რომელიც 25 ათას დოლარს შეადგენს. ტურნირის მასპინძლობისთვის არაჩვეულებრივი პირობებია შექმნილი," – აღნიშნა "სპექტრთან" საუბარში ალი ზერეკიძემ.
 
ჩოგბურთში პროფესიონალ ქალთა საერთაშორისო ტურნირი 18 სექტემბერს დაიწყო. ჩატარდა საკვალიფიკაციო შეხვედრები, სადაც 8 სპორტსმენმა ძირითად ბადეში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
ტურნირი ერთი კვირა გაგრძელდება. ფინალური შეხვედრა 25 სექტემბერს გაიმართება. გამოვლინდება  გამარჯვებული, მეორე ფინალისტი და წყვილებში გამარჯვებული.
აღნიშნული ტურნირი კახეთის გუბერნატორისა და ოლიმპიური კომიტეტის ხელშეწყობით ტარდება. 
"ვენთვის დიდი პატივია კახეთში წელსაც შევხვდეთ მსოფლიოს 18 ქვეყნის წარმატებულ სპორტსმენებს.  
ასეთი დონის ღონისძიებები ხელს უწყობს ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდას და სპორტული ტრადიციების ქვეყნის გარეთ გატანას. იმედი მაქვს, სულ მალე თელავი კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ტურნირების მასპინძელი იქნება," – აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ღვინიაშვილმა.



ნინო კორაშვილი
23.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
15-10-2018
2.6376   0.0000
3.0546   0.0000
3.4872   0.0000
4.0001   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 20 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.