მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები ჩატარდა
სპექტრი. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მართვის ორგანოების, კერძოდ, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები ჩატარდა.
აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტიდან ერთ სრულ და ერთ ასოცირებულ პროფესორს ირჩევენ, წარმომადგენლობით საბჭოში კი როგორც აკადემიური პერსონალი, ასევე სტუდენტებიც შედიან.
"თესაუ-ს აკადემიური საბჭო 6 წევრით კომპლექტდება და თითო ფაკულტეტიდან თითო წარმომადგენელი უნდა იყოს არჩეული. წელს აკადემიური საბჭოს არჩევნები მხოლოდ 4 ფაკულტეტზე ჩატარდა, რადგან ორ მათგანს უფლებამოსილება ჯერ არ შეწყვეტია.
წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებში კი ორ ფაკულტეტზე გვქონდა კონკურსი. აკადემიური პერსონალიდან 2-2 წევრი უნდა არჩეულიყო და 3-3 განცხადება იყო შემოსული. არჩევნებმა მშვიდ ვითარაბაში ჩაიარა და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა," – აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნინო ჯაშიაშვილმა.
 
წარმომადგენლობითი საბჭო 24 კაცით კომპლექტდება, სადაც მონაწილეობას იღებენ ,,თესაუ-ს~ აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. 6 ფაკულტეტიდან საბჭოში 23 წარმომადგენელი უნდა იყოს არჩეული, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი კი, კანონის თანახმად, ავტომატურად ხდება საბჭოს წევრი.
უნივერსიტეტის მმართველობითი ორგანოს წარმომადგენლებს 4 წლის ვადით ირჩევენ.
აკადემიური საბჭო უნივერსიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებებს, წარმომადგენლობითი საბჭო კი მის დადგენილებებს ამტკიცებს.
ახლად დაკომპლექტებული აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებს დანიშნავს, რომელიც სავარაუდოდ, დეკემბერში გაიმართება.


ნინო კორაშვილი
30.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
15-11-2018
2.7045   -0.0110
3.0474   -0.0043
3.4931   -0.0094
3.9893   -0.0155
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 8 °C + 10 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.