მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მე-5 საბავშვო ბაღში გადასახადის გაზრდა საკრებულოსთან შეუთანხმებლად მოხდა

სპექტრი. თელავის მე-5 ბაგა-ბაღში გადასახადი 5 ლარით გაიზარდა და მშობლები უკვე 25 ლარს გადაიხდიან. მე-5 ბაგა-ბაღი აიპი-ს სტატუსით სარგებლობს და ასეთი საკითხები საკრებულოსთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს. თუმცა, ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. ,,აიპი-ს სტატუსის მქონე ბაღები საკრებულოს მიერ ფინანსდება, ამიტომ ის საკითხები, რომელიც მოსახლეობასა და გადასახადს ეხება, ჩვენთან შეუთანხმებლად არ უნდა გადაწყვეტილიყო. მე შევხვდი ბაღის ხელმძღვანელებს და მკაცრად ვესაუბრე. ჩვენ კიდევ შევხვდებით მათ, სრულად გავაანალიზებთ ამ საკითხს და ამის შემდეგ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ბუცხრიკიძემ. მე-5 ბაგა-ბაღის დირექტორი, ეკატერინე ადამაშვილი იმ ფაქტს, რომ ეს საკითხი საკრებულოსთან შეუთანხმებლად მოხდა ადასტურებს, თუმცა, გადასახადის მომატებას მშობლების თანხმობითა და პროდუქტებზე ფასების ზრდით ხსნის. ,,ეს ბაღი საკრებულოს მიერ ფინანსდება, მაგრამ ბავშვების კვება და სხვა მათთვის საჭირო ნივთების შეძენა გადასახადიდან შემოსული ფულით ხდება. მოგეხსენებათ, ფასები ყველა პროდუქტზე და საყოფაცხოვრებო ნივთებზეა გაზრდილი. იმ 20 ლარით, რასაც აქამდე იხდიდნენ, შეუძლებელია იგივე მენიუთი ვკვებოთ ბავშვები. ამიტომ, ან გადასახადი უნდა გაგვეზარდა, ან საკვები შემცირებულიყო. ეს საკითხი ჩვენით არ გადაგვიწყვეტია. მშობელთა კრება მოვიწვიეთ და აღმოჩნდა, რომ ყველას ერჩია, 5 ლარით მეტი გადაეხადა, ვიდრე მენიუ შემცირებულიყო,~ _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში ეკატერინე ადამაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ეს ბაღი 70 ბავშვზეა გათლილი და ამ დროისთვის 100 ბავშვზე მეტი ჰყავთ, რაც, მისი აზრით, იმას ნიშნავს, რომ მშობლებს მოსწონთ ის პირობები, რომელიც მე-5 ბაგა-ბაღშია შექმნილი.აღნიშნულთან დაკავშირებით კრება მართლაც რომ ჩატარდა, ამას მშობლებიც ადასტურებენ. `ბაღის ადმინისტრაციამ ჩაატარა თათბირი ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთსულოვნად გადაწყდა, რომ გადასახადი 5 ლარით გაზრდილიყო. როგორც განგვიმარტეს, ეს გამოიწვია საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებამ. იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა უკეთ იკვებონ და კარგი პირობები ჰქონდეთ, ამ ინიციატივის წინააღმდეგი არავინ ყოფილა. მე-5 ბაღში 2 ბავშვი დამყავს და შეღავათსაც მიწევენ," – გვითხრა `სპექტრთან~ საუბარში გიგა და მარიამ ახალმოსულისვილების მშობელმა, ნინო ფიდატოვმა. მას სხვა მშობლებიც დაეთანხმნენ. "ფასის გაზრდა მშობლებთან შეთანხმებით მოხდა. კვების მენიუ და სხვა ყველა პირობა გაგვაცნეს. რამდენიმე მშობელი კი იყო წინააღმდეგი, მაგრამ უმრავლესობის აზრით ასე გადაწყდა," _ გვითხრა თამარ მათურელის ბებიამ, ლალი ნაზირიშვილმა. თანხის მომატება #1 ბაღშიც იგეგმებოდა, თუმცა ეს საკითხი უარყოფითად გადაწყდა და ისევე, როგორც თელავის ყველა დანარჩენ ბაღში, გადასახადი ისევ 20 ლარი დარჩა.  



ნინო კორაშვილი
13.10.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
15-11-2018
2.7045   -0.0110
3.0474   -0.0043
3.4931   -0.0094
3.9893   -0.0155
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 8 °C + 10 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.