მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
,,ელიტ ლიგაში~ იასპარეზებენ

,,ბორჯომი~. სექტემბრის შუა რიცხვებში ბორჯომელი ფეხბურთელები (1994-1995 წლებში დაბადებულები) ,,ელიტ ლიგაში~ იასპარეზებენ.
თუ როგორ ემზადებიან ბორჯომელები საპასუხისმგებლო შეჯიბრისათვის, ვესაუბრეთ მწვრთნელებს მიშა ვარდიაშვილსა და ჯუნგლი ქართველიშვილს.
როგორ მოხვდნენ ,,ელიტ-ლიგაში~ ბორჯომელი ფეხბურთელები და როგორ ემზადებით ამ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად?
_ 1994-1995 წლებში დაბადებული ჭაბუკები, რომლებსაც ახლა ამ მოედანზე ვავარჯიშებთ, გამონაკლისის სახით, დაუშვეს ,,ელიტ ლიგაზე~. და ცხადია, ეს ბევრს გვავალებს. ,,ელიტ ლიგა~ 20 სექტემბერს იწყება და მასში 18 გუნდი იღებს მონაწილეობას. ჩვენი გუნდი გასული წლის ,,ელიტ ლიგაში~ ურიგოდ არ გამოვიდა და მეხუთე ადგილი დავიკავეთ. დღევანდელი ფეხბურთელების ნაწილს (1994 წლებში დაბადებულებს) ,,ელიტ ლიგაში~ თამაშის გამოცდილება აქვთ, ნაწილს _ (1995წ. დაბადებულებს) არა. ვარჯიშის პირობები ნამდვილად კარგი გვაქვს, რაშიც ძალიან გვეხმარება და ხელს გვიწყობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ბატონები ბესიკ ქურდაძე და არჩილ მიქელაძე, ასევე სასპორტო სკოლის დირექტორი გოგა რაზმაძე; აქვე გვინდა მადლობა ვუთხრათ მხატვარ ვოვა სტეფანიანს, რომელიც საფეხბურთო აბრებს უანგაროდ გვიკეთებს.
ყოფილი მწვრთნელი და შეგირდი დღეს ორივე მწვრთნელი ხართ და ერთად ავარჯიშებთ ჩვენს ჭაბუკ ფეხბურთელებს, გამოცდილი ჯუნგლი ქართველიშვილი და ერთ დროს ,,ბორჯომის~ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დათო ვარდიაშვილი, როგორ უთანხმებთ ერთმანეთს გაკვეთილებს?
_ ძალიან კარგად, რადგან ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმის. დათო მთავარი მწვრთნელია, ამბობს უკვე ჭაღარაშერეული ჯუნგლი ქართველიშვილი.
ყოველდღიურად ორ საათს ვვარჯიშობთ. ძირითადად ყურადღებას ვამახვილებთ ტექნიკასა და სისწრაფეზე.
რაში მოვიკოჭლებთ?
_ მოვიკოჭლებთ ბურთით თავით თამაშ-თამაშში და დასწრებაზე. საერთო ჯამში, კმაყოფილები ვართ. ძალიან შრომისმოყვარე და ერთმანეთზე უკეთესი ბიჭები არიან.
მინდორზე 22 ჭაბუკი ფეხბურთელი ვარჯიშობს, ვინ დაიცავს ,,ელიტ ლიგაში~ ბორჯომის ღირსებას?
_ დღეს ვერ გეტყვით, სულ რამდენიმე დღეში გაირკვევა, ვის ვიხილავთ სტადიონზე ,,ელიტ ლიგაზე~ თამაშის დროს.
მწვანე მინდორზე ბევრ ბურთს კი ვხედავ, მაგრამ ცოტა მოძველებულია, როგორაა ამ მხრივ საქმე, და კიდევ მაისურები და ბუცები თუ გაქვთ.
_ ფეხბურთის ბურთები მართლაც მოძველებულია, ბუცებიც საყიდელია, მაისურები სამი წყვილი გვაქვს, ბადეებიც გვაქვს, მოედანიც კარგია და ვიცით, რომ მაყურებელიც, რასაც სტადიონი იტევს, ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნება.
გვითხარით, რა ხდება დამწყებ ფეხბურთში?
_ 1996-1997წ. დაბადებულ ჭაბუკებს კვირაში ოთხჯერ უტარდებათ ვარჯიში, 2000-2001-2002წ. დაბადებულებთან ძირითადად ვასილ ფირცხალავა მუშაობს. ვაპირებთ 2003 და 2004 წლებში დაბადებული ბავშვების შერჩევას და მათთან სერიოზული ვარჯიშის დაწყებას.
დღეს რამდენი ბავშვია ფეხბურთში?
 დღეისათვის დაახლოებით 80-ზე მეტი ბავშვია ფეხბურთის სექციაში ჩაბმული.
ეს ცოტაა?

_ ცხადია, რადგან, რაც მეტია ბავშვი, არჩევანი მით მეტია. ხომ გახსოვთ, ადრე ბავშვები ქუჩიდან მოდიოდნენ ფეხბურში, სად იყვნენ მწვრთნელები.
ახალგაზრდა ბორჯომელი ფეხბურთელები ბორჯომს იქით თუ გავიდნენ?
_ ახლახას საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთში I ადგილი დაისაკუთრა. აქ თამაშობდნენ ბორჯომელები, 1997 წელს დაბადებული გიორგი ზარია, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ბერიძე. ეს უკანასკნელი გუნდში საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
როგორც სპორტის ყველა სახეობაში, ფეხბურთშიც მთავარია შრომისმოყვარეობა, თუ დიდი შრომა და ენერგია არ ჩადე სპორტში, არაფერი გამოვა. დიდი სპორტსმენი მხოლოდ დიდი ჯაფის შედეგად აღწევს შედეგს. დღეს, როგორც ყველა სფეროში, სპორტშიც აუცილებელია მწვრთნელთა ლიცენზიები, მწვრთნელებს ჯუნგლი ქართველიშვილს, დათო ვარდიაშვილსა და ვასიკო ფირცხალავას იგი მიღებული აქვთ.
ჯგუფები ფასიანია, ვისაც გადახდის საშუალება არ აქვს და ნიჭიერი და მონდომებულია, მისთვის სასპორტო სკოლა უფასოა.
სტადიონს კავშირგაბმულობის შენობის და #3 სკოლის მხრიდან შემოკრული ფიცრის ღობე უკვე მოეშალა და დალპა, იგი შესაკეთებელია. ვიღაცას დანით ამოუჭრია მინდვრის ხელოვნური საფარი. საჭიროა ამ ადგილების  შევსება. 
 


სოფიკო ხეთაგაშვილი
16.09.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
19-08-2018
2.5779   0.0000
2.9344   0.0000
3.2752   0.0000
3.8267   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 26 °C
ღამით + 20 °C + 19 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.