მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ძიუდოს ტურნირი სპორტის პოპულარიზაციის მიზნით
სპექტრი. თელავში 1997-1998 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, იროდი ელოშვილის სახელობის რესპუბლიკური ძიუდოს ტურნირი გაიმართა. შეჯიბრება 12 წონით კატეგორიაში წარიმართა და სულ 120 სპორტსმენი მონაწილეობდა. მთავარი მსაჯის, ძიუდოსა და ჭიდაობაში უფროსი მწვრთნელის, გიორგი ფოთოლაშვილის განცხადებით, ტურნირი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა.
 
"წარსულში საკმაოდ ცნობილი მოჭიდავის, იროდი ელოშვილის სახელობის ტურნირი მეორე წელია ტარდება. იგი ბავშვთა ძიუდოს განვითარებას და პოპულარიზაციას ეძღვნება. ამ შეჯიბრებაში კახეთის ყველა რაიონი მონაწილეობდა და წელს საკმაოდ ძლიერი მოჭიდავეები იყვნენ ჩამოსულები," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში გიორგი ფოთოლაშვილმა.
შეჯიბრებას თელავის სასპორტო გაერთიანება ხელმძღვანელობდა. 
 
"გამარჯვებულები 12 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. თელაველმა მოჭიდავეებმა 4 პირველი, 7 მეორე და 12 მოესამე ადგილი დაიკავეს. თელაველი ჩემპიონები გიგა მოსიაშვილი, ვოვა პეპინაშვილი და როლანდ ახალმოსულიშვილი გახდნენ. მათ შესაბამისი ხარისხის სიგელები და მედლები გადაეცათ, რომელიც თელავის სასპორტო გაერთიანებამ დააწესა. მძიმე წონით კატეგორიაში გამარჯვებული, დავით რაზმაძე გახდა. მას იროდი ელოშვილის სახელობის თასი გადაეცა," – გვითხრა თელავის სასპორტო გაერთიანების სპეციალისტმა, კახა ესიტაშვილმა.
წარსულში სახელგანთქმული მოჭიდავის, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონისა და პრიზიორის, იროდი ელოშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი მირიან ცალქალამანიძის სახელობის საჭიდაო დარბაზში გაიმართა.



ნინო კორაშვილი
29.10.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
15-10-2018
2.6376   0.0000
3.0546   0.0000
3.4872   0.0000
4.0001   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 23 °C + 20 °C
ღამით + 10 °C + 12 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.