მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული ინგლისის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება
სპექტრი. უკვე მესამე წელია, რაც სასწავლო ოლიმპიადა ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. წელს ეს ტური 30 ოქტომბერს დაიწყო და 28 ნოემბრამდე გაგრძელდა. ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლებში ოლიმპიადები ერთი და იგივე დღეს ტარდება და მასში მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.
"სასკოლო ოლიმპიადა შაბათ-კვირას ყველა იმ საგანში ტარდება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისიწნებული. ეს საგნებია: ქართული ენა-ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ინფორმატიკა. გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან აღნიშნულ ოლიმპიადაზე 1 300 მოსწავლე იღებს მონაწილეობას. ტესტები შედგენილია შეფასების ცენტრის მიერ, მოსწავლეების ნამუშევარს კი სკოლებში პედაგოგების მიერ შერჩეული კომისია აფასებს," _ ამბობს `სპექტრთან~ საუბარში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი.
 
მისივე თქმით, სასკოლო ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, იანვარში რაიონული, ხოლო შემდეგ რესპუბლიკური ოლიმპიადები ჩატარდება, რასაც მშობელთა უმრავლესობა დადებითად აფასებს. "აღნიშნული ოლიმპიადები ბავშვის გონებისთვის ძალიან კარგია. ასეთ შემთხვევაში მოსწავლე ცდილობს სხვაზე უკეთ ისწავლოს, რათა ფინალამდე მიაღწიოს. ორი შვილი მყავს და ისინიც იღებენ მონაწილეობას. ვნახოთ რა იქნება, რესპუბლიკურში თუ ვერ გავლენ, ტესტებთან მუშაობას მაინც ისწავლიან. ეს ძალიან მახარებს," _ გვითხრა ნათელა გურგენიშვილმა.
 
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ამბობს, რომ რესპუბლიკურ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის გარკვეული პრიზებია დაწესებული: "ფინალში გასული მოსწავლეებისთვის დაწესებულია შემდეგი პრიზები: `ნეტბუქები~ და საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკები. ანუ რესპუბლიკურ ტურში გამარჯვებულ მოსწავლეს ორი კვირით ინგლისის საზაფხულო სკოლაში გააგზავნიან," _ განმარტა ლალი გაბიტაშვილმა.
 
მისივე თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან, ერთი ან ორი მოსწავლე ყოველთვის გადის რესპუბლიკურ ტურში. მაგალითად, გასულ წელს, ამ პროექტის ფარგლებში, ინგლისში გააგზავნეს კარდენახის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგა ხატიაშვილი, წელს კი _ კაჭრეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე, შოთა ბეროშვილი და ვაზისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე  გოჩა მთვარელიშვილი.




ინგა ბიტარაშვილი
01.12.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
15-11-2018
2.7045   -0.0110
3.0474   -0.0043
3.4931   -0.0094
3.9893   -0.0155
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 8 °C + 10 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.