მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ყარაჯლელი მოსწავლეების მიერ ერეკლე II-სადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სპექტრი. თელავის ქეთევან იაშვილის სახელობის საგამოფენო დარბაზში ყარაჯლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ერეკლე II-ის 290 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარეს.
ბავშვებმა სხვადასხვა ისტორიულ წყაროებიდან მოძიებულ ფაქტებზე დაყრდნობით იმ ეპოქაზე ისაუბრეს, რომელშიც ის მოღვაწეობდა.
ყარაჯლის საჯაროს სკოლის ისტორიის მასწავლებლისა და ღონისძიების ორგანიზატორის აზი ზამაზოვის თქმით, მათი მიზანი ყარაჯლელი ბავშვებისთვის ერელკე II-ის ცხოვრება-მოღვეწეობის უკეთ გაცნობაა.
 
"წელს ერეკლეს II-ის დაბადებიდან 290 წელი შესრულდა. ამ შესანიშნავ დღესთან დაკავშირებით ჩვენს სკოლაში საიუბილეო საღამო მოვაწყეთ, რომლის მიზანიც ბავშვებისთვის დიდი ერეკლეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა იყო. მე-6 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორია ჯერ არ იციან და იმისათვის, რომ მათთვის ეს ყოველივე უფრო თვალნათელი გაგვეხადა, მუზეუმში მოვედით, დავათვალიერეთ ექსპოზიციები, დარბაზები და ერეკლესადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს კიდევ ერთხელ ჩავატარეთ. 
მინდა ვთქვა, რომ ბავშვები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. მათ საშუალება მიეცათ პირველად დაეთვალიერებინათ ერეკლესდროინდელი ექსპონატები და გაეგოთ უფრო მეტი, ვიდრე იცოდნენ,"_ გვითხრა აზი ზამაზოვმა. 
ერეკლე II-სადმი მიძღვნილი ღონისძიება მოსწავლეებისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, მათი თქმით, ამ დღემ საქართველოს ისტორიის გარკვეული პერიოდის შესახებ  რეალური წარმოდგენა შეუქმნათ.



ნინო კორაშვილი
01.12.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
15-11-2018
2.7045   -0.0110
3.0474   -0.0043
3.4931   -0.0094
3.9893   -0.0155
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 8 °C + 10 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.