მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
"ახალი მერცხლები"

სპექტრი. ნოემბრის ბოლოს ქალაქ გურჯაანში ამხანაგური შეჯიბრი ჩატარდა კრივში, რომელშიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. მსაჯი თავად საქართველოსა და კახეთის კრივის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი გურამ ბერიკაშვილი იყო.როგორც მწვრთნელი თამაზ ლაზაშვილი განმარტავს, მსგავსი შეჯიბრები ახალგაზრდა სპორტსმენებს მეტ გამოცდილებას აძლევს. შეჯიბრში მონაწილეობდნენ გურამ ბერიკაშვილი, თამაზ ქიტოშვილი, ომარ კურტანიძე, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი მესტიაშვილი, ნოდარ გაბიტაშვილი, თორნიკე ბუზალაძე, გიორგი ფრიდონიშვილი, ზურა ყვირალაშვილი და შალვა ფრიდონიშვილი. გამარჯვება მოიპოვეს გურამ ბერიკაშვილმა, ომარ კურტანიძემ,  თორნიკე ბუზალაძემ და ფრედ დაამთავრეს ბრძოლა ზურა ყვირალაშვილმა და შალვა ფრიდონიშვილმა. "ამ ბავშვებმა მართლაც კარგი ჩხუბი აჩვენეს და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები არიან. საერთოდ კარგია ასეთი ტიპის შეჯიბრები რომ ტარდება, რადგან აქ მეტ გამოცდილებას იძენენ. ესენი ფაქტიურად ახალი მერცხლები არიან და მჯერა, რომ მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევენ," _ განმარტა მწვრთნელმა თამაზ ლაზაშვილმა.

მან აქვე თბილისში გამართულ ღია პირველობაზეც ისაუბრა, რომელიც 4 დეკემბერს ჩატარდა. მასში გურჯაანიდან შვიდი სპორტსმენი მონაწილეობდა. "შეჯიბრზე წასასვლელად ფინანსური მხარდაჭერა გაგვიწია საქართველოს და კახეთის კრივის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა გურამ ბერიკაშვილმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. რაც შეეხება თავად შეჯიბრს, გურჯაანელი მოკრივეების გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ეს ბავშვები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დიდ წარმატებას მიაღწიონ," _ განმარტა თამაზ ლაზაშვილმა. ღია პირველობაზე გამარჯვება მოიპოვეს ირაკლი იმნაძემ (23 კგ.წონითი კატეგორია), გიორგი მესტიაშვილმა (30 კგ. წონითი კატეგორია), გიორგი დუროშვილმა (30 კგ. წონითი კატეგორია), ომარ კურტანიძემ (32 კგ. წონითი კატეგორია), შალვა ფროდონიშვილმა (68კგ. წონითი კატეგორია) და ჯონი სიმონიშვილმა (100 კგ. წონითი კატეგორია). შეხვედრა ფრედ დაამთავრეს ზაქრო ბუზალაძემ და გიორგი ყვირალაშვილმა. როგორც მწვრთნელი თამაზ ლაზაშვილი აღნიშნავს, გურჯაანელი მოკრივეები მომავალში უკეთესი შედეგისთვის იბრძოლებენ.  


 


ქეთი არჯენიშვილი
10.12.2010
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
28-05-2018
2.4805   0.0000
2.9044   0.0000
3.3087   0.0000
4.005   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 29 °C
ღამით + 17 °C + 15 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.