მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
პედაგოგთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი მარტში დაიწყება
სპექტრი. 2011 წლის მარტიდან მასწავლებლების სერტიფიცირების მეორე ეტაპი დაიწყება. გამოცდა ჩატარდება ინგლისურსა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში."ამ გამოცდის ჩაბარება ნებაყოფლობითი იქნება. წარმატების შემთხვევაში, პედაგოგებს ხელფასი კიდევ მოემატებათ," _ განმარტა გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლალი გაბიტაშვილმა.მისივე თქმით, საჯარო სკოლების იმ პედაგოგებს, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა სერტიფიცირების პირველ ეტაპში, ან ვერ გადალახეს ბარიერი, ამ გამოცდების ჩაბარება 2014 წლამდე ნებაყოფლობით შეუძლიათ.მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"  პროგრამის ფარგლებში, ჩვენს ქვეყანაში ინგლისური ენის პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა, რომლებიც კახეთის რეგიონის სკოლებში გადანაწილდებიან."ერთკვირიანი ტრენინგების გავლის შემდეგ ინგლისური ენის პედაგოგები ჩამოვლენ და ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან," _ განმარტა "სპექტრთან" საუბარში ლალი გაბიტაშვილმა.შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე ათასამდე უცხოელი მასწავლებელი მუშაობს.
ინგა ბიტარაშვილი
11.02.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
15-11-2018
2.7045   -0.0110
3.0474   -0.0043
3.4931   -0.0094
3.9893   -0.0155
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 8 °C + 10 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.