მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები IRB-ის მსოფლიო სერიაში იასპარეზებს

   შვიდკაცა რაგბში ევროპის გრან პრის გათამაშება დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა, რომლის მწვრთნელიც კახა ალანიასთან ერთად რუსთაველი წარმატებული სპორტსმენი პალიკო ჯიმშელაძეც არის, საკმაოდ კარგად იასპარეზა და საუკეთესო ექვსეულში მოხვდა.

    აღნიშნული ტურნირი ოთხ ეტაპად ჩატარდა, მას ჯერ ლიონმა, შემდეგ მოსკოვმა, ბარსელონამ და ბოლოს კი ბუქარესტმა უმასპინძლა.

    “ბორჯღალოსნებმა” დატვირთული გრაფიკის მიუხედავად სასურველ მიზანს მაინც მიაღწიეს. მათ თითოეულ ეტაპზე უძლიერეს ნაკრებებთან 7-7 შეხვედრის ჩატარება უწევდათ, მაგრამ ჯამში 35 ქულის დაგროვება შეძლეს და IRB-ის მსოფლიო სერიაში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვეს.

    ეროვნული ნაკრებისთვის განსაკუთრებით წარმატებული რუსეთში და რუმინეთში გამართული მატჩები იყო. ქართველმა მორაგბეებმა იტალიის და უელსის გუნდიც კი ჩამოიტოვეს.

     შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნების” სახელით ევროპის გრან პრიზე რუსთაველი გიორგი ზირაქაშვილი(“ხარები”) და გიორგი ჯიმშელაძეც(“კლერმონი”) ასპარეზობდნენ.

    რაც შეეხება ტურნირის გამარჯვებულს, პირველობა პორტუგალიას დარჩა. ხოლო ევროპის ელიტური დივიზიონის დატოვება მოლდოვასა და რუმინეთს მოუწიათ, რომლებსაც მომავალ სეზონში შოტლანდიისა და გერმანიის შვიდკაცა რაგბის ნაკრებები ჩაანაცვლებენ.

    _ შედეგით კმაყოფილები ვართ. შარშან მერვე ადგილს დავჯერდით, ახლა კი საუკეთესო ექვსეულში მოვხვდით. თუმცა წარმატების მიღწევა რთული იყო, რადგან მოგეხსენებათ, წელს გათამაშებას უელსის და ინგლისის გუნდებიც დაემატნენ. რაც მთავარია მსოფლიო სერიაში ვიასპარეზებთ, რომელშიც 2009 წლის შემდეგ აღარ მიგვიღია მონაწილეობა. Oოქტომბრიდან უკვე მომზადებას დავიწყებთ. პირველი ეტაპი კი დეკემბერში დუბაიში გაიმართება. –აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრების მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ.

    _ ევროპაში მეექვსე ადგილი ვფიქრობ, საკმაოდ კარგი შედეგია, რადგან გუნდი ჯერ კიდევ ახლა ყალიბდება. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა. ამ ტურნირზე შვიდკაცა რაგბში ჩემი დებიუტიც შედგა. ბარსელონაში ვიასპარეზე და პირველივე შეხვედრა ინგლისის უძლიერეს ნაკრებთან მომიწია. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ჩემი წვლილი შემეტანა ეროვნული გუნდის წარმატებაში. თუმცა მივხვდი, რომ ეს სახეობა ბევრად უფრო დიდ ფიზიკურ მონაცემებს მოითხოვს და აუცილებლად მოვემზადებით მომავალი შეჯიბრისთვის. _  განაცხადა საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ჯიმშელაძემ. 


ნათია ჯიოშვილი
26.07.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Slam dunkin like Shaquille O'Neal, if he wrote infomritave articles.
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
23-10-2018
2.6951   -0.0021
3.1013   0.0092
3.5131   -0.0024
4.1338   0.0240
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 13 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.