მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
“მეტალურგი” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა

    რუსთავის საფეხბურთო კლუბმა ყაზახური სინდრომი დაძლია. ევროტურნირებზე გასულ წლებში “ასტანასთან” და “აქტობესთან” განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, რევანში აიღო და “ირტიში” საკუთარ მოედანზევე დაამარცხა.

   ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩში “მეტალურგმა” ფრედ ითამაშა, მაგრამ გასვლაზე არმაზ ჯელაძის შეგირდებმა კვლავ იმარჯვეს.

    ამ ორი მეტოქის განმეორებითი შეხვედრა 21 ივლისს პავლოდარში გაიმართა. მატჩი მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, თუმცა სტუმრები მოედანზე უპირატესობას ფლობდნენ და 23-ე წუთზე “ირტიშის” კარის აღებაც შეძლეს. ირაკლი მოდებაძის გათამაშებული საჯარიმო ქობალიამ გოლად აქცია და ანგარიშიც გაიხსნა- 0:1.

   ამის შემდეგ ყაზახები გააქტიურდნენ, წონასწორობის აღდგენას ცდილობდნენ, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილი კარს საიმედოდ იცავდა.

   თამაშის მეორე ტაიმში მოდებაძემ კვლავ გამოიჩინა თავი. მაისურაძის კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს დაეუფლა და რუსთაველები კიდევ უფრო დააწინაურა(0:2). დარჩენილ დროში “ირტიშის” ფეხბურთელებმა საგოლე მომენტის გამოყენება ვერცერთხელ მოახერხეს და “მეტალურგიც” მესამე ეტაპზე გადავიდა.

    რაც შეეხება რუსთაველთა მორიგ მეტოქეს, მათ დაპირისპირება “რენისთან” მოუწევთ. პირველი მატჩი 28 ივლისს ეროვნულ სტადიონზე ჩატარდება, ხოლო 4 აგვისტოს კი განმეორებით თამაშს საფრანგეთი უმასპინძლებს.

    სამშობლოში დაბრუნებულ “მეტალურგს” ერთგული გულშემატკივარი აეროპორტშივე დახვდა და წარმატება მიულოცა.

    გთავაზობთ კომენტარებს, რომელიც რუსთავული კლუბის წევრებმა საქართველოში ჩამოსვლისას გააკეთეს.

    არმაზ ჯელაძე, “მეტალურგის” მთავარი მწვრთნელი:

    _ ფეხბურთელებმა მოინდომეს და კარგად თამაშის წყალობით, დასახულ მიზანსაც მივაღწიეთ. მომდევნო ეტაპზე საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რომ ღირსეულად წარვსდგეთ.

   ალექსანდრე კვახაძე, “მეტალურგის” კაპიტანი:

  _ რთული თამაში იყო, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი ჩავდეთ და გავიმარჯვეთ. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა გულშემატკივრებს ასეთი დახვედრისთვის, ყველას მას ვინც გვერდში დაგვიდგა და გვამხნევებდა. მესამე ეტაპზე ძლიერი გუნდი გვხვდება და გპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

   ირაკლი მაისურაძე, “მეტალურგის” ფეხბურთელი:

  _ ყაზახეთთან განმეორებითი შეხვედრა ჩვენთვის წარმატებული იყო. მომავალ გეგმებს რაც შეეხება, რთული მატჩები გველის, მაგრამ მაქსიმალურად დავიხარჯებით და იმედია, შემდეგ ეტაპზეც გადავალთ. 


ნათია ჯიოშვილი
26.07.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
23-02-2018
2.4669   -0.0017
3.0321   -0.0114
3.428   -0.0162
4.3466   -0.0171
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 12 °C
ღამით + 4 °C + 3 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.