მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
გურამ გუგენიშვილი vs კენი გარნერ

  რუსთაველი წარმატებული სპორტსმენი და დაუმარცხებელი ათლეტი გურამ გუგენიშვილი მორიგი ბრძოლისთვის ემზადება.

  უკვე ცნობილია, რომ ქართველი ფალავნის ამერიკული დებიუტი 14 ოქტომბერს შედგება. მსოფლიოს ჩემპიონისა და M-1 challenge-ის ქამრის დასაცავად იგი კვლავ კერი გარნერს დაუპირისპირდება.

  შეგახსენებთ, რომ გურამმა პირველად ეს პრესტიჟული ტიტული სწორედ მისი დამარცხებით მოიპოვა.აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ორი მეტოქის შეხვედრა გასულ წელსაც ოქტომბრის თვეში გაიმართა, სადაც რუსთაველმა სპორტსმენმა ორ რაუნდიან ბრძოლაში მახჩობელა ილეთით მოიგო და ბრწყინვალე გამარჯება იზეიმა.

  რის შემდეგაც, “მ-1 უკრაინის” ლიგის საუკეთესო მებრძოლად აღიარებულმა ჩვენმა თანამოქალაქემ მოსკოვში, რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერი მაქსიმ გრიშინიც დაამარცხა და მსოფლიო რინგზე საქართველოს დროშა კიდევ ერთხელ ააფრიალა.

  გურამს M-1 challenge-ის ქამარი მეორედ უკვე ამ ზაფხულს უნდა დაეცვა, თუმცა ქართველმა ათლეტმა სამწუხაროდ მაშინ ვარჯიშისას ხელის ტრავმა მიიღო და შეჯიბრზე გასვლა ვერ შეძლო.

   ამჟამად მას უკვე 11 ბრძოლა აქვს ჩატარებული და წაუგებელ სერიას განაგრძობს.

   გეტყვით იმასაც, რომ რუსთაველი გლადიატორი ამ გრანდიოზული ტურნირისთვის უკრაინაში ემზადება. მოგეხსენებათ, იგი ლეგიონერად დონეცკის კლუბ “aris”- ში ირიცხება.

  ქართველ სპორტსმენს მორიგ ბროლაშიც გამარჯვებას და წარმატებულ ამერიკულ დებიუტს ვუსურვებთ.


ნათია ჯიოშვილი
22.09.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
23-10-2018
2.6951   -0.0021
3.1013   0.0092
3.5131   -0.0024
4.1338   0.0240
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 13 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.