მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ჩემპიონატის ლიდერები რუსთავში და ფანკლუბის დებიუტი

   საქართველოს 23-ე ეროვნული პირველობის მეორე წრე “ხარების” მორაგბეებისთვის, წინა სეზონისგან განსხვავებით არც ისე წარმატებულად დაიწყო.

   “ყოჩებთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მათ ზედიზედ ორ ძლიერ კლუბთან მოუწიათ დაპირისპირება.საკუთარ მოედანზე ჯერ სატურნირო ცხრილის ლიდერსა და მიმდინარე ჩემპიონატში დაუმარცხებლად მოასპერეზე “აიას” უმასპინძლეს, ხოლო შემდეგ კი ასევე რეგულარული პირველობის ფავორიტ “არმიის” კლუბსაც შეხვდნენ.

   ორივე მატჩი ძალზე საინტერესოდ წარიმართა, თუმცა სანამ უშუალოდ თამაშების მიმდინარეობას გაგაცნობთ, გეტყვით იმასაც, რომ წრეებს შორის შესვენებისას რუსთაველთა რიგები ოთხმა მოთამაშემ დატოვა. მათ შორის ორი კახაბერ კობერიძე და გიორგი ზირაქაშვილი საფრანგეთის კლუბებში განაგრძობენ ასპარეზობას.

   ხოლო რაც შეხეება ქუთაისთან შეხვედრას, მატჩი “ხარების” უპირატესობით დაიწყო. ვაჟა ხუციშვილის სწორად შესრულებული საჯარიმოების წყალობით რუსთაველები დაწინაურდნენ კიდეც. თუმცა მასპინძელთა შეტევებს “აიამ” მალევე ლელოთი უპასუხა და პირველი ნახევარიც 6:7 დასრულდა.

  მეორე ტაიმში კი მიუხედავად იმისა, რომ “ხარების” მორაგბეებმა ბოლომდე იბრძოლეს, გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყეს და ქუთათურებმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.(9:27)

  სანამ რუსთაველი სპორტსმენები მორიგი მატჩისთვის ემზადებოდნენ, გუნდში ერთი სიახლეც მოხდა. მათ საგულშემატკივროდ და გასამხნევებლად ფან კლუბი ჩამოყალიბდა. როგორც “ხარების” მენეჯერმა გია ქერაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ქომაგთა 36 კაციანი ჯგუფი “ხარების” მორაგბეებს თითოეული თამაშის მიმდინარეობისას უგულშემატკივრებს. ასევე მოხდება მათი მაისურებითა და აუცილებელი ატრიბუტიკით აღჭურვაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა რაგბის გუნდს თავისი ფან კლუბი ჰყავს.

  სწორედ მათი დებიუტი შედგა “არმიასთან” გამართული მატჩისას. შეხვედრა, სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. ანგარიში მე-7 წუთზე სტუმრებმა საჯარიმოთი გახსნეს, რასაც რუსთაველთა საპასუხო სამი ქულაც მოჰყვა. თუმცა მეორე წრეში კიდევ უფრო გაძლიერებულმა, ჩემპიონობისთვის მებრძოლმა თბილისურმა კლუბმა პირველ ტაიმშივე რუსთაველებს კიდევ ორი ლელო დაუდო და საგრძნობლად დაწინაურდა.

  მეორე ნახევარში “ხარების” სპორტსმენებმა ირაკლი მურადაშვილმა და ლექსო მელიქიშვილმა შეძლეს “არმიელთა” რიგების გარღვევა და საკუთარი გუნდის წინ გაყვანა, მაგრამ სტუმრები უპირატესობას არ თმობდნენ და საბოლოოდ, გამარჯვებაც მათ დარჩათ.(13:34)

   ნიკოლოზ ჭავჭავაძე, “არმიის” მთავარი მწვრთნელი:

  _ მთლიანობაში თამაშით კმაყოფილი ვარ. თავიდან ჩვენ მოთამაშეებს ცოტა კი გაუჭირდათ მობილიზება, მაგრამ საბოლოოდ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მოგეხსენებათ წელს ჩემპიონობისთვის მიბრძვნით, ამ მიზნისკენ დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით.

  სოლომონ ქარუხნიშვილი, ”ხარების” მორაგბე:

  _ მოსაგებად გავედით, თუმცა მწვრთნელის დავალებები ვერ შევასრულეთ და ასეთი სხვაობით დავმარცხდით. მაგრამ წინ კიდევ 5 ტურია და ჩვენს გულშემატკივარს ბოლომდე ბრძოლას ვპირდებით.

 პ.ს. მორიგ შეხვედრას რუსთავის “ხარები” “აკადემიის” წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა ‘შევარდენის” სტადიონზე გაიმართება.


ნათია ჯიოშვილი
16.09.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
22-05-2018
2.4365   -0.0058
2.8641   -0.0132
3.2661   -0.0264
3.9179   -0.0153
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 28 °C
ღამით + 16 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.