მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
დიმიტრი ტატანაშვილის პირველი დუბლი “მეტალურგის” რიგებში

  რუსთავის საფეხბურთო გუნდი სატურნირო ცხრილში კიდევ ერთი საფეხურით დაწინაურდა.

  წარუმატებელი სტარტის შემდეგ, კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებმა გასვლით თამაშში პირველი გამარჯვება მოიპოვეს და ლიდერთა ზონასაც მიუახლოვდნენ.

  ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურში “მეტალურგი” “ვიტ ჯორჯიას” დაუპირისპირდა და მცხეთურ მატჩში მნიშვნელოვანი სამი ქულის აღებაც შეძლო.

  შეხვედრა სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა. რუსთაველმა ფეხბურთელებმა მეტოქეს გამოცდილებისა და საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე აჯობეს.

  აღსანიშნავია ისიც, რომ “მეტალურგს” ამ მატჩში ტრავმის გამო კვლავ ვერ ეხმარებოდა გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე. ასევე სათადარიგოთა შორის იყო, გუნდის წამყვანი მოთამაშე ირაკლი მაისურაძეც, რომელიც მოგეხსენებათ ეროვნული ნაკრების რიგებში ირიცხება. თუმცა მიუხედავად ამ დანაკლისისა, რუსთაველებმა მომავალი მნიშვნელოვანი მატჩების წინ ქულების აუცილებელი მარაგის დაგროვება მაინც მოახერხეს.

    რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, თამაშის პირველმა ტაიმმა უინტერესოდ ჩაიარა და არც საგოლე მომენტები შექმნილა. რასაც ვერ ვიტყვით, შემდეგ 45წუთზე. ”მეტალურგის” ფეხბურთელებმა ანგარიშის გახსნაც შეძლეს და მალევე მასპინძელთა კარში მეორე სწრაფი გოლიც გაიტანეს, რომელთა ავტორიც 27 წლის თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი იყო. მან რუსთაველთა რიგებში “დუბლი” პირველად შეასრულა.

  “ვიტ ჯორჯიამ” კი სტუმართა კარს სახიფათოდ მხოლოდ ერთხელ შეუტია. 77-ე წუთზე “ვეტერინართა” ახალწვეულმა ლევან კუხალეიშვილმა საჯარიმოს გარედან სცადა გოლის გატანა, თუმცა გამოცდილ გრიგოლ ბედიაშვილს ამ ბურთის აღება არ გაჭირვებია. საბოლოოდ შეხვედრაც “მეტალურგის” გამარჯვებით 0:2დასრულდა.

  ამჟამად სატურნირო ცხრილს 12 ქულით “ბაია” ლიდერობს, ხოლო რუსთაველები კი 8 ქულით მეხუთე ადგილზე არიან.

  აქვე გეტყვით იმასაც, რომ კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებს მომავალ შეხვედრებში ზედიზედ სამ ძლიერ მეტოქესთან მოუწევთ დაპირისპირება. ”მეტალურგის” ფეხბურთელები მატჩებს ჯერ “ტორპედოს”, შემდეგ კი “ზესტაფონსა” და “დინამოს” წინააღმდეგ გამართავენ.

  კობა ჟორჟიკაშვილი, ”მეტალურგის” მწვრთნელი:

 _ “ვიტ ჯორჯია” კარგი გუნდია, რასაც წლების მანძილზე ამტკიცებს კიდეც. თავიდან ხისტი ბრძოლა წარიმართა. ჩვენ ვცდილობდით ფლანგებიდან შეგვეტია, მაგრამ პირველ ტაიმში მოწინააღმდეგე არ გვაძლევდა ამის საშუალებას. შემდეგ უკვე ჩანაფიქრი შევასრულეთ და სწრაფი გოლებიც გავიტანეთ. სანაკრებო ბატალიების გამო შიდა ჩემპიონატში გამოწვეული ორ კვირიანი პაუზა, გუნდმა კონდიციების და ტექნიკა-ტაქტიკის გაუმჯობესებისთვის გამოვიყენეთ. მომავალშიც ვეცდებით ჩვენი იდეების უფრო კარგად განხორციელებას.

  დიმიტრი ტატანაშვილი, ”მეტალურგის” ფეხბურთელი:

 _ პირველი ტაიმი შედარებით სუსტად ჩავატარეთ. მეორეში კი მოვინდომეთ და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ. ეს მოგება მთელი გუნდის დამსახურებაა. ყველამ ვიბრძოლეთ და სასიხარულოა, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.


ნათია ჯიოშვილი
16.09.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
23-02-2018
2.4669   -0.0017
3.0321   -0.0114
3.428   -0.0162
4.3466   -0.0171
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 12 °C
ღამით + 4 °C + 3 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.