მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ისევ მეშვიდე ადგილი...

  ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის დასრულებამდე რუსთავის მორაგბეთა კლუბმა მნიშვნელოვანი გამარჯვებების მოპოვება შეძლო.

   მეორე წრეში ლიდერებთან განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, “ხარებმა” გასვლით შეხვედრაში საფლეიოფო ოთხეულისთვის მებრძოლი “აკადემიის” გუნდი დაამარცხა და ამ მოგებით სამქულიანი ჰანდიკაპიც შეინარჩუნა.

  მატჩს “შევარდენის” სტადიონმა უმასპინძლა. თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბულად წარიმართა. პირველი ნახევარი ქულა-ქულაზე მიმდინარეობდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს “აკადემიელებმა” სტუმრებს ლელო დაუდეს და 16:9 დაწინაურდნენ.

  შესვენების შემდეგ კი რუსთაველები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. კახაბერ უჩავას ლელოთი და ვაჟა ხუციშვილის ზუსტად შესრულებული საჯარიმოების წყალობით წინ გავიდნენ და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.(16:17)

  აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე ჩემპიონატში თბილისურმა კლუბმა “ხარების” დამარცხება და რევანშის აღება ვერც ერთხელ შეძლო. ორივე მატჩში გამარჯვება რუსთაველ მორაგბეებს დარჩათ.

  მანუჩარ ჭაავა, “ხარების” მორაგბე:

  _ ბოლომდე ვიბრძოლეთ და რაც მთავარია დასახულ მიზანს მოვაღწიეთ. ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოგვეგო და საბედნიეროდ ასეც მოხდა. ვულოცავ ჩემს თანაგუნდელებს და ერთგულ გულშემატკივარს.

  რაც შეეხება ეროვნული პირველობის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას, ამჯერად “ხარები” უკვე საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ უშუალო კონკურეტ “არმაზის” კლუბს დაუპირისპირდნენ. სტადიონზე შეკრებილი ქომაგები საინტერესო მატჩის მომსწრე გახდნენ. ანგარიში მესამე წუთზე სტუმრებმა არეკლით გახსნეს, რასაც მათი მხრიდან სწორად შესრულებული საჯარიმოც მოჰყვა, თუმცა რუსთაველი სპორტსმენები მალევე დაწინაურდნენ და პირველ ტაიმში 12:6 გაიმარჯვეს.

   მეორე ნახევარიც მასპინძლების უპირატებით წარიმართა. “არმაზმა” ლელოს დადება კი მოახერხა, მაგრამ საბოლოოდ მოგება მაინც “ხარებს” დარჩა(21:16). რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის რუსთაველთა ჰავბეკს ვაჟა ხუციშვილს, მან შეხვედრის მიმდინარეობისას 7 საჯარიმო შეასრულა ზუსტად.

   ვაჟა ხუციშვილი, “ხარების” მორაგბე:

  _ “არმაზი” საკმაოდ ძლიერი მეტოქეა. თავიდან თამაში მათი უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მალევე მოვახდინეთ მობილიზება, ინიციატივა ჩვენ ავიღეთ და დავწინაურდით. ლელოს დადებაც შეგვეძლო, მაგრამ მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ...

  აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ მოგების შემდეგ “ხარებს” შანსი ქონდა გადათამაშებისთვის თავი დაეღწია და მომდევნო მატჩებსაც თუ სასურველი ანგარიშით დაასრულებდა, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შესაძლობებაც ექნებოდა, თუმცა გასულ კვირას მოქმედ ჩემპიონთან დასანანი მარცხი განიცადა და ახლა უკვე წინა სეზონზე მიღწეული შედეგის განმეორებისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

  შეგახსენებთ, რომ რუსთაველ მორაგბეებს რეგულარული პირველობის დასრულებამდე კიდევ ორი შეხვედრა აქვთ ჩასატარებელი. “ხარები” ჯერ “ლელოს”, ბოლოს კი აუტსაიდერ “ყოჩებს” დაუპირისპირდება.


ნათია ჯიოშვილი
05.10.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
22-05-2018
2.4365   -0.0058
2.8641   -0.0132
3.2661   -0.0264
3.9179   -0.0153
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 28 °C
ღამით + 16 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.