მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სუსტი სქესის წარმომადგენელი, რომელიც სულაც არ არის სუსტი

   ალბათ ბევრი თქვენგანისთვის ცნობილი არ არის, რომ საქართველოს ქალ მორაგბეთა ნაკრებიც ჰყავს, რომელიც წელს ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

  სწორედ ამ გუნდის წევრია, რუსთაველი ელეონორა გიგილაშვილი. მან მცირე დროში შეძლო არამარტო რაგბის რთული წესების შესწავლა, არამედ ეროვნული ნაკრების სახელით საერთაშორისო ტურნირზეც ღირსეულად წარსდგა.

  კარატე, ჭიდაობა, ძიუდო... ეს იმ სახეობების მხოლოდ ნაწილია, რომელშიც იგი წლების განმავლობაში წარმატებით ასპარეზობდა.

  თუ რამ განაპირობა ძალისმიერი სპორტით დაინტერესება და როგორ წარიმართა მისი კარიერა, ამის შესახებ უფრო ვრცლად თავად გიამბობთ. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

  ელეონორა გიგილაშვილი:

  _ ბავშვობიდან ძალიან აქტიური და ენერგიული ვიყავი, სულ ბიჭებთან ვთამაშობდი. თავიდანვე მაინტერესებდა სპორტი და ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მაგრამ მიუხედავად ამისა ვარჯიში საკმაოდ გვიან 19 წლისამ დავიწყე.

   პირველი სერიოზული წარმატება კარატეში მქონდა. შვიდგზის საქართველოს ჩემპიონი ვარ. ერთ-ერთი შეჯიბრის დროს მოჭიდავეებიდანაც წამოვიდა შემოთავაზება და ასე გავხდი პირველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქალი. 2004წელს მსოფლიო პირველობაზე ვიასპარეზე, მანამადე კი საერთაშორისო ტურნირზე საპრიზო ადგილი დავიკავე. შემდეგ იყო ძიუდო, სადაც ბაქოში შეჯიბრზე მივიღე მონაწილეობა. მაგრამ სამწუხაროდ ტრავმის გამო სპორტისთვის გარკვეული პერიოდი თავის დანებება მომიწია.  

  დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი. თუმცა დავოჯახდი და სამშობლოში დავბრუნდი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ფიტნესითაც ვიყავი დაინტერესებული. სწორედ ამ დროს გავიცანი მორაგბეები. როგორც ჩანს ჩემი ფიზიკური მონაცემები მოეწონათ და გუნდის წევრობა შემომთავაზეს. მათთან ერთად ვარჯში მარტიდან დავიწყე და სულ რაღაც ერთ თვეში უკვე ამსტერდამში მომიწია შეჯიბრზე გასვლა...

  მყავს მეუღლე და 12 წლის შვილი თამთა გიგილაშვილი, რომელიც ცურვაში საქართველოს ორგზის ჩემპიონია, მაგრამ ჩემი რჩევით ამჟამად მთლიანად სწვალითა დაკავებული და სპორტს ცოტახნით ჩამოშორდა.

  _ რთული არ იყო, გოგოსთვის ისეთ ძალისმიერ სპორტის სახეობებში თავის დამკვიდრება, როგორიც თუნდაც ჭიდაობა და რაგბია?

   _ ჩემთვის არ ყოფილა. იმდენად მონდომებული ვიყავი, რომ ამას გარშემომყოფებიც ამჩნევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 200 ბიჭთან ერთად მიწევდა დარბაზში ვარჯიში, არასდროს მიგვრძნია თავი უხერხულად. თითოეული წევრი ისე მიყურებდა როგორც რიგით სპორტსმენს და ყოველთვის დიდ თანადგომას ვგრძნობდი. განსაკუთრებით ეს ეხება “ხარების” მორაგბეებს. მათგან ბევრი რამ ვისწავლე და სწორედ რუსთაველი სპორტსმენების დამსახურებაა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ლელოც დავდე.

   _ როგორც საუბრისას ახსენე, ნაკრების სახელით საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა მალევე მოგიწია, სადაც საკმაოდ წარმატებით იასპარეზეთ და საპრიზო ადგილის მფლობელიც გახდით...

  _ დიახ, თუმცა ფინალში მოხვედრის ძალიან დიდი შანსიც გვქონდა, რომელიც სამწუხარო შემთხვევის გამო ვერ გამოვიყენეთ. ერთ-ერთ გადამწყვეტ შეხვედრაში ქუთაისელმა გოგომ ტრავმა მიიღო, რამაც გუნდზე იმოქმედა და მობილიზება ვეღარ მოვახდინეთ. გეტყვით იმასაც, რომ წელს სწორედ იმ ნაკრებმა გაიმარჯვა, რომელიც ჩვენ 27:10 დავამარცხეთ.

  ამჟამად უკვე მორიგი შეჯიბრისთვის ვემზადებით. თუ შესაბამისი ფინანსები იქნება დუბაიში ვაპირებთ უძლიერეს ტურნირში მონაწილეობის მიღებას. შემდეგ კი კვლავ ვიასპარეზებთ ევროპირველობაზე და მჯერა, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვჩება.

  _ რუსთავშიც ხომ არ გეგმავ გოგონათა გუნდის ჩამოყალიბებას?

 _ სურვილი მაქვს, მაგრამ რადგან ამ ეტაპზე ჯერ შესაბამისი პირობები არ არის თავს ვიკავებ. ეს ალბათ უფრო ახალი სარაგბო კომპლექსის აშენების შემდეგ იქნება შესაძლებელი.


ნათია ჯიოშვილი
05.10.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: vamayobt sheinit eleeeeee
: Alright arilght alright that's exactly what I needed!
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
23-02-2018
2.4669   -0.0017
3.0321   -0.0114
3.428   -0.0162
4.3466   -0.0171
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 12 °C
ღამით + 4 °C + 3 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.