მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
“ხარები” ესპუართა ლიგის ჩემპიონია

  ესპუართა შეჯიბრში მოასპარეზე რუსთაველი მორაგბეები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

  აწ უკვე გასულ სეზონში, მათ საუკეთესო შედეგი აჩვენეს და გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე შეძლეს ამ პრესტიჟული ტიტულის მოპოვება.

  “ხარების” სპორტსმენები პირველობას მთელი ტურნირის განმავლობაში ინარჩუნებნენ და ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. მათ გამარჯვება მხოლოდ ერთხელ ისიც “ლოკომოტივთან” დათმეს, თუმცა მეორე წრეში ამ მარცხისთვის რევანშიც აიღეს.

  მოგებების სერიის კულმინაციად კი ბოლო ტურის შეხვედრა, “ყოჩებთან” გამართული მატჩი იქცა. მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველ მორაგბეებს ჩემპიონობა უკვე განაღდებული ჰქონდათ, მათ ბოლომდე იბრძოლეს და ლექსო მელიქიშვილის ლელოთი, გიორგი ბასილაიას არეკლითა და თორნიკე კიკნაძის სწორად შესრულებული საჯარიმოების წყალობით შეჯიბრი გამარჯვებით დაასრულეს.(12:19)

  თორნიკე კიკნაძე, “ხარების” მორაგბე:

  _ძალიან გახარებულები ვართ. მთელი სეზონი ვიბრძოლეთ, თავი დავდეთ და დაგვიფასდა. თითქმის ყველა გუნდი თანაბარი ძალის იყო, თუმცა ჩემპიონობა ამჯერად რუსთაველებს დავრჩა. ვულოცავ როგორც ჩემს თანაგუნდელებს, ასევე გულშემატკივარს.

   რაც შეეხება უმაღლეს ლიგაში მოთამაშე “ხარებს”, მათ ფლეი ოფში ასპარეზობისთვის აუცილებელი ქულების დაგროვება ვერ შეძლეს და ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულეს.

   შევარდენის სტადიონზე გასულ კვირას რუსთაველმა მორაგბეებმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან სპარინგ-მატჩიც გამართეს. შეგახსენებთ, 19 წლამდელთა ეროვნული გუნდის რიგებში ორი რუსთაველი მორაგბე ვაჟა ხუციშვილი და გიორგი ბასილაიაც ასპარეზობს. ნაკრების მწვრთნელის იან სმიტის გადაწვეტილებით ისინი ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატში იღებენ მონაწილეობას, სადაც 2012 წლის მსოფლიო თასის “ალაფის” საგზურიც თამაშდება.


ნათია ჯიოშვილი
02.11.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
23-10-2018
2.6951   -0.0021
3.1013   0.0092
3.5131   -0.0024
4.1338   0.0240
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 13 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.