მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
“რუსთავის” წარუმატებელი სტარტი

   საქართველოს 21-ე ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობა რუსთაველმა კალათბურთელებმა წარუმატებლად დაიწყეს.

   როგორც ცნობილია, გასული სეზონის შემდეგ მათ რიგებს კიდევ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა და გუნდი, ადგილობრივი ახალგაზრდა სპორტსმენების იმედად დარჩა. მიუხედავად ამისა, მიხეილ ბერუაშვილის შეგირდებმა ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალის გათამაშებაშიც მიიღეს მონაწილეობა და სუპერლიგის მორიგ სეზონსაც ღირსეულად შეხვდნენ.

  შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონსა და საქართველოში ყველა ტურნირის მომგებ რუსთავის კლუბს ეროვნული პირველობის არცერთი სეზონი არ აქვს გამოტოვებული და ერთპიროვნული ლიდერის სახელს წლების განმავლობაში ინარჩუნებდა. თუმცა ამჯერად შედარებით მოკრძალებული მიზნები აქვს. ქვემო ქართლელთა პროგრამა მინიმუმი რვა საუკეთესო კლუბს შორის მოხვედრა და პლეი ოფში ასპარეზობაა.

  რაც შეეხება სუპერლიგის გასულ ტურებს, მათ ზედიზედ ორ ძლიერ კლუბთან მოუწიათ შეხვედრა. ჯერ “სოხუმის” გუნდს დაუპირისპირდნენ, ხოლო შემდეგ კი საკუთარ მოედანზე ქუთაისელებსაც უმასპინძლეს. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე მატჩი რუსთაველთა მეტოქეების სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა.

  აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე შეხვედრაში საუკეთესოდ ახალგაზრდა ფორვარდმა ლევან ხმელიძემ იასპარეზა, რომელმაც საკუთარ გუნდს არაერთი ქულა შემატა.

  ლევან ხმელიძე, “რუსთავის” კალათბურთელი:

  _გასული ტურებში ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ გუნდებთან მოგვიწია დაპირისპირება. ჩვენ კი მოგეხსენებათ, სუპერლიგაში მონაწილეობის ნაკლები გამოცდილება გვაქვს. ვფიქრობ, თითოეული მატჩის შემდეგ უფრო მოუმატებთ თამაშის ხარისხს და ანგარიშში ასეთი დიდი სხვაობებიც აღარ დაფიქსირდება. ვეცდებით, გულშემატკივრების იმედი გავამართლოთ და უფრო უკეთესად ვიასპარეზოთ.

 მორიგ შეხვედრას “რუსთავი” “სტუ”-სთან გამართავს, მატჩი სპორტის სასახლეში ჩატარდება.


ნათია ჯიოშვილი
01.11.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: 20
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
23-10-2018
2.6951   -0.0021
3.1013   0.0092
3.5131   -0.0024
4.1338   0.0240
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 13 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.