მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
რუსთაველი მორაგბეების წარმატება ევროპირველობაზე

   საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა და 2012 წელს იაპონიაში გასამართ “მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე” ასპარეზობის უფლებაც მიიღო.

  რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩატარებულ ევროპირველობაზე პატარა “ბორჯღალოსნებმა” შესანიშნავი შედეგი აჩვენეს და სამშობლოში კვლავ გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

  მეოთხედფინალურ მატჩში ისინი აუტსაიდერ შვეიცარიას დაუპირისპირდნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქეს იოლად სძლიეს. 8 უპასუხო ლელო გაუტანეს და 50:0 იმარჯვეს.რის შემდეგაც უკვე მასპინძელი ქვეყნის ნაკრებს შეხვდნენ.

  ამ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მსოფლიო თასის “ალაფის” საგზურიც თამაშდებოდა, რომელსაც ფინალში გასული ორი გუნდი იღებდა. ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთიც დაამარცხეს, მიუხედავად იმისა, რომ მსაჯის აშკარა მხარდაჭერა ჰქონდა.

   რაც შეეხება ფინალურ თამაშს, მძიმე შეხვედრიდამ სულ რაღაც სამ დღეში მათ რუსეთის წინააღმდეგ მოუწიათ ასპარეზობა. საწყისი წუთებზე “დათუნიები” უპირატესობას დაეუფლნენ და დაწინაურდნენ კიდევ, თუმცა “ბორჯღალოსნებმა” ბურთზე კონტროლი მალევე დაამყარეს და პირველ ტაიმშივე საბა ნიკოლავას სწორად შესრულებული საჯარიმოს წყალობით ანგარიშში სხვაობა შეამცირეს.

  შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო გააქტიურდა და მეტოქეს ორი ლელოც დაუდო. ერთ-ერთის ავტორი კი რუსთაველი ვაჟა ხუციშვილი იყო, რომელმაც ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო, ბურთი რაქიდან გამოიტანა და ჩათვლის მოედანზე შეაღწია. საბოლოოდ ქართველმა მორაგბეებმა ღირსეულად გაიმარჯვეს და ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმეს.

  გეტყვით იმასაც, რომ აწ უკვე გასულ ევროპირველობაზე პატარა “ბორჯღალოსნებმა” მხოლოდ ერთი ლელო გაუშვეს, თავად კი 13 მიითვალეს და სულ ჯამში 94ქულა დააგროვეს.

  აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრების ღირსებას რუსთაველი მორაგბეები გიორგი ბასილაია და ვაჟა ხუციშვილი ამჯერადაც იცავდნენ, რომელთაც ეროვნული გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს და მომავალ წელს მსოფლიო თასზეც იასპარეზებენ.

   გიორგი ბასილაია, საქართველოს ნაკრების მორაგბე:

  _ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ საქართველოს წარმოვადგენ საერთაშორისო ტურნირებზე. ევროპირველობაზე თამაში სამივე შეხვედრაში მომიწია. ბოლომდე ვიბრძოლეთ და სამწვრთნელო შტაბის დავალებებიც შევასრულეთ. მსოფლიო თასისთვის კი უფრო მეტი გვაქვს დასახვეწი და სასწავლი. ვეცდებით, ქართველი გულშემატკივარი მომავალშიც გავახაროთ.

  ვაჟა ხუციშვილი, საქართველოს ნაკრების მორაგბე:

 _ საკმაოდ რთული მატჩები გვქონდა. პირველ ტაიმში შედარებით გვიჭირდა ხოლმე უპირატესობის დაუფლება, მაგრამ საბედნიეროდ გამარჯვება ყველა თამაშში ჩვენ დაგვჩა. სანახაობრივი და ლამაზი ლელოებიც დავდეთ და დადებითი შეფასება დავიმსახურეთ. რაც მთავარია ევროპის ჩემპიონის ტიტული უკვე მეორედ მოვიპოვეთ.

  19 წლამდე მორაგბეთა ნაკრების მსგავსად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა 17 წლამდე ეროვნულმა გუნდმაც. ქართველმა სპორტსმენებმა რუმინეთი, ბელგია და პორტუგალია დაამარცხეს და ყველა შეხვედრაში პრემიალური ქულის მომტანი 4 ლელოც გაიტანეს. შედეგად ტურნირი ქულათა მაქსიმუმით დაასრულეს და ევროპაში რეიტინგით მეშვიდე ადგილიც დაიკავეს.

  მომავალ წელს კი ევროპირველობაზე ბ ჯგუფში ინგლისის, უელსისა და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ.

  შეგახსენებთ, რომ 17წლამდე ეროვნული გუნდის სახელით რუსთაველი გიორგი ნათელაშვილიც ასპარეზობდა, რომელიც უკვე 4 წელია რაც საქართველოს ნაკრების რიგებში ირიცხება და არაერთი საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებულია.

  გიორგი ნათელაშვილი, საქართველოს ნაკრების მორაგბე:

  _ ნაკრებისთვის ეს დიდი წინსვლაა. ძალიან ძლიერ გუნდებთან მოგვიწია დაპირისპირება, თუმცა ყველას დამაჯერებლად მოუგეთ. ფინალში ტრავმებმა შეგვიშალა ხელი, თორემ უფრო მეტი შედეგის ჩვენებაც შეგვეძლო. სასიხარულოა, რომ მომავალ წელს უკვე ელიტაში ვითამაშებთ.


ნათია ჯიოშვილი
14.11.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
23-02-2018
2.4669   -0.0017
3.0321   -0.0114
3.428   -0.0162
4.3466   -0.0171
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 12 °C
ღამით + 4 °C + 3 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.