მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
“მეტალურგმა” "ბაიასაც” აჯობა

 ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში ორკვირიანი სანაკრებო პაუზაა, თუმცა მანამდე უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდებს რთული გრაფიკით მოუწიათ ასპარეზობა. 16 დღეში 5 შეხვედრის ჩატარება დამეთახმებით, არც ისე ადვილია.

  მეორე წრე რუსთავის “მეტალურგმა” აუტსაიდერთან წაგებით დაიწყო. ლანჩხუთში ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, მოულოდნელად მარცხი იწვნია. თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის მეორე წუთზევე ზღვისპირელებმა სტუმრებს გოლი გაუტანეს და დაწინაურდნენ. ამის შემდეგ კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები გააქტიურდნენ, მაგრამ რუსთაველთა კარის აღება კოლხმა ფეხბურთელებმა კიდევ ორჯერ მოახერხეს. საბოლოოდ ირაკლი მოდებაძემ პრესტიჟის გოლის გადატანა კი შესძლო, თუმცა ფოთელებმა ღირსეულად მოიგეს და სატურნირო ცხრილშიც ბოლოს წინა ადგილს თავი დააღწიეს. (3:1)

   რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალურ ეტაპს, საჩხერეში ადგილობრივ გუნდ “ჩიხურასთან” ფრეს შემდეგ, “მეტალურგმა” განმეორებით მატჩში საკუთარ მოედანზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და გასული წლისთვის რევანშიც აიღო. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში რუსთაველები თასის გათამაშებიდან სწორედ ამ კლუბმა გამოთიშა.

  შეხვედრა სტუმართა იერიშებიც დაიყო, მაგრამ ტაიმის მიწურულს გივი კვარაცხელიამ ზუსტი თავური დარტყმით, ქვემოქართლელთა რიგებში დაბრუნების შემდეგ, პირველი გოლი გაიტანა და მასპინძლებიც დააწინაურა.

  შესვენებაზე კი, როგორც წინასწარვე იყო ცნობილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან რუსთავის კლუბმა საჩუქრად 100 ბურთი მიიღო, რომელიც ფედერაციის პრეზიდეტმა ზვიად სიჭინავამ “მეტალურგის” დირექტორს გიორგი ტყავაძესა და სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში მოთამაშე ბავშვებს გადასცა.

  თამაშის მეორე ნახევარში უპირატესობას კვლავ რუსთაველები ფლობდნენ. ”ჩიხურამ” რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა კი შეძლო, თუმცა მეორე გოლიც მიიღო და მეოთხედფინალის საგზური მასპინძლებს დარჩათ, სადაც კენჭისყრის შედეგაც დაპირისპირება “ვიტ ჯორჯიასთან” მოუწევთ. პირველი შეხვედრა 24 ნოემბერს, ხოლო საპასუხო მატჩი 7 დეკემბერს გაიმართება.

  აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონატში ორკვირიან შუალედამდე მეცამეტე ტურის თამაშებიც ჩატარდა. კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებს ამჯერად ზუგდიდელებმა უმასპინძლეს და ზედიზედ მესამე მარცხიც განიცადეს. ანგარიში 11-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ გახსნა. “მეტალურგის” ფორვარდმა მალევე მეორე გოლიც გაიტანა და რუსთაველები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. ამის შემდეგ “ბაიამ” მხოლოდ ერთხელღა შეძლო სტუმართა კარის აღება და “მეტალურგმაც” 2:1 გაიმარჯვა.

  თუ სატურნირო მდგომარეობას გადავხედავთ, ამჟამად რუსთავული კლუბი 24 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო ცხრილის სათავეში კი ჯერ-ჯერობით ქუთაისი “ტორპედოა” 28 ქულით.


ნათია ჯიოშვილი
14.11.2011
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
22-05-2018
2.4365   -0.0058
2.8641   -0.0132
3.2661   -0.0264
3.9179   -0.0153
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 28 °C + 28 °C
ღამით + 16 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.