მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ტრენინგი ლიდერობისთვის

 სპექტრი. მოზარდების საზოგადოებასთან ურთიერთობის, ლიდერობისა და კომუნიკაციის პრობლემასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივ კოლეჯ `აისში~ სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი _ "კომუნიკაცია და ლიდერობა." ტრენინგის დაწყებამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ფრთის წევრმა და შეხვედრის ორგანიზატორმა ზურაბ ლაფაჩიშვილმა, რომელიც ამავდროულად აღნიშნული სასწავლებლის სტუდენტიცაა, იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც მისი თაობის მოზარდებს აწუხებთ. "ახალგაზრდობას კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად აქვს, უფრო მეტიც, მათ შორის ბევრმა არ იცის რას ნიშნავს იყო ლიდერი. ლიდერობა მათთვის სხვების ჩაგვრასთან ასოცირდება. ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა კი _ პიროვნებას ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოთქმის, მიზანდასახულობის და წარმატების მიღწევის უნარი _ არ ესმით. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ტრენინგი მათ ამ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებათ," _ აღნიშნა ზურაბ ლაფაჩიშვილმა.

სემინარი მოზარდებისთვის სასწავლებლის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა და მასში 20 სტუდენტი მონაწილეობდა. ისინი ტრენინგის პირობის თანახმად, გუნდებად იყვნენ დაყოფილები. თავიანთ მოსაზრებებსა თუ იდეებს ჯერ საკუთარი ჯგუფის წევრებს უზიარებდნენ, შემდეგ კი პოლემიკაში ერთვებოდნენ. "ჩემი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა. მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტების მხრიდან დიდი ინტერესი იგრძნობოდა, თუმცა პრობელმები მხოლოდ ამით არ ამოიწურება. კვლავაც რჩება ისეთი საკითხები, რომლებიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, ამიტომ მათთვის კიდევ რამდენიმე ტრენინგი მაქვს დაგეგმილი, რომელშიც ვფიქრობ, სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან," _ აღნიშნა ზურაბ ლაფაჩიშვილმა.

სემინარის დასრულების შემდეგ თავისი მოსაზრება გამოთქვა საზოგადოებრივი კოლეჯ `აისის~ ღონისძიებათა ორგანიზატორმა მადონა მაზანიშვილმა. "ძალიან საინტერსო ტრენინგი იყო. თამაშის პრინციპმა გაამართლა. ახალგაზრდები ეცნობიან და სწავლობენ საზოგადოებასთან ურთიერთობას, იძენენ თვითდამკვიდრების უნარს, სწავლობენ უცხო ტერმინებს და მათ მნიშვნელობებს. ვფიქრობ, ასეთი ტიპის სემინარები ჩვენს კოლეჯში ხშირად ჩატარდება, რომელიც ძალიან დიდ როლს ითამაშებს სტუდენტების ლიდერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში, რაც სამომავლოდ მათ პროფესიონალიზმზე და შემდეგ საქმიანობებზეც აისახება." საზოგადოებრივ კოლეჯ `აისში~ ეს პირველი ტრენინგი არ არის. ორგანიზატორების თქმით, ასეთი ტიპის ღონისძიებები სამომავლოდაც იგეგმება. 


თამარ კაპანაძე
30.03.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Your answer lifts the inelltigence of the debate.
: Tip top stuff. I'll eepcxt more now.
: What a plaesrue to meet someone who thinks so clearly
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
23-10-2018
2.6951   -0.0021
3.1013   0.0092
3.5131   -0.0024
4.1338   0.0240
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 13 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.