მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
კაცი, რომელიც ამშვენებს დაბას

წაღვერს არა მარტო ბუნება, აქ მცხოვრები ადამიანებიც ამშვენებენ. პირადად ჩემთვის ასეთი ბევრია, ამჯერად კი ერთზე შევაჩერებ მკითხველის ყურადღებას: ამირან ინასარიძე. იგი, როგორც 60 წელს გადაცილებული, ყოფილი სპორტსმენია, არსად (უფრო სწორად_ვერსად) მUუშაობს, ყოფილი პედაგოგია. მაგრამ არ შეიძლება მას ,,ყოფილი~ ხელოვანი ან ,,ყოფილი~ მონადირე ეწოდოს, რადგან პროფესიის სიყვარული და მოწოდება მარადიულია. 1973 წლიდან სპორტის ოსტატია კრივში, 1989 წლიდან _ საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
წაღვერი ამირანისთვის დედულეთია, სადაც ოჯახი 1960 წელს გადმოსახლდა ახალქალაქის რაიონის სოფელ მურჯახეთიდან. ხუთი და-ძმანი იყვნენ. ,,არც ერთი აღარ მყავს ცოცხალი~, _ სინანულით თქვა ამირანმა. მისი ძმა ვახტანგი თავის დროზე წაღვერის სკოლის დირექტორი იყო, ხაშურში გათხოვილი ერთ-ადერთი და _ სოციალისტური შრომის გმირი გახლდათ.
სკოლა წაღვერში დაამთავრა, შემდეგ _ თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტი. ფიზიკურად ძლიერი იყო და სკოლიდანვე სპორტმა გაიტაცა. სტუდენტობისას, როგორც საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, შეჯიბრებები მოიგო ერევანში და სოხუმში. სპორტის ოსტატობა ჯარში სამსახურისას ქ. პერმში (რუსეთი) მიანიჭეს, სადაც ქალაქის ჩემპიონი გახდა. რამდენჯერმე მოიგო მოსკოვის საერთაშორისო ტურნირიც... ,,ეჰ, მე რომ პატრონი მყოლოდა~,. _ კვლავ სინანული გამოერია ხმაში.
30 წელზე მეტი იმUუშავა თბილისში ფიზაღზრდის მასწავლებლად, სპორტსაზოგადოება ,,შრომით რეზერვებში~ და საავიაციო ქარხანასთან არსებულ პროფსასწავლებელში. მისი მაძიებელი, მშვენიერებისკენ მსწრაფი სული ვერ ისვენებდა, პედაგოგობას არ სჯერდებოდა, საკუთარ თავში ხელოვანი აღმოაჩინა. სახლში სახელოსნო მოაწყო, ფუნჯი და საჭრეთელი მოიმარჯვა. მხატვართა კავშირში ჭედური ხელოვნების ნიმუშების პირველი გამოფენა 1976 წელს მოაწყო, რომელმაც მხატვრების, კერძოდ, ძმები ირაკლი და გოგი ოჩიაურების მოწონება დაიმსახურა. 1982 წელს პერსონალური გამოფენა მოსკოვში ჰქონდა. ხეზე კვეთის ოსტატობაშიც სცადა ძალა, მეგობარი ებრაელების დახმარებით ვერცხლისა და ოქროს დნობა-ჩამოსხმა ისწავლა. ამზადებდა სამკაულებს, სხვადასხვა ექსპონატებს.
_გასაყიდად თუ ამზადებდი ნამუშევრებს! _ ვეკითხები.
_ იშვიათად. ყველაზე ძვირად, აი, ასეთი ჭედურობის ნიმუში ერთხელ 150 მანეთად გავყიდე. _ მიმითითა ერთ-ერთზე და გაოცებული დავრჩი. ახლა ასეთი ნამუშევარი ათას ლარზე მეტი ღირს. სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ), კომერციული თვალით არასდროს უყურებდა თავის ნაკეთობებს. სამაგიეროდ, გაჩუქება? _ იცოცხლე! ხუთასზე მეტი ექსპონატი მექნება გაჩუქებული თბილისში, ამდენივე _ რაიონშიო! აქედანაც კარგად ჩანს მისი ადამიანური ბუნება.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მეუღლესთან ერთად, 10 წლის წინ, მობრუნდა წაღვერში, _ კერია არ გავაცივე, ბუხრიდან კვამლი ამოდისო! თბილისში სამი დაოჯახებული ქალიშვილი დატოვა. ექვსი შვილიშვილი ჰყავს, ერთი _ შვილთაშვილი. შვილიშვილებიდან ერთი ვაჟია, პაპის სახელი ჰქვია, _ ამირანი.
სახელოსნოც აქ მოიწყო. რაღა არ გამოდის მისი ხელიდან: ფერწერული ტილოები, ჭედურობის ნიმუშები, ხის მოჩუქურთმებული ნაკეთობანი. მისი სახელოსნო პატარა მუზეუმი გეგონებათ. ოთახებში აქა-იქ ჰკიდია ნამუშევრები, აგრეთვე ნანადირევი დათვის ტყავები, ეშვები, რქები. სადღა არ უნადირია, _ ლაგოდეხის ნაკრძალში თუ დაღესტნის მთებში, ალაზნისა თუ მტკვრის სანაპიროებზე.
გულითაც მდიდარია ამირანი და მეგობრებითაც. ბავშვობიდანვე თავისებური მადლი გამოჰყვა, შვიდ წლამდე ძუძუს ვწოვდი! _ თქვა ღიმილით.
...ცხოვრობს წაღვერში ერთი დარბაისელი, თბილი, წყნარი, ვაჟკაცური ბუნების, სტუმართმოყვარე, შემოქმედებითი სულის, გარეგნობითაც ლამაზი კაცი. იგი თავისი არსებობით ნამდვილად ამშვენებს თავის დაბას.


უშანგი არაგვისპირელი
07.04.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
15-11-2018
2.7045   -0.0110
3.0474   -0.0043
3.4931   -0.0094
3.9893   -0.0155
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 8 °C + 10 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.