მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
გაუგებრობა, თუ რეალური პრობლემები მანდატურებთან დაკავშირებით?!

სპექტრი. გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანის #2 საჯარო სკოლაში ერთ-ერთი მანდატური გაათავისუფლეს. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ზედამხედველსა და მოსწავლეებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა გახდა, რის გამოც მანდატური სკოლაში დისციპლინის დამყარებას ვეღარ ახერხებდა. მეორე ვერსიით კი მან უფროსკლასელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "სპექტრი" #2 საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ მანანა გზირიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთივე პასუხი მივიღეთ პედაგოგებისგანაც. ინფორმაცია არც მანდატურების კოორდინატორმა ლევან მურაკაშვილმა დაადასტურა, თუმცა, ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.

როგორც `სპექტრმა~ წყაროზე დაყრდნობით გაარკვია, #2 საჯარო სკოლის მანდატურები გასულ კვირას სამსახურებრივ საკითხთან დაკავშირებით თბილისში იმყოფებოდნენ, რის გამოც ერთი დღით, ზედამხედველის ფუნქცია სსიპ გ. ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის #4 საჯარო სკოლის მანდატურმა შეითავსა. როგორც ჩანს, გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სწორედ ამ ფაქტმა შეუწყო ხელი. თუმცა, იმაზეც საუბრობენ, რომ მანდატურები ზემდგომ უწყებაში სწორედ სკოლაში შექმნილი პრობლემების გამო დაიბარეს. ამ ინფორმაციის გადამოწმებას "სპექტრი" მანდატურის სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელთან, თეონა ლალიაშვილთან შეეცადა, რომელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის. 


ლანა გულოშვილი
13.04.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: holy hell, anda. i freakin love this session. like…i kept goin “omg omg omg” after every frame. then i especially went 02OMG․ 7th frame down. wind across her face goodness. i heard you freaking out in my head when i came across that one :) definitely a favorite session from you this year. every frame i cant stop staring at.
: Ya learn something new erveyday. It's true I guess!
: Hey, sbulte must be your middle name. Great post!
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
19-02-2018
2.4641   0.0000
3.0782   0.0000
3.4675   0.0000
4.3669   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 11 °C
ღამით + 5 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.