მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
განათლების რეფორმის შუქ-ჩრდილები
სულით მომადლებული მასწავლებელი
,,მამამ სიცოცხლე მაჩუქა, ხოლო არისტოტელემ ის, რაც ამ სიცოცხლეს აზრს ანიჭებს~.
                                                                        /ალექსანდრე მაკედონელი/
...კვლავ პედაგოგზე მიწევს წერილის წერა. განათლებულ, უკომპრომისო, სამართლიან და უაღრესად მცოდნე პიროვნებაზე, #6 საჯარო სკოლის პედაგოგზე ქალბატონ მანანა ბერიძეზე მსურს დღეს საუბარი.
ქალბატონ მანანას განსაკუთრებულად და ღრმაშინაარსიანად ესმის დღევანდელი სკოლისა და განათლების ახალი რეფორმის შუქ-ჩრდილები, მოსწავლის, მასწავლებლის და მშობელთა ინტერესები. აქვს თუ არა დღეს მოზარდს იმის საშუალება და ასპარეზი, რომ სკოლაში მყარი ცოდნა შეიძინოს.
ქალის როლი დღევანდელ ცხოვრებაში?
ამ საკითხებზე ქალბატონმა მანანამ ვრცელი მოსაზრებანი მოგვაწოდა.
როგორც ის ფიქრობს, _ განათლების რეფორმა დროულია და დიდიხნის მომწიფებულია. ამაზე ის მცდელობებიც მიანიშნებს, რაც რეფორმის სახელით ადრეულ წლებში წარუმატებლად მიმდინარეობდა. ახლანდელი რეფორმა სისტემურ ხასიათს ატარებს და შეეხო განათლების ყველა სფეროს სასწავლო გეგმებს, სახელმძღვანელოებს, საგნობრივ სტანდარტებს, მასწავლებელთა კვალიფიკაციას, სწავლების მეთოდებსა და შინაარსს, თუმცა ცალკეული ხარვეზები კიდევაა და ვფიქრობ, მუშაობის პროცესში დაიხვეწება და მოწესრიგდება. ნებისმიერ რეფორმაში რეალობას და პრაქტიკას თავისი კორექტივები შეაქვს. მთავარია, იყოს სიახლეების მიღების მზაობა.
უნდა შევეხო იმ პრობლემებს, რაც უმთავრესად მიმაჩნია, და უნდა გამოსწორდეს. პირველ რიგში მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობა 32 მოსწავლე ორ ფინანსურ კლასად უნდა გაიყოს. დაუშვებლად მიმაჩნია ერთი ან ორი მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში პარალელური კლასების შეერთება, რაც ცუდად აისახება კლასის ფსიქოლოგიურ კლიმატზე, დისციპლინაზე და აკადემიურ მოსწრებაზე. საატესტატო გამოცდის რვა საგანი უნდა იყოს სავალდებულო სწავლების სამივე საფეხურზე. დაუშვებლად მიმაჩნია საატესტატო გამოცდების საგნებიდან რომელიმე არჩევით ხასიათს ატარებდეს.
სკოლისათვის გამოყოფილი თანხები უნდა იყოს საკმარისი სკოლის შესანახად. სკოლა ხომ მარტო მასწავლებლის ხელფასით არ შემოიფარგლება. სკოლის დირექტორები, ალბათ, კარგად გამიგებენ, რასაც ვგულისხმობ. მათ საფინანსო საქმიანობას იმდენი შეზღუდვები აქვს, რომ ხშირად შეუძლებელი ხდება რაიმე პრობლემის მოგვარება. ახლო პერიოდში სკოლა აღიჭურვა ლაბორატორიებით, შემოვიდა ინვენტარი, შემოიტანეს კომპიუტერები, უახლესი ტექნიკური საშუალებები და სხვა. ახალი წესები და მოთხოვნები სკოლაში მისასალმებელია. ეს დღევანდელობამ მოიტანა და თუ სკოლის მიზანია ახალგაზრდის მომზადება მომავალ ცხოვრებაში ინტეგრაციისათვის, ეს ნამდვილად დროული და საჭიროა, მაგრამ უფლება-მოვალეობის გარეშე, დემოკრატია _ დისციპლინის, პასუხისმგებლობისა და კანონის უზენაესობის გარეშე არის ანარქია და განუკითხაობა. ამ ხარვეზების ამოვსებას კი დრო და მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება.
,,ადამიანი უკვდავია იმიტომ, რომ სული აქვს მომადლებული, სული, რომელსაც თანაგრძნობის, თავგანწირვისა და ამოცნობის უნარი შესწევს~ თქვა ფოლკნერმა. სწორედ ქალბატონ მანანას სიცოცხლე სულისა და გონების ასევე გარშემომყოფებთან საოცარი შერწყმაა. მას შესანიშნავი, ფაქიზი და სათუთი დამოკიდებულება აქვს კოლეგებთან, მოსწავლეებთან, რადგან უაღრესად მცოდნეა და ,,ცოცხალ ენციკლოპედიას~ უწოდებენ. მისი აღზრდილები ცოდნითა და განათლებით არიან ცნობილი. მანანა მასწავლებელმა წარმატებით ჩააბარა სასერთიფიკაციო გამოცდები. რა თქმა უნდა, ამ გამოცდების ირგვლივ საკუთარი მოსაზრებაც გაგვანდო.
_ სასერტიფიკაციო გამოცდები არ უნდა იყოს მასწავლებლის პროფესიული ვარგისიანობის შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას. პირადად ვიცნობ ბევრ მასწავლებელს, რომელთაც სასერთიფიკაციო გამოცდაზე ერთი ან ორი ქულა დააკლდა, მაგრამ არ შეცვლილა არც მათი ერთგული დამოკიდებულება თავიანთი პროფესიისადმი და არც მოსწავლეთა დამოკიდებულება შეიცვალა მათ მიმართ. მასწავლებლის ყველაზე კარგი შემფასებელი მოსწავლეა. მან უკეთ იცის, მასწავლებლის ფასი და სულაც არ კითხულობს, მას სერთიფიკატი აქვს, თუ არა.
რა დამოკიდებულება უნდა არსებობდეს მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს შორის?
_ უნდა არსებობდეს კოლეგიალური, თანამშრომლობითი დამოკიდებულება. მშობლები მასწავლებელში მათი შვილის მტერს არ უნდა ხედავდნენ. უბრალოდ, ბავშვები ხშირად სახლში სხვაგვარები არიან, სკოლაში სულ სხვანაირები. ესეც არ იყოს, მასწავლებელი უფრო ობიექტურია ბავშვის შეფასებაში _ და როცა მშობელს თავისი შვილის ნაკლზე მიუთითებს, რაგინდ მორიდებული და ტაქტიანიც არ უნდა იყოს ეს მითითება, მაინც სხვაგვარად იღებს.
ქალბატონო მანანა, როგორია თანამედროვე ქალის და დედის როლი?
_ ქალს დღეს მეტი შესაძლებლობა აქვს თვითრეალიზაციისათვის, კარიერისათვის, საზოგადოებრივი საქმიანობისათვის. თანამედროვეობამ ქალი ოჯახიდან გამოიყვანა, მაგრამ უფრო ნაკლები დრო დაუტოვა შვილებისათვის და ოჯახისათვის, ფაქტიურად, ქალი ორმაგად დაიტვირთა. არჩევანის საშუალება (იყოს დიასახლისი თუ იმUუშაოს და შეუთავსოს ოჯახი და სამსახური) კი არ არის. ყველაფრის მიუხედავად, ქართველი დედა, თანამედროვე ცხოვრების რთულ ეტაპზეც, უნდა იყოს კარგი შვილების გამზრდელი.

ირინა კუჭუხიძე
19.04.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: IMHO you've got the right aswner!
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
15-08-2018
2.6343   0.0649
3.0047   0.0805
3.3645   0.0893
3.9453   0.1675
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 28 °C
ღამით + 18 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.