მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ნახევარი საუკუნე _ ქარხანაში
ჩემმა რესპოდენტმა, ქალბატონმა ლალი ებრალიძემ სკოლის დამთავრებისთანავე, 1962 წელს ზაფხულში, 17 წლის ახალგაზრდამ, ბორჯომის #1 ჩამომსხმელ ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა და თმაზე დაათოვა... რა თქმა უნდა, ახალგაზრდას, გამოუცდელს თავიდან უჭირდა რთულ უბანზე, მძიმე პირობებში მუშაობა, მაგრამ ენერგიას არ იშურებდა, რომ მოწინავეთა რიგებში მოხვედრილიყო _ ეს თანამშრომელთა თანადგომამ შეაძლებინა. პირველი ნდობა მაშინ გამოუცხადეს, როცა საამქროს კომკავშირის მდივნად აირჩიეს, შემდეგ პარტორგანიზაციაში იყო და უკვე თვითონ ეხმარებოდა ახალგაზრდებს მუUშაობაში.
1964 წელს კი ქარხნის თანამშრომელთან ანზორ ებრალიძესთან შექმნა ოჯახი. მისი მეუღლეც პატიოსანი და კეთილსინდისიერი მუშაკი იყო და დღემდე ურთიერთპატივისცემას ემყარება მათი ოჯახი. ორი ვაჟიშვილის გაზრდასა და მუშაობაში ქალბატონ ლალის ხელს უწყობდა ოჯახში _ დედამთილი, არაჩვეულებრივი პიროვნება _ მარიამი. მან ორი ვაჟი ობლობაში გაზარდა და შვილიშვილებისთვისაც მოამაგე ბებია იყო. ქალბატონი ლალი დედამთილს თვალცრემლიანი იხსენებს და დღემდე მისი მადლიერია, ცდილობს მას მიბაძოს და მასავით კეთილი დედამთილი იყოს.
ოჯახი ბედნიერებით ხარობდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა ბედისწერამ მისი 27 წლის ვაჟის სიცოცხლე უდროოდ შეწყვიტა. აქაც თანამშრომლები, მეგობრები და ოჯახის წევრები ამოუდგნენ მხარში _ არ დაანებეს სასოწარკვეთას. ისიც შრომასა და ოჯახზე ზრუნვაში ჩაება, თუმცა თვალებში სხივი ჩაუქრა და შავებით შეიმოსა. მიუხედავად ამისა, საქმისთვის და ოჯახისთვის არ უღალატია...
შვილზე დარდით ოჯახის მამასაც ჯანმრთელობა შეერყა და საბოლოოდ, ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა, მისი უფროსი ძმა ზაურ ებრალიძე იმედად გვერდში უდგას და ბედთან ჭიდილში ეხმარება.
ლალისა და ანზორის უმცროსი შვილი დავით ებრალიძე პროფესიით იურისტია _ ამჟამად ქარხანაში, წყლის უბნის ოპერატორად მუშაობს, ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე _ ირმა გეგიძე, რომელიც პროფესიით ეკონომისტია და #6 საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობს, არის კარგი შვილების დედა. ლალი ბებოს იმედად ორი შვილიშვილი ჰყავს _ კონსტანტინე და ზაური, ისინი #6 საჯარო სკოლის IXა და VIII კლასის წარჩინებული მოსწავლეები არიან და სანიმუშო სწავლის გარდა, სპორტული მიღწევებითაც უხარებენ გულს ბებია-ბაბუას.
ქალბატონო ლალი, რა პირობებში გიწევთ მუშაობა და ხელმძღვანელობაზე რა აზრის ხართ?
_ ადრე ბოთლები სპეციალურ ხსნარში ხელით ირეცხებოდა, ახლა ტექნიკა განვითარდა, შემოვიდა ახალი დანადგარები _ შრომა შემსუბუქდა. მე წუნმდებლად ვმუშაობდი, შემდეგ ქალბატონმა თამარ სტაჟაძემ ლაბორატორიაში გადამიყვანა, შემასწავლა ახალი საქმე და დღემდე ქარხნის ლაბორატორიაში ქალბატონების ცარო მარგველაშვილის, ნანა კალანდაძისა, მანანა მელიქიძის გვერდით, პროფესიონალ ქიმიკოსთან _ მედეა კაპანაძესთან და სხვებთან ერთად ვმუშაობ. აქ სამუშაო გარემო და პირობები დღითი დღე უმჯობესდება და მუშაობაც საინტერესოა.
ამ ხნის მანძილზე არაერთი დირექტორი გამოვიცვალე, რომლებიც ერთი მეორეზე უკეთესი ხელმძღვანელები იყვნენ, მათ დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა დაიმსახურეს. დიდი სიყვარული და სითბო მაქვს კომპანიის ხელმძღვანელობასთან, კულტურული ახაგაზრდები არიან, გულისხმიერები, ტაქტიანები, საქმის პროფესიონალები, ყურადღებიანები... ძვირფასი ადამიანები არიან ზაზა კიკვაძე, გია შათირიშვილი, ირაკლი სტეფნაძე, არჩილ მაღალაშვილი, თემურ კოროშინაძე, გ. გრიგალაშვილი, ლევან ლომსაძე. ძალიან მინდა, რომ ისინი დიდი ხნის მანძილზე ჯანმრთელები, ბედნიერები და წარმატებულები იყვნენ. მინდა იცოდნენ, რომ მათ დიდ პატივს ვცემ, რადგან შემაძლებინეს ჩემი მძიმე ტვირთის ზიდვა. მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები.
ასევე კეთილშობილი ადამიანები და კარგი ხელმძღვანელები არიან გოგლა დავითაშვილი და დათო ჭყოიძე. მათ ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ამჟამინდელი დირექტორი ბატონი სტეფანე გაბრიელიძე გამოცდილი და ყველასათვის მისაღები პიროვნებაა. მადლობის მეტი რა მეთქმის, ისინი თვითონაც ბევრს შრომობენ და სხვის შრომასაც აფასებენ.
ქალბატონი ლალი დიდი სითბოთი და სიყვარულით საუბრობს ლაბორატორიის მუშაკებზე, ისინიც თავის მხრივ დადებითად ახასიათებენ ლალის.
ცარო მარგველაშვილი (ლაბორატორიის უფროსი): _ ქალბატონი ლალი ყველასთვის პატივსაცემი და საყვარელი ადამიანია, მასთან 34 წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. ის ჩუმად, უხმაუროდ და მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებს მინდობილ საქმეს. საკუთარ თავზე არაფერს ამბობს. სხვისი სიკეთე უხარია და სხვისი ტკივილი თავისად მიაჩნია, ენერგიული, კეთილშობილი პიროვნებაა, მზრუნველია, მასთან ყველა სიმშვიდეს ჰპოვებს, რომ იტყვიან _ ,,გაჭირვების ტალკვესიაო~. ოჯახზე ზრუნვაში ათენ-აღამებს.
უფალს შევთხოვ, რომ დიდხანს იცოცხლოს ქალბატონმა ლალიმ, მრავალ წელს იშრომოს ჩვენს მხარდამხარ _ იმ დიდი სითბოთი და ენერგიით, რომელიც მოჭარბებულად უბოძა ბუნებამ.
P.შ. ვუერთდებით თანამშრომელთა აზრს და ქალბატონ ლალის ვულოცავთ რა საიუბილეო თარიღს, ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს შრომასა და პირად ცხოვრებაში, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.   

იზა სანიკიძე
19.04.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: It's posts like this that make sufirng so much pleasure
: This piece was cogent, well-wtriten, and pithy.
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
15-11-2018
2.7045   -0.0110
3.0474   -0.0043
3.4931   -0.0094
3.9893   -0.0155
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 8 °C + 10 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.