მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
პედაგოგის გათავისუფლების გამო ორ ჯგუფად გაყოფილი მოსწავლეები

სპექტრი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი თინათინ ბერიძიშვილი, რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს. სკოლის დირექცია ამის მიზეზად მასწავლებლის მხრიდან ბავშვებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ერთ-ერთი უფროსკლასელის ცემის ფაქტს ასახელებს. გათავისუფლებული პედაგოგი კი მბობს, რომ ეს ყველაფერი მოგონილია და დირექტორმა ლალი როსტიაშვილმა და კოლეგებმა ზემოთ თქმული საბაბად გამოიყენეს, რათა სკოლიდან დაეთხოვათ. ამ ბრალდების გამო, თინა ბერიძიშვილს მორალური ზიანისთვის სარჩელი სასამართლოშიც ჰქონდა შეტანილი. როგორც გათავისუფლებულმა მასწავლებელმა `სპექტრთან~ საუბარში აღნიშნა, ის სოფელ მელაანის საჯარო სკოლაში 2010 წლის 13 დეკემბრიდან მუშაობდა. ხელშეკრულების ვადა 2012 წლის 15 სექტემბერს იწურებოდა, თუმცა სამსახური 2011 წლის 27 დეკემბერს დაატოვებინეს. "ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ დამამთავრებელ კლასში რამდენიმე მოსწავლეს მაქსიმალური 10 ქულა არ დავუწერე და მხოლოდ 9-ით შევაფასე. ამ სკოლაში ნიშნები იწერება არა ცოდნის, არამედ იმის მიხედვით, თუ ვინ ვისი შვილია და რამდენად პრივილეგირებული ოჯახიდანაა. მე პრინციპულად არ დავუწერე ამ ბავშვებს ეს ნიშანი, რადგან არ ეკუთვნოდათ. სწორედ ეს ვერ აიტანეს დირექტორმა და იმ მშობლებმა, რომლებიც ამავე სკოლის პედაგოგები არიან, რის გამოც დამიპირისპირდნენ. არანაირი ცემის ფაქტი არ არსებობს," _ აღნიშნა თინათინ ბერიძიშვილმა და იმ უთანხმოებაზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურჯაანის რესურსცენტრის დირექტორის ლალი გაბიტაშვილსა და მას შორის არსებობს.

"ლალი გაბიტაშვილი 15 წლის წინანდელი ამბის გამო მიპირისპირდება. ჩვენ გვქონდა სიტყვიერი შეკამათება, რის შემდეგაც, ეს ქალბატონი ვერ მიტანდა. სწორედ მისი დავალებით იმოქმედა დირექტორმა, როდესაც გამათავისუფლა," _ გვითხრა თინათინ ბერიძიშვილმა.

თინიკო ბერიძიშვილის ბრალდებებზე კომენტარი ვთხოვეთ განათლებისა და მეცნიერების გურჯაანის რესურსცენტრის დირექტორს ლალი გაბიტაშვილს, რომელმაც მასწავლებლის ნათქვამს აბსურდული უწოდა და სიტუაციაში გასარკვევად მელაანის საჯარო სკოლის დირექტორთან ლალი როსტიაშვილთან გადაგვამისამართა. `მე არც არავის ვნიშნავ, არც არავის ვათავისუფლებ. ეს ჩემი პრეროგატივა არ არის. ვინც რა სისულელეს იტყვის, ყველაფერზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.~ სკოლის დირექტორი ლალი როსტიაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს და გამოგონილს უწოდებს. "აქ პრობლემას მხოლოდ ნიშნები არ წარმოადგენდა, ადგილი ჰქონდა მოსწავლეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ქალბატონმა თინიკომ ერთ-ერთი უფროსკლასელი ბიჭი სცემა. ასე რომ, მას ხელშეკრულება პროფესიული ეთიკის მე-4 და მე-5 მუხლისა და შიდა განაწესის საფუძველზე შეუწყდა."

ჩვენ შევეცადეთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოსწავლეების აზრიც მოგვესმინა, თუმცა მათ კომენტარსგან თავი შეიკავეს. პირად საუბრებში კი გამოიკვეთა, რომ ისინი ორ ჯგუფად არიან გაყოფილები. ერთი ნაწილის თქმით, პედაგოგი მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდათ, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ის უსამართლოდ გაათავისუფლეს. 


ლანა გულოშვილი
30.04.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: There is a critical shortage of informative atrilces like this.
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
23-10-2018
2.6951   -0.0021
3.1013   0.0092
3.5131   -0.0024
4.1338   0.0240
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 13 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.