მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება

სპექტრი. გურჯაანში რამდენიმე დღის წინ, კულტურის ცენტრის დარბაზში წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. ამ ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა საჯარო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის უფროსმა ნიკა ნიჟარაძემ აღნიშნა, ამ დღეს ის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს. "სასწავლო წელი დასრულდა და ის მოსწავლეები გამოვავლინეთ, რომლებმაც სკოლა ოქროსა და ვერცხლის მედალზე დაამთავრეს. ჩვენს რაიონში ასეთი სამი ბავშვია. დაჯილდოვდნენ აგრეთვე ისინი, რომლებმაც რაიონი ოლიმპიადაზე ასახელეს. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, გუბერნიასთან შეთანხმებით გადაწყვიტა მათთვის და მათი პედაგოგებისთვის ერთი ლამაზი საღამო მოეწყო და დაეჯილდოებინა," _ გვითხრა ნიკა ნიჟარაძემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურჯაანის რესურსცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი შედეგებით კმაყოფილია და წლევანდელ სასწავლო წელს დადებითად აფასებს. "ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ ასეთი ტიპის ღონისძიებას, ანუ ეს არის შემაჯამებელი ანგარიში საზაოგადოებისთვის, თუ რა გავაკეთეთ მთელი წლის მანძილზე და რა წარმატებებს მივაღწიეთ. წელს განსაკუთრებით შედეგიანი წელი გვქონდა, იმიტომ, რომ გვყავს ბავშვი, რომელიც დასახელდა წლის საუკეთესო მოსწავლედ საქართველოს მასშტაბით. ოცეულში მოხვდა ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა. ამ ღონისძიების მხარდამჭერი და ხელმძღვანელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო," _ გვითხრა გურჯაანის რესურსცენტრის უფროსმა ლალი გაბიტაშვილმა.

სხვა ღონისძიებებისგან განსხვავებით ამ დღეს კულტურის ცენტრის დარბაზი გადაჭედილი იყო და რაიონებიდან ჩამოყვანილი პედაგოგების ნაწილი, ადგილების გარეშე დარჩა. ისინი რამდენიმე ხნის განმავლობაში ფოიეში იდგნენ, ხოლო ამაო ლოდინის შემდეგ, კულტურის ცენტრი განაწყენებულებმა დატოვეს. 


მარინა პეტრიაშვილი
29.06.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Son of a gun, this is so helupfl!
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
19-02-2018
2.4641   0.0000
3.0782   0.0000
3.4675   0.0000
4.3669   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 11 °C
ღამით + 5 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.