მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
რეგიონალური ტურნირი ნარდში და ჭიდაობაში

20 აგვისტოს სპორტული ფესტივალის ეგიდით ბორჯომში ჩატარდა რეგიონალური ტურნირი ნარდში, რომელშიც 70-მდე ნარდის მოყვარული მონაწილეობდა. იგი ჩაატარა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, საქართველოს ნარდის ასოციაციამ (პრეზიდენტი ბატონი თემურ ქურციკიძე), სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ და ბორჯომის მუნიციპალიტეტმა. სასიხარულოა, რომ ბორჯომელმა იური დალაქიშვილმა მეორე, ხოლო ომაზ ჩხეიძემ III-IV ადგილი გაიყვეს, ჩემპიონი კი ახალქალაქელი ლევონ გრიგორიანი გახდა, რომელმაც თასთან ერთად 250 ლარი მიიღო, იურის 150 ლარი ხვდა, ხოლო ომაზს და ახალციხელ სტუდენტ-ჟურნალისტს _ გაგა ნათენაძეს 50-50 ლარი. ტურნირს ესწრებოდა ცნობილი მომღერალი, ტურნირის ჟიურის წევრი ქალბატონი ეთერ კაკულია. მთავარი მსაჯი კი ბატონ თემურთან ერთAად მისი ძმა ბატონი ალკაზარ კაკულია იყო.

იმავე დღეს გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც ბორჯომის, ნინოწმინდის, ასპინძის, ახალციხისა და ადიგენის მოჭიდავეები ასპარეზობდნენ. გუნდური პირველი ადგილი ბორჯომელმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს და ჯილდოდ 1000 ლარი დაიმსახურეს, გუნდის ღირსებას იცავდნენ აკაკი შენგელია, ზურაბ ჩადუნელი, გიორგი ცოცხალაშვილი, ლაშა კაპანაძე და ნოდარ ანდღულაძე.   
უშანგი ჯანგირაშვილი
01.09.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
18-10-2018
2.6838   -0.0017
3.1022   -0.0073
3.5265   -0.0243
4.0978   -0.0030
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 12 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.