მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
უშანგი ჯანგირაშვილი ჩემპიონია
1 სექტემბერს ბორჯომში, სკოლა-ლიცეუმში, გაიმართა რაიონის პირველობა ჭადრაკში. გათამაშდა 20-წუთიანი პარტიები, თითოეულ მოჭადრაკეს ეძლეოდა 10 წუთი.
ყველა მეტოქე დაამარცხა, თერთმეტი შესაძლებლობიდან თერთმეტი ქულა მოაგროვა და რაიონის ჩემპიონობა მოიპოვა გაზეთ ,,ბორჯომის~ რედაქციის თანამშრომელმა უშანგი ჯანგირაშვილმა. მეორე ადგილი ცხრა ქულით წილად ხვდა წაღვრელ ინჟინერს თამაზ ჩიკვაიძეს, რომელმაც თავისი შესაძლებლობა სრულად ვერ გამოავლინა. მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა ძირძველი ბორჯომელი, მაგრამ თბილისში მოღვაწე პროფესორი მალხაზ კონიაშვილი. კარგად ითამაშეს აგრეთვე: ძმებმა თემურ და დათო შონიებმა, გოგი გოგოლაძემ და სხვებმა.
დასანანია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩემპიონატში ვერ მონაწილეობდა ტურნირის მასპინძელი, სამცხე-ჯავახეთის სპორტული ფესტივალის მესამე პრიზიორი, ბორჯომის რაიონის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ომაზ ჩხეიძე.
ტურნირს მსაჯობდა სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ახალციხელთა მთავარი მწვრთნელი და მსაჯობის ლიცენზიანტი შაქრო დიდიმამიშვილი. სწორედ მისი დახმარებით (საჭადრაკო საათების ჩამოტანით) გახდა შესაძლებელი რაიონული ჩემპიონატის ჩატარება.
   

06.09.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: ბატონო ომაზ, დიდებული მხატვარი და ჭადრაკის საუკეთესო მასწავლებელი ბრძანდებით♥♥ წარმატებები თქვენს საქმიანობაში!
: ჩემი მასწავლებელია ომაზ ჩხეიძე, ჭადრაკს მასწავლის და ძალიან კარგი ადამიანია. მეამაყება ჩემი მასწავლებელი!
: Thanks for shraing. Always good to find a real expert.
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
17-08-2018
2.5773   -0.0301
2.9299   -0.0196
3.2729   -0.0395
3.8499   -0.0340
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 30 °C + 29 °C
ღამით + 19 °C + 20 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.