მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მხიარული სტარტები საგარეჯოში
სპექტრი. 21-23 სექტემბერმა საგარეჯოს არსენ მეკოკიშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზში ხმაურიანად და ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა… საგარეჯოს რაიონში `მხიარული სტარტები~ ადგილობრივი ხელმძღვანელობის ინიციატივით პირველად გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო რაიონის ყველა საჯარო სკოლამ. ბადიაურის სკოლაც არ იყო გამონაკლისი. სპორტის მასწავლებლის, ბ-ნ მალხაზ ნიჟარაძის ინიციატივით, შეიქმნა ნაკრები გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იყო VII-VII და IX კლასის მოსწავლეებით. მისი ინიციატივითვე ჩაერთო გუნდში ბადიაურის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ჯეინ ფლინი, რომელიც ეს-ესაა ჩამოვიდა საქართველოში პროექტის `ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად~ ფარგლებში. მისთვის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ურთიერთობა და სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. შეუძლებელია არ აღვნიშნოთ მისი სპორტული მონაცემები, რომლითაც ყველა გაოცებული დარჩა.
ბადიაურის გუნდმა წარმატებით იასპარეზა 21 სექტემბერს გამართულ პირველ ტურში და დიდი სხვაობით დაამარცხა ყანდაურის, მზის გულისა და შიბლიანის საჯარო სკოლის ნაკრებები. შედეგად კი 24-დან 8 საუკეთესო სკოლასთან ერთად ნახევარფინალში გადავიდა.
მოთამაშეების დიდი მონდომების მიუხედავად, ჩვენთვის შედარებით წარუმატებელი აღმოჩნდა 23 სექტემბერი. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბადიაურის, წყაროსთავის, კაკაბეთისა და საგარეჯოს #4 საჯარო სკოლები. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვენ: არჩილ ჯაბადარი და ბორის გოგვაძე, ფინალისტი გამოავლინა. გაიმარჯვა კაკაბეთის ნაკრებმა, რომელიც 26-დან 30 სექტემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველობაზე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ბადიაურის გუნდს შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად გვერდში ედგა საჯარო სკოლის დირექტორი, ქალბატონი ბელა ხარებაშვილი, რისთვისაც მოსწავლეები და სპორტის მასწავლებელი დიდ მადლობას უხდიან.

ანანო ათაბეგაშვილი
28.09.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
18-10-2018
2.6838   -0.0017
3.1022   -0.0073
3.5265   -0.0243
4.0978   -0.0030
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 22 °C + 23 °C
ღამით + 12 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.