მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ეფრემ ურუმაშვილის პირველი კომენტარი "აზოტსა" და "საქართველოს ბანკზე" _ "არ ვაპირებ თავის მართლებას"
„რუსთავის აზოტის“ მფლობელი კომპანიის  _ სს „ეუ ინვესთმენთის“ დამფუძნებელი ეფრემ ურუმაშვილი მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე, რომლის თანახმადაც „რუსთავის აზოტის“, საიდანაც 350 თანამშრომელი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს, რეალური მფლობელი „საქართველოს ბანკია“,  პირველ კომენტარს „გურია ნიუსთან“ აკეთებს. მისი თქმით, დეტალურ განმარტებებს მიმდინარე პროცესებზე, მაქსიმუმ, ორ დღეში, მას შემდეგ გააკეთებს, რაც ქარხანა ამუშავდება: _ მაცადეთ, გავუშვა ქარხანა და გავაკეთებ დეტალურ კომენტარს, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ურუმაშვილმა, რომელსაც შეთახმებისამებრ კითხვები ერთი კვირის წინ გავუგზავნეთ, თუმცა, დეტალური პასუხები დღემდე არ მიგვიღია. _ ვერ მივიცალე და მაქსიმუმ ორ დღეში აუცილებლად მოგაწვდით პასუხებს, _ ამბობს ურუმაშვილი. _ ბატონო ეფრემ, მანამდე იქნებ, ის მაინც გვითხრათ, რას უპირებთ იმ ადამიანებს, რომლებიც თვეზეა მეტია აქციებს მართავენ და სამსახურში დაბრუნებას გთხოვენ... _ რომ გაეშვება ქარხანა და გახდება საჭიროება, ავიყვან უკან. ბიძაშვილ-მამიდაშილობით არ გამიშვია აქედან არავინ. _ თქვენს მიმართ ბოლო დღეებში ბევრი ბრალდება გაისმა. არასამტთავრობო ორგანიზაციებმა დოკუმენტებიც კი გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ „რუსთავის აზოტის“  რეალური მფლობელი „საქართველოს ბანკია“. _ ჯერ ბიძინა ივანიშვილი თქვეს, ახლა „საქართველოს ბანკი“. ალბათ, მალე სხვას დაასახელებენ. _ „საქართველოს ბანკთან“ თქვენს დაკავშირებას აქვს საფუძველი _ იქ წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდით... _ მე იქ ვმუშაბდი 2010 წლამდე. მას მერე ვარ ლადო გურგენიძის მთავარი მრჩეველი; ვიყავი „ბაზის ბანკის“ მთავარი მრჩეველი. 9 ბანკში ვმუშაობდი  ამ თანამდებობაზე და სადაც მიმუშავია, ის რომ მაბრალოთ, არ ვიცი.... _  არაფერს გაბრალებთ...კითხვებს ვსვამთ  გავრცელებული დოკუმენტებიდან გამომდინარე... _ არავითარ შეხებაში არ არის მაგ გარიგებასთან „საქართველოს ბანკი“. _ რას იტყვით „საქართველოს ბანკიდან“ საკმაოდ უცნაურად აღებულ სესხზე? ვგულისხმობთ იმას, რომ მილიონობით კრედიტი ახალდაფუძნებულმა კომპანიამ ყოველგვარი გირაოს გარეშე მიიღო.. _ არავითარი უცნაურობა მაქ არ არის. მე ვინ ვარ და რა ვარ, ამის ახსნა ვერ დავუწყებ ვერავის. რამდენიმე საკმაოდ მსხვილ ბიზნესში ვარ და ახლა რა ვიცი... არ ვაპირებ თავის მართლებას. პირიქით, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც  ბოლო წლების განმავლობაში გაჩერებული ქარხნის მუშებს ფულს უხდიდა, _ გვითხრა ურუმაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სტუდენტურმა მოძრაობამ _ „აუდიტორია 115“, რუსთავის აზოტის ქარხანასთან „საქართველოს ბანკის“ კავშირის დასამტკიცებლად რამდენიმე დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტების თანახმად, რომელიც საჯარო რეესტრიდანაა მოპოვებული, „რუსთავის აზოტის“ მფლობელის, სს „ეუ ინვესთმენთის“ მესაკუთრეების ფასიანი ქაღალდები დაგირავებული და ბლოკირებულია სს „ბიჯეო ჯგუფის“ სასარგებლოდ. სს „ბიჯეო ჯგუფის“ ოფისი თბილისში, გაგარინის 29ა-ში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში მდებარეობს. ამასთან, „ბიჯეო ჯგუფი“ს გენერალური დირექტორი, ავთანდილ ნამიჩეიშვილი, სს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტსაც იკავებს. „ეუ ინვესთმენთის“ დამფუძნებელი „საქართველოს ბანკის“ ყოფილი ტოპმენეჯერი, ეფრემ ურუმაშვილია. „საქართველოს ბანკში“ „რუსთავის აზოტთან“ და  „ეუ ინვესთმენთთან“ კავშირს უარყოფენ. „გურია ნიუსი“ ამ თემაზე ჟურნალისტურ გამოძიებას ამზადებს, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
20.02.2017
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
29-06-2017
2.4074   -0.0001
2.7341   0.0249
3.0872   0.0196
4.0398   -0.0442
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 32 °C + 31 °C
ღამით + 22 °C + 21 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.