მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანება

    მედლებს საახალწლოდ ითვლიან...

    სულ მალე ორი წელი გახდება, რაც ჩვენს ქალაქში რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანება ჩამოყალიბდა.

   ამ ხნის განმავლობაში აღნიშნული ორგანიზაციის მხარდაჭერითა და თანადგომით არაერთი ღონისძიება გაიმართა და რუსთაველმა სპორტსმენებიც კვლავ განაგრძობენ წარმატებულ სერიას.

    მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2012 წელს სასპორტო სკოლების გაერთიანების ორგანიზებით რუსთავმა 14 ტურნირს უმასპინძლა, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებებსაც. ხოლო ადგილობრივმა სპორტსმენებმა 95 გათამაშებაში შეძლეს მონაწილეობის მიღება.

   აღსანიშნავია, რომ ორი წლის იუბილეს ეს ორგანიზაცია 37 ჩემპიონით, 58 ვერცხლისმედალოსნით და 76 მესამე ადგილის მფლობელით ხვდება. საერთო ჯამში მხოლოდ მიმდინარე წელს რუსთაველმა სპორტსმენებმა 171 საპრიზო ადგილი მოიპოვეს.

  გეტყვით იმასაც, რომ 2011 წელთან შედარებით შედეგები გაზრდილია. სასპორტო სკოლების გაერთიანების სპორტსმენებს გასულ წელს 136 საპრიზო ადგილის აღება შეძლეს და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ 67 ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, ხოლო თავად კი 12 შეჯიბრს უმასპინძლეს.

    როგორც ცნობილია, ამ ორგანიზაციის ინიციატივით კიდევ ერთ სასიამოვნო ტრადიციასაც ჩაეყარა საფუძველი _ წარმატებული სპორტსმენების წახალისების მიზნით 2012 წელს ფასიანი საჩუქრებით 11 სპორტსმენი დაჯილდოვდა.ესენი არიან:

   ნიკა მელიქიშვილი (ჭიდაობა),

   ლევან მურცხვალაძე (ჭიდაობა),

   ნატო ზირაქაშვილი (ტაიკვანდო),

   ლაშა ხარხელაური (ტაიკვანდო),

    ალექსანდრე დოკვაძე (კრივი),

    დემურ მაჭარაშვილი (კრივი),

    ლაშა გურული ( კრივი),

    ნინი მემიშიში (ჩოგბურთი),

   ილია ჩიჩილაძე ( ტაიკვანდო)...

 

 

 


ნათია ჯიოშვილი
25.12.2012
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: A really good answer, full of rtaionlaity!
: Your post cautrpes the issue perfectly!
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
23-04-2018
2.4402   0.0000
3.0017   0.0000
3.4343   0.0000
3.9729   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 18 °C + 20 °C
ღამით + 8 °C + 7 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.