მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მომავალი არქიტექტორის ნახატებში გაცოცხლებული წარსული
სპექტრი. ეკლესიის გუმბათს ამღვრეული ნისლები მოჰფარებია, მოლივლივე ზღვაში ტივი დაცურავს და მოღუშული ზეცა ტირილს აპირებს, ნაკადულთან მდგარი მერანი წყურვილის სურვილს იოკებს. არ გეგონოთ პეიზაჟის აღწერით ვირთობდე თავს, ეს ზიზი ბარხუდაროვის განცდილი და ტილოზე გაცოცხლებული ფანტაზიაა. 

ბავშვობიდან ხატავს, ხელში ფუნჯი უკავია და ოცნებების შტრიხებს ტილოზე ავლებს, გრძნობების სიტყვებით გამოხატვა უჭირს, როდესაც რამე სწყინს ან უხარია, განცდები ნახატებში გადმოაქვს. ორი წელი სამხატვრო სკოლაში დადიოდა, რამდენიმე გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა. გუაშებით შესრულებული ნამუშევარი ერთ-ერთ დამთვალიერებელს მოსწონებია და უფიქრია ვიყიდიო, მაგრამ ახალგაზრდა მხატვარს გასასხვისებლად ვერ გაუმეტებია. ამბობს, რომ ხატვას შემოსავლის წყაროდ არასოდეს აქცევს.

ისე, "ხასიათში მოდის" და საყვარელ საქმიანობას ჰკიდებს ხელს, თითოეული ნახატი წარსულის წამებსა და განწყობას ახსენებს. როცა გრძნობს, მაშინ ხატავს და არა ვიღაცის დავალებით, როგორც თვითონ ამბობს, ამას ვერც ვერასოდეს მოახერხებს. როდესაც ცუდ განწყობაზეა, მის ნახატებში თოვლის სითეთრის ფერი ირეკლება, ასე უფრო იგრძნობა სევდიანი ნოტა. გამოფენის მოწყობას აპირებს, მაგრამ ფიქრობს, რომ ჯერ საკმარისი ნახატები არ აქვს. მომავალი არქიტექტორი ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს, პროფესიით სერიოზულადაა გატაცებული და ბოლომდე ასე გაგრძელდება. ხატვა კი მისთვის ერთგვარი ჰობია, რომლის გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენია. 

თამარ კაპანაძე


01.03.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: I will be putting this danlizzg insight to good use in no time.
: I much prefer informative aritcels like this to that high brow literature.
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
18-02-2018
2.4641   0.0000
3.0782   0.0000
3.4675   0.0000
4.3669   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 11 °C + 10 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.