მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
მიშიკო მამულაშვილი ფონდ "იავნანას" სტიპენდიანტია
სპექტრი. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული, მაგრამ მასში საოპერო ნიჭი, ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. როგორც ჩვენთან საუბარში ბებიამ ნანა იმედაშვილმა აღნიშნა, მიშიკო ჯერ მოსამზადებელზე სწავლობს, სექტემბრიდან კი კოლეჯში ჩაირიცხება. 

-"მესამე კლასში იყო, როდესაც გურჯაანის მუსიკალურ სკოლაში მივიყვანეთ. სამი წლის მანძილზე იქ გამართულ ღონისძიებებზე აქტიურად გამოდიოდა. როდესაც აღმოჩნდა, რომ საოპერო ხმა ჰქონდა, თბილისში ფონდ "იავნანაში" წავიყვანეთ. იქ ჯერ სამხატვრო ხელმძღვანელმა თეო ჯორბენაძემ მოუსმინა. ძალიან მოეწონა და თქვა, რომ ბავშვს მეტალის ხმა აქვს. შემდეგ თამრიკო ჭოხონელიძესთან გაგვაგზავნა, იმის დასადგენად, ხმა საოპერო იყო თუ საესტრადო, რომ იმ მიმართულებით წაეყვანა. თამრიკო ჭოხონელიძემ მოუსმინა,  მოეწონა და გადაწყვიტეს კოლეჯში ჩაერიცხათ, მაგრამ სწავლა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და ვერ შევძელით. ბოლოს გურჯაანის სამუსიკო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ლალი კუტიბაშვილმა გვირჩია თელავში "ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში" მიგვეყვანა და რეკომენდაციაც გაგვიწია,"_ გვიყვება ქალბატონი ნანა. 

მისივე თქმით, როდესაც თელავში ბავშვს მოუსმინეს, მოეწონათ და მოსამზადებელ განყოფილებაში ჩარიცხეს, რომელიც ფასიანია და თანხას "იავნანას" ფონდი უხდის. 
-"თელავში კვირაში ორჯერ გვიწევს წასვლა. "იავნანას" ფონდი 80 ლარს სტიპენდიას გვიხდის და 80 ლარის ოდენობით გზის ხარჯს გვიფარავს. აღნიშნული თანხა სპეციალურ ანგარიშზე გვერიცხება. ჩვენთვის, ეს, რა თქმა უნდა, დიდი შეღავათია. კოლეჯი 11-წლიანია და სწავლა უფასო იქნება. ეხლა წელიწადში 5 კლასის პროგრამას გადის და სექტემბრიდან პირდაპირ მეექვსე კლასში დასვამენ. გამოცდები გაზაფხულზე ჩატარდება," _ გვითხრა მან.

როგორც ნორჩი შემოქმედის ბებიამ აღნიშნა, მიშიკო ვოკალისტია და მომავალში კარიერას საოპერო კუთხით გააგრძელებს. გასული წლის იანვარში ის პაატა ბურჭულაძესაც შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ მომავალში ბავშვს ასეთივე ხმის ტემბრი ექნება, კონსერვატორიაში სწავლას შეძლებს.

როგორც მიშიკო მამულაშვილი ამბობს, მუსიკა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ პარალელურად ცდილობს არც სწავლას ჩამორჩეს და ამავე დროს სპორტითაც დაკავდეს. 
-"3 წელია რაც ვმღერი. სახლში ფონოგრამაზე ვმეცადინეობ, პიანინოზე კი ეხლა ვსწავლობ დაკვრას. სიმღერა ძალიან მიყვარს. ბოლომდე მინდა რომ გავყვე. ჩემი ოცნებაა ოპერის მომღერალი გამოვიდე. 
სასკოლო საგნებსაც კარგად ვსწავლობ. განსაკუთრებით მიყვარს: მათემატიკა, ისტორია და ქართული. თავისუფალ დროს ფეხბურთს ვთამაშობ. თელავში კვირაში ორჯერ მიწევს წასვლა. დატვირთული კი ვარ, მაგრამ სიმღერა იმდენად მიყვარს, რომ დაღლას ვერ ვგრძნობ. ფორტეპიანოს, სოლფეჯიოს და ვოკალს ვსწავლობ. მუსიკალურ სასწავლებელში ძალიან კარგი პედაგოგები არიან და მიღებული ცოდნით კმაყოფილი ვარ," _ გვიყვება მიშიკო მამულაშვილი.

როგორც ჩვენთან საუბარში კლასის დამრიგებელმა თამარ ბეროშვილმა აღნიშნა, მიშიკო ჭკვიანი, გონიერი, პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული მოსწავლეა. "ეს ბავშვი ყველა საგანს ერთ დონეზე სწავლობს, პირველი სემესტრი ათებზე დახურა. მიუხედავად იმისა, რომ თელავშიც დადის, გაკვეთილებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. მოუმზადებელი არასოდეს მოდის. ძალიან თბილი და მეგობრულია. ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს. დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. იმედი მაქვს, თავისი შესაძლებლობებით, გონებით და ნიჭით ცხოვრებაში ბევრს მიაღწევს."
 
მიშიკო მამულაშვილს დადებითად ახასიათებს სამუსიკო სკოლის დირექტორი ლალი კუტიბაშვილი. 
-"მოსწავლე ჩვენთან შემოვიდა მუზიცირების კლასში.  შემდეგ ისეთი ნიჭი გამოიჩინა, რომ გადაწყვიტა სერიოზულად ემეცადინა ვოკალის განხრით. იმის გამო, რომ ჩვენ არ გვყავს სპეციალისტი ამ კუთხით და ბავშვთან უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, შუამდგომლობა გავუწიეთ თელავის ნიჭიერთა კოლეჯში, რომელიც მუსიკალური სასწავლებლის ბაზაზეა შექმნილი. იქ კონსერვატორიადამთავრებული უმაღლესი კატეგორიის პედაგოგები და პროფესიონალები მუშაობენ," _ გვითხრა ლალი კუტიბაშვილმა.

მუსიკის მასწავლებლის ნონა ქადაგიშვილის თქმით, მიშიკოს ძალიან კარგი მონაცემები აქვს. ამიტომ იმედოვნებს, რომ მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევს და სკოლასაც ასახელებს. 
                                     
მარინა პეტრიაშვილი


მარინა პეტრიაშვილი
01.04.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Quotes Chimp will deal with the issue of the price of insurance in more detail throughout the site.
: I feel satisfied one. after reading heliomeds.com better viagra levitra that cheapet health insurance comparehealthinsur.com online life insurance bestlifeinsurpolicy.com government insurance life
: Woot, I will centrialy put this to good use!
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
28-05-2018
2.4805   0.0000
2.9044   0.0000
3.3087   0.0000
4.005   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 29 °C
ღამით + 17 °C + 15 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.