მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
პრობლემები, რომლებიც მუდმივად პრიორიტეტულია
სპექტრი. მიმდინარე წელს კაჭრეთში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობამ კვლავ ის პრიორიტეტები დაასახელა, რომელიც გასულ წელს უნდა მოგვარებულიყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის თქმით, ეს პრობლემები თანხის სიმცირის გამო ვერ გადაიჭრა. 


"რომ მოვხნა და დავთესო რა აზრი აქვს? თუ წვიმა არ მოვიდა, ყველაფერი გადახმება. სარწყავი მილები 15 წლის წინ ამოთხარეს და წაიღეს, არ ვიცი გვეშველება თუ არა. იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება," _ გვითხრა კაჭრეთის მკვიდრმა ლელა იმერლიშვილმა, რომელსაც თანასოფლელებიც ეთანხმებიან.

ამას ემატება სასმელი წყლის პრობლემაც, განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში არიან საერთო ბინის მაცხოვრებლები. 
-"წყალი გრაფიკით მოგვეწოდება, ხან სამ დღეში ერთხელ მოდის და ხან კვირაში ერთხელ. ამ პრობლემას თუ მიხედავენ, ძალიან კარგი იქნება," _ აღნიშნა შოველი ბეროშვილმა.

მიმდინარე წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის~ ფარგლებში კაჭრეთისთვის 61 651 ლარი გამოიყო. ბაბულია შენგელიძის თქმით, მოსახლეობამ სოფელში გამართულ კრებაზე პრიორიტეტული საკითხები თავად დაასახელა: 
-"კრებას მეც დავესწარი და ის პრობლემები დავასახელეთ, რაც ძალიან გვაწუხებს. იმედი გვაქვს, ყველაფერი მოგვარდება. რაც შეეხება გასულ წელს, სოფელში თითქმის არაფერი შეცვლილა. როგორც ამბობენ, შარშან თანხა დარჩა და ისევ ბიუჯეტში დააბრუნეს."
 
აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ირაკლი მინდიაშვილი.
უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობს კაჭრეთის მკვიდრი ლელა იმერლიშვილი. 
-"სანიაღვრე არხებში მარტო "ლატოკები" ჩაალაგეს და ისიც უხარისხოა. წყალი ისევ სახლში შემოდის და კედელიც ჩამომინგრია."
 
როგორც კაჭრეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გივი რამაზაშვილი  ამბობს, სარწყავ არხებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას სოლიდური თანხა სჭირდება, რის გამოც საკითხის გადაჭრა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" ვერ მოხერხდება. 
რაც შეეხება წყალმომარაგებას, რწმუნებული მოსახლეობის პრეტენზიებს არ ეთანხმება და განმარტავს, რომ წყალი ორ დღეში ერთხელ რეგულარულად მიეწოდებათ. 
-"არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ სოფელში წყალი ერთი კვირა არ მოსულიყო. აქვე გეტყვით, რომ იგეგმება ჭაბურღილის მოწყობა და ცენტრალურ უბნებში ასფალტის დაგება, მაგრამ არა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში. პროექტი გამგეობაში წარვადგინეთ და ეს პრობლემებიც აღმოიფხვრება," _ აღნიშნა "სპექტრთან" სატელეფონო საუბარში გივი რამაზაშვილმა და აქვე მიმდინარე წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასახელებულ პრიორიტეტებზეც ისაუბრა:

-"მოსახლეობამ შემდეგი პრიორიტეტული საკითხები შეარჩია: 1. მუსიკალური სკოლის ჭერის შეკეთება,შელესვა-შეღებვა, ფანჯრების გამოცვლა 2. სასაფლაოს გაფაროება 3. საჯარო სკოლიდან "ქიტოაანთ უბნამდე" ღამის განათების მოწყობა 4. კაჭრეთის კომბინატიდან "დარბის უბნამდე" განათების მოწყობა 5. კაჭრეთის სახანძროს შელესვა-შეღებვა 6. კულტურის სახლის კედლის გამაგრება 7. სასაფლაოსა და ნაკვეთებთან მისასვლელი გზების მოხრეშვა 8. ღვარსადენების გაწმენდა 9. სოფლისთვის ავტომანქანის შეძენა, რაც საშუალებას მოგვცემს მოხრეშვითი სამუშაოები ჩვენ ჩავატაროთ ან სოციალურად დაუცველებს მოსავლის დაბინავებაში მივეხმაროთ."

საგულისხმოა, რომ მუსიკალური სკოლისა და კულტურის სახლის  რეაბილიტაცია პრიორიტეტად გასულ წელსაც დასახელდა და სამუშაოები სამ-სამი ათასი ლარით დაფინანსდა, თუმცა ძირითადი საკითხები კვლავ მოუგვარებელია. ამის მიზეზად გურჯაანის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ირაკლი მინდიაშვილი იმ არგუმენტს ასახელებს, რომ გასულ წელს გამოყოფილი თანხა პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ იყო.



თამარ კაპანაძე
01.04.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
15-11-2018
2.7045   -0.0110
3.0474   -0.0043
3.4931   -0.0094
3.9893   -0.0155
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 8 °C + 10 °C
ღამით + 4 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.