მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
გურჯაანში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების შეგროვება დაიწყო
ხელოვანს, რომელიც თავის საქმის პროფესიონალია და არ აქვს ნიჭის წარმოჩენის საშუალება, კულტურის სამინისტროს სპეციალური ფონდი მატერიალურ ან ფინანსურ დახმარებას გაუწევს. გურჯაანის მუნიციპალიტეტში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების შეგროვება დაიწყო, რაც მის დაცვასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

როგორც "სპექტრთან" საუბარში გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის,  განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა აღნიშნა, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების შეგროვების პროცესში ისინი აქტიურად არიან ჩართულები.

-"ჩვენი მიზანია დავიწყოთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების მოძიება, რომელიც ძალიან ფართო სპექტრს მოიცავს. ამის შესახებ მომართვა კულტურის სამინისტროდან გასული წლის ბოლოს მივიღეთ. პროცესი მარტო გურჯაანში კი არა, მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობა 2 სახისაა: მატერიალური: ანუ ეკლესია-მონასტრები, ციხესიმაგრეები, არქეოლოგიური ძეგლები და ა.შ. და არამატერიალური: ხალხური თქმულებები, სიმღერები, იგავ-არაკები, ზღაპრები, ფარდაგები, გობელენები, ძველი ქართული კერძების რეცეპტები, ძველი ხალხური მედიცინა, ოქრომჭედლობა და სხვა. სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს კვლევა," _ განმარტა მან.

მისივე თქმით, ამ საქმიანობაში ჩართულია ადგილობრივი თვითმმართველობა, სოფლის რწმუნებულები და საჯარო სკოლები, რომელთაც ინფორმაციის მოძიება ევალებათ. 
-"პროექტის მიზანია, შევინარჩუნოთ ის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რაც წინაპრებისგან გადმოგვეცა. ხელი შევუწყოთ მათ პოპულარიზაციასა და აღორძინებას. უნდა მოვნახოთ პიროვნებები, რომლებიც ამ სფეროში არიან დასაქმებულები. შედგენილია სპეციალური ფორმები, სადაც მითითებული იქნება როგორც პიროვნების კოორდინატები, ასევე ფოტოსურათი. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ადვილი არ არის მოიძიო ინფორმაცია თითოეულ სოფელში. ამიტომ ჩავრთეთ საქმეში რწმუნებულები. მათ ორი კვირის ვადაში უნდა მოიტანონ მონაცემები, რის შემდეგაც ამ ადამიანებს ინდივიდუალურად შევხვდებით და გავესაუბრებით. ისინი, რომლებიც გამოირჩევიან ამ სფეროში პროფესიონალიზმით და აქვთ წარმატებები, მიიღებენ მონაწილეობას კონკურსებში არამარტო რესპუბლიკის მასშტაბით, არამედ საზღვარგარეთაც."
 
თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, კულტურის სამინისტროში შექმნილია სპეციალური ფონდი, რომელიც მიზნად ისახავს ამ ადამიანების წახალისებას და ხელშეწყობას, რათა მათ მომავალში უფრო აქტიურად გააგრძელონ მუშაობა. პიროვნებას, რომელიც თავის საქმის პროფესიონალია და არ აქვს ნიჭის წარმოჩენის საშუალება, ფონდი გაუწევს მატერიალურ ან ფინანსურ დახმარებას. 
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მისი პოპულარიზაციის შესახებ დადგენილება იუნესკომ 2001 წელს მიიღო. პროცესს, რომელშიც მსოფლიოს 143 ქვეყანაა ჩართული, საქართველო 2007 წელს შეუერთდა. 

მარინა პეტრიაშვილი




01.04.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „სპექტრი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
28-05-2018
2.4805   0.0000
2.9044   0.0000
3.3087   0.0000
4.005   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 24 °C + 29 °C
ღამით + 17 °C + 15 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.