მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
კონკურსში 100 მოსწავლე მონაწილეობდა
კონკურსში 100 მოსწავლე მონაწილეობდა

კონკურსში მონაწილეთა ათ-ათი სტატია შესაფასებლად დაურიგდათ ჟიურის წევრებს, რომლებმაც გამოავლინეს გამარჯვებულები. წარმოდგენილი მასალები გაზეთში კორექტურის გარეშე იბეჭდება.

ომი და მისი შედეგები

`თუ გსურს მშვიდობა, ემზადე მისთვის!~ (ში ვის პაცემ, პარა პაცემ!) მოგვიწოდებს ლათინური ანდაზა და ჩვენც _ მრავალტანჯული ქართველები ცივილიზებულ ოცდამეერთე საუკუნეში ვემზადებოდით წარსულის წყლულების მოსაშუშებლად, ვემზადებოდით მშვიდობისათვის. მაგრამ, 2008 წლის 9 აგვისტოს ჩემი ქალაქის (გორი) თავზე გამოჩენილმა რუსულმა ბომბდამშენებმა დაარღვიეს ნანატრი, ცრემლითა და სისხლით მოპოვებული მშვიდობა და წყლულზე წყლული დაუმატეს შავებგაუხდელ ქართველ დედას.
დიახ, მე აგვისტოს ხუთდღიან ომზე გესაუბრებით, `რომელმაც შეძრა მსოფლიო~ და რომლის უშუალო მსხვერპლიც თავად გახლავართ.
ომი მალე დამთავრდა, მაგრამ დატოვა ჭრილობები, შიში, დაუცველობის განცდა...
ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება რეანიმაციაში გატარებული, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ტკივილით აღსავსე დღეები (19 დღე). არასოდეს დამავიწყდება სასახლეში მწოლიარე მეგობრის გაყინული და გაქვავებული სხეული (იგი სულ რაღაც თხუთმეტი წლის იყო).
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემთვის ომს დადებითი შედეგიც ჰქონდა. დავინახე, რა ძვირფასია ჩემი მშობლები, მეგობრები, ქალაქი, ქვეყანა...
ვისწავლე ის, რომ `პური მშვიდობის დროს უკეთესია, ვიდრე ნამცხვარი ომის დროს~ (სლოვაკური ანდაზა).
დასასრულს, მინდა ყველას თანადგომა შემოგთავაზოთ, რადგან თუ ერთ მუშტად ვიქნებით შეკრულნი, ვერც ხილული მტერი მოგვერევა და ვერც უხილავი. მინდა მთელმა ერმა ერთსულოვნად გავაგრძელოთ გზა, რომელსაც მშვიდობა ჰქვია, ვინაიდან `არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თავად არის გზა.~

ქერდიყოშვილი ელენე
გორი #9 საჯარო სკოლა

შეაფასა ნათია ხაჩიურმა

`ვაჩუქოთ ადამიანებს ღიმილი
_ ქველმოქმედება ჰარმონიული სამყაროს შესაქმნელად~

ღიმილი _ ეს არის ერთ-ერთი და შეძლება ითქვას ერთადერთი რამ, რისი ჩუქებაც შეგვიძლია ადამიანებს ერთურთისთვის გასამრჯელოს გარეშე. ღიმილის ერთმანეთისთვის მიძღვნა შესაძლოა ყველგან და ყოველთვის: როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, დღეც და ღამეც... სკოლაშიც და გარეთ, სახლშიც და სხვა დაწესებულებებში.
უბრალო გაღიმებით შესაძლოა შევცვალოთ ჩვენი და სხვა პიროვნებების განწყობა, რომელსაც ვუღიმით, მთელი დღე გაგვყვეს დადებითი მუხტი, ის სითბო, რაც ახლავს თან ამ უბრალო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის მომცემ, გამომაცოცხლებელ და ხალისის მომტან გაღიმებას.
ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ პირადად მე ვყოფილვარ ცუდ ხასიათზე, მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი თბილი და გულწრფელი გაღიმება ან მისალმება, რომ მთელი დღე და ზოგჯერ რამდენიმე კვირაც გამყოლია ის დადებითი და კარგი განწყობა. ამიტომ ხშირად ვცდილობ ხალხს გავუღიმო, სულ უბრალო გამვლელსაც კი, რომელსაც მძიმე ტვირთი მიაქვს და შეწუხებული ჩანს ან უნარშეზღუდულ ბავშვს, რომელიც ჩემი სკოლის დერეფანში ხშირად მხვდება. ამით ვცდილობ ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო, ვაგრძნობინო, რომ ვუთანაგრძნობ და ვამხნევებ მათ.
ვფიქრობ კარგი იქმება თუ დაწესდება ღიმილის დღე, მონაწილეები შეიკრიბებიან, საჯარო მსვლელობას მოაწყობენ, აჩუქებენ ერთმანეთსა და გამვლელებს ღიმილს. ღიმილი ხომ ქველმოქმედებაა ჰარმონიული სამყაროს შესაქმნელად. ასეთი დღეები უნდა იყოს ხშირად, რამდენჯერმე წელიწადში, რომ ადამიანებს მუდამ ახსოვდეთ რამდენს ნიშნავს უბრალო და წამიერი გაღიმება თვით ადრესანტის, ადრესატის და მთელი საზოგადოებისათვის. სწორედ ამიტომ ჩემი მოწოდებაა, გამოვიდეთ ქუჩაში და გავახსენოთ ხალხს, თუ როგორი ძვირფასია ღიმილის ჩუქება, ეს ხომ სიკეთის ერთგვარი გამოვლინებაა და ამ საუკუნეში ცოტასღა თუ ახსოვს მისი მნიშვნელობა.

ხაჩირაშვილი სალომე
გორის #4 საჯარო სკოლა

შეაფასა რეზო ოქრუაშვილმა

რატომ უყვართ ერთმანეთი

კაცი: _ რატომ უყვართ ერთმანეთი?
სიყვარული: _ უკაცრავად.
კაცი: _ მე გკითხეთ: რატომ უყვართ ერთმანეთი? _ მეთქი.
სიყვარული: _ თქვენ გყვარებიათ?
კაცი: _ არა.
სიყვარული: _ ალბათ ამიტომ მისვამთ ამ კითხვას.
კაცი: _ თქვენ გყვარებიათ?
სიყვარული: _ მე ყოველთვის მიყვარს.
კაცი: _ ვინ?
სიყვარული: _ სიყვარული.
კაცი: _ რა არის სიყვარული?
სიყვარული: _ გრძნობა, რომელსაც ყველაფერი შეუძლია.
კაცი: _ მაინც რა შეუძლია?
სიყვარული: _ შეუძლია ადამიანს გააკეთებინოს ის, რასაც ცხოვრებაში არასდროს არ გააკეთებდა.
კაცი: _ მაინც რას?
სიყვარული: _ სიცოცხლე დათმოს.
კაცი: _ კი მაგრამ ეს რა სიყვარულია? რაღად მინდა მისი სიყვარული თუ მე მოვკვდები?
სიყვარული: _ სიყვარული სწორედ ეს არის. როდესაც ვინმე გიყვარს, რომ საკუთარი თავი არ გაღელვებს. შენ ბედნიერი ხარ იმით, რომ ის არის ბედნიერი, შენ ცოცხლობ მაშინ, როდესაც ის არის შენს გვერდით.
კაცი: _ მე არ მესმის ასეთი სისულელე როგორ უნდა დაიჯერო. მე არასდროს არ შემიყვარდება და თუ შემიყვარდება ასეთ რამეს არავისთვის არ გავაკეთებ.
სიყვარული: _ შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ ეჭვი მეპარება.
კაცი: _ არ მესმის როგორ იტანჯებიან სიყვარულისთვის, თუ ეყვარები, ეყვარები თუ არა და ყველას თავისი გზა აქვს. თუ უარს მეტყვის სხვასთან წავალ და სიყვარულის გულისთვის თავს არ დავიტანჯავ.
სიყვარული: _ წარმატებებს გისურვებ.
რამდენიმე წლის შემდეგ
სიყვარული: _ გამარჯობა.
კაცი: _ გაგიმარჯოს.
სიყვარული: _ როგორ ხარ?
კაცი: _ ვიტანჯები.
სიყვარული: _ რატომ?
კაცი: _ შემიყვარდა.
სიყვარული: _ ვინ?
კაცი: _ ერთი ლამაზი არსება. მან მთელს ჩემ ცხოვრებას აზრი მისცა... მან მაიძულა მთლიანად შევცვლილიყავი....
სიყვარული: _ კი მაგრამ, როგორ?
კაცი: _ უბრალოდ ასე მოხდა.
სიყვარული: _ ახლა ერთად ხართ?
კაცი: _ არა.
სიყვარული: _ რატომ?
კაცი: _ უარი მითხრა.
სიყვარული: _ კი, მაგრამ რატომ? ეტყობა საკმარისად ვერ შეიყვარე.
კაცი: _ არა! არა! პირიქით... მე ის მთელი გულითა და სულით მიყვარდა. მის გამო ტყვიას გადავეფარებოდი, სიკვდილს არ შევუშინდებოდი, ჩემთვის მისი ერთი სიტყვაც კი კანონი იყო. მას რომ ეთქვა წყალში გადახტიო _ გადავხტებოდი, რომ ეთქვა მთა გადადგიო _ გადავდგამდი. ყოველ წუთს ვახსენებდი, რომ მე იგი ძლიერ მიყვარდა. მე მისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. მე მას ყველაფერს ვპირდებოდი, მაგრამ....
სიყვარული: _ რა მაგრამ? რა გიპასუხა?
კაცი: _ მან მითხრა, რომ არ უყვარს მონები....

მარიამ დავითაშვილი
გორის #2 საჯარო სკოლა

შეაფასა ლამარა შაყულაშვილმა

რა არის პატრიოტიზმი

მსოფლიოს ისტორიაში უამრავი ადამიანი დაიბადა და თითოეულ მათგანს დამოუკიდებელი ხედვა ჰქონდა და აქვს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა XXI საუკუნეში, რადგან დღეს ვერავის მოვთხოვთ, რომელიმე დოგმას ემსახუროს.
რაც შეეხება პატრიოტიზმს, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც გაიყოფა საზოგადოებრივი აზრი, რადგან ყველას თავისებურად ესმის იგი. გავიხსენოთ, ჯერ კიდევ წინა საუკუნეებში იყო ამ საკითხზე დავა. არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანთა ღვაწლიც, რომლებიც პატრიოტული გრძნობით განწყობილნი ეძებდნენ იმ ადამიანებს, ვისაც `ღამე არ ეძინათ სამშობლოზე ფიქრით გულაღტკინებულთ.~
საერთოდ, პატრიოტიზმი უფრო მეტად გრძნობად მიმაჩნია ვიდრე ხედვად, ან ცხოვრებისეულ მოტივად, რადგან შეუძლებელია, თუ გულიდან არ მოდის ამ ყოველივემ ნაყოფი გამოიღოს. დღეს ყველა სიტყვით პატრიოტი ვართ, მაგრამ, როგორც ილია იტყოდა: `ჩვენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგვთხოვოს მაშინ რა ვქნათ? ნუთუ შევძლებთ, ღვიძლი სიტყვის თქმას, რომ მტირალს ცრემლი მოვწმინდოთ, დავრდომილი ვანუგეშოთ?” აი ესაა საკითხავი.
ეს საკითხი არამარტო დღეს, არამედ ბევრად უფრო ადრეც იყო აქტუალური, მაგრამ ამ ყველაფერს მაშინ უფრო სხვა შემართებით უდგებოდნენ. რატომღაც მგონია, რომ ის პატრიოტული სული, რომელიც მართლაც გულიდან მოდიოდა ადრე უფრო მეტად ღვიოდა ჩვენ ძარღვებში, თუ არა მაშ რამ გაგვაძლებინა აქამდე?! მტერი აურაცხელი გვეხვეოდა, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე, მაგრამ დღემდე მოვაღწიეთ, მათი სისხლის თითოეული წვეთის ფასად. არ შემიძლია ისევ ილიას სიტყვები არ მოვიშველიო, ნამდვილი პატრიოტი სამშობლოს უნდა ემსახუროს, მისი ტკივილით ცხოვრობდეს და მისი ავი თუ კარგი გაიზიაროს, ნამდვილი პატრიოტი ისაა, ვინც ჯერ საკუთარი ქვეყნის დიდებაზე ფიქრობს, ნურავინ დაიტრაბახებს, რომ ყველა ერი ერთნაირად უყვარს, რადგან ბავშვსაც რომ ვკითხოთ რომელი კუთხე უფრო უყვარს, გვიპასუხებს, იქ სადაც გაიზარდა და დედის ტკბილი ნანა ჩაესმოდა ძილის წინ, შემდგ კი სხვებს გაიხსენებს.
მე ვთვლი, რომ ნამდვილი პატრიოტი იმავე დროს კოსმოპოლიტია. პატრიოტიზმი შენი საკუთარის სიყვარული, მისთვის თავდადება და შრომაა, რაც ამავე დროს მსოფლიოსაც ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ შოთა რუსთაველი ქართველი იყო, მისი პოემა მსოფლიოშია ცნობილი და მსოფლიო ამაყობს მისით, იგივე შეიძლება ითქვას შექსპირზეც და მრავალ სხვაზეც, მაგრამ `ვეფხისტყაოსანით~ ისე ვერავინ იამაყებს, როგორც ქართველი.
ასე რომ, პატრიოტიზმი პირველ რიგში არის საკუთარის სიყვარული, რომელიც დასაბამს აძლევს კოსმოპოლიტიზმს.

ლელა გიუნაშვილი
ფლავის საჯარო სკოლა

შეაფასა გვანცა დოლუაშვილმა
ნარკომანია _ დანაშაული თუ ავადმყოფობა?!

ნარკომანია დღეს მთელი მსოფლიოსთვის მძიმე პრობლემაა. რა არის ნარკომანია? დანაშაული თუ ავადმყოფობა?! ამ კითხვას შეგვიძლია ინტერპრეტაციით ვუპასუხოთ, მაგალითად: თუ ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ნარკომანია ეს არის დანაშაული, უნდა აღინიშნოს ნარკომანი ადამიანის ბრალეულობა რადგან ის, გაუთვითცნობიერებლად, რეალობას მოწყვეტილი, ზიანს აყენებს საკუთარ თავს და ახლობლებს, დანაშაულს უშუალოდაც იდენს როგორც საკუთარი თავის, ასევე ახლობლების წინაშე. იქიდან გამომდინარე, რომ ნარკომანიამ დღევანდელ რეალობაში ძალიან დიდი გავრცელების სახე მიიღო, ამ მტკივნეულ თემას უამრავი ფილმი თუ ნაწარმოები გამოეხმაურა. ამ ფილმებითა და ნაწარმოებებით მათი შემქმნელები ცდილობენ, რომ ჩასწვდნენ ადამიანის სულიერ მდგომარეობას და ჩაუნერგონ, რომ ნარკომანია ეს არის დანაშაული და ამასთანავე ავადმყოფობაც. ნარკომანი ადამიანი მის გარშემო მყოფ ხალხს აყენებს ფიზიკურ, მორალურ და ფსიქოლოგიურ ტკივილს, მაგრამ საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე ამას ვერ აცნობიერებს. იმ ფილმებიდან, რომელიც ნარკომანიას ეხება მე გამოვარჩევდი ფილმ `სუბორდინაციას~, რომელშიც საუბარია ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებაზე, რომელიც საკუთარი ნარკომანობის გამო გაყიდის ყველაფერს და საკუთარ თავთან ერთად ის ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდულობს საკუთარი მეგობრებითვისაც. ამ ფილმიდან ნათლად ჩანს, რომ მთავარი გმირი დამნაშავეა საკუთარი მეგობრების და ოჯახის წევრების წინაშე. ასევე ჩანს ისიც, რომ ეს ადამიანი ავადმყოფია. მხოლოდ ავადმყოფს შეუძლია, რომ საკუთარ მეგობარს გაუკეთო ასეთი რამ და გახადოს ნარკომანი.
მე ვთვლი, რომ აღნიშნული ფილმი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ნარკომანია მართლაც დიდი დანაშაულია და ავადმყოფობაცაა ამასთან ერთად. როდესაც გაქვს საშინელი გამძაფრებული სურვილი ნარკოტიკის მიღებისა, როცა დაკარგული გაქვს ფიქრისა და აზროვნების გრძნობა და შენი გონება მხოლოდ ნარკოტიკისკენაა მიმართული, როდესაც არ გადარდებს რა ხდება შენს ირგვლივ ვერც კი ამჩნევ, რომ შენს გარშემო ხალხია, სამყაროა და შენი საქციელით ტკივილს აყენებ შენს გარშემო მყოფ ხალხს.
თუ დავფიქრდებით ნარკომანიის შედეგებზე მივხვდებით თუ როგორი სავალალოა დღევანდელი მდგომარეობა და სასწრაფო გზა გვჭირდება იმის, რომ ეს პრობლემა სამუდამოდ დავამარცხოთ და ამოვშალოთ საზოგადოების ცნობიერებიდან.

შაყულაშვილი ვიკა
კარალეთის საჯარო სკოლა

შეაფასა ოლია ბრეგვაძემ


`მარტო ხე~

მე მინდა ეს სტატია ერთ პატარა ბიჭს და ხეს მივუძღვნა, რომლის ვინაობაც ჩემთვის უცნობია, მე როგორც ჟურნალისტს არ მაქვს უფლება ჩემი დამოკიდებულებით დატვირთული სტატია გამოვაქვეყნო, მაგრამ ამ ამბავმა იმდენად აღმაფრთოვანა, მე გადავწყვიტე...
მიტოვებულ სოფელში ფუღუროიან უზარმაზარ მუხას გადავაწყდი ერთ-ერთი სიუჟეტის გაკეთების დროს... ეს ხე ჩემს ყურადღებას არ მიიქცევდა რომ არა სოფლის მკვიდრი, რომელმაც მასზე უძველესი ისტორია მომიყვა.
ორ სოფელს შორის დავა საუკუნეებს ითვლიდა, თურმე ერთმანეთს სიცოცხლის ბოლო წვეთამდე ებრძოდნენ, აოხრებდნენ, აწიოკებდნენ, ტყეებს წვავდნენ. მრავალ ხანძარგამოვლილი მუხა მაინც ამაყად გადმოჰყურებდა ტრიალ მინდორს, რომელზეც მხოლოდ რამოდენიმე ნასახლარი და ორი-სამი კომლი შემორჩენოდა. ორსაუკუნოვანი ხე ვერანაირმა შემოტევამ ვერ წააქცია, ვერ დააჩოქა. ხოლო ერთ ზაფხულს მეხი დაეცა, მუხა შუაზე გაყო, თითქოს გული ამოაცალა, მაგრამ იგი ისევ, ისევ ამაყად იდგა ორი ნასოფლარის სადარაჯოზე, როგორც შიკრიკი. სტატიის დასაწყისში ბიჭიც ვახსენე. მისი ისტორიაც საინტერესოა... თურმე ერთი სოფლის მკვიდრი იყო მამა, მეორესი დედა, როდესაც მათმა მშობლებმა სიყვარულის ამბავი გაიგეს, მამა მოკლეს, ხოლო დედა გამოიპარა სოფლიდან, მუხას მიეკედლა, დაიმალა. ექვსი წლის იყო ბიჭი, როდესაც დედა წავიდა და აღარ დაბრუნდა, მას მერე მუხა და ბიჭი დარჩნენ მარტო, მაგრამ მათ ერთმანეთი ჰყავდათ და გაერთიანდნენ. მარტოხელა ხეს ბიჭის სახით ბუნებისგან წართმეული გული და სუნთქვა დაუბრუნდა. ეს პატარა ჭაბუკი მუნჯია, ეხუტება მუხას, არავისთან კონტაქტობს..
დადის ლეგენდები თითქოს დედამ თავი მოიკლა და მისი ცოდვა შვილზე გადავიდა, ასევე ამბობდნენ რომ მუხა შელოცვილი იყო და არავინ ეკარებოდა გარდა უწმინდურებისაო... ეს ლეგენდებია, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მარტო ხე მარტო აღარაა მას გული და მეგობარი აძლიერებს.

თეონა დურგლიშვილი
ბაერშუეთის საჯარო სკოლა
შეაფასა რევაზ ნადირაძემ

`წერილი მეგობარს~

საქართველოში გაზაფხულის კიდევ ერთი ლამაზი დილა გათენდა. მე კი ისევ და ისევ შენ მომაგონდი ჩემო მეგობარო. ჩემი ფიქრები ისევ შენსკენ წამოვიდა, რადგან შენ განსაკუთრებით გიყვარს გაზაფხულის დილა საქართველოში. ახლა კი ვიცი, რომ უფრო მეტად გიყვარს და გენატრება, ჩემო ქართველო ემიგრანტო... დილას პარკში ვიყავი და იცი რა გამახსენდა? ყოველ დილით, ერთად, რომ ვტკბებოდით ჩვენი ქალაქის სილამაზით. მინდა გითხრა, რომ ჩვენი ქალაქი თბილისი კვლავ ისეთი ლამაზია, გაზაფხული ისევ ისე ლამაზად ჰყვავის ჩვენს ქალაქში, ირგვლივ მიმოვიხედე და გავიფიქრე, ნეტავ ამისთანა ქალაქი არსებობს კი დედამიწის ზურგზე? ამაზე პასუხს შენ მაძლევ ყოველთვის, შენი ცრემლიანი და ნაღველშერეული ხმა, რომ თბილისი ერთია და მორჩა...!!!
სულ 10 წუთის წინ მელაპარაკე, მაგრამ თითქოს ვერ შევძელი ამ ყველაფრის ხმამაღლა თქმა, ვერ შევძელი თქმა და გამოხატვა იმ დიდი მონატრების, რასაც შენდამი ვგრძნობ, თითქოს ხმამაღალ და ზემოთ ამოსულ სიტყვებს არ შესწევდა ძალა ეს ეთქვა რასაც ახლა გწერ: არ იდარდო სულ ცოტა გაუძელი შენს დარდებს, შენს მონატრებას, შენს ნოსტალგიას, რადგან `დარაბებს მიღმა გაზაფხულია~. შენი ცრემლები ჩემთვის ისეთივე მწარეა, როგორც შენთვის და შენი ღიმილი ისე ათბობს ჩემს სულს, როგორც არაფერი სხვა და ვერავინ.
შენ ის ემიგრანტი ხარ, რომელიც ყოველთვის ლოცულობს საქართველოსთვის, ენატრება საქართველოს მიწა, ხმაურიანი თბილისი, თბილისის ცა, წვიმა, თოვლი, მზე. თითქოს შენში უფრო მეტად ღვივის სამშობლოს სიყვარული, რომელიც მე კიდევ მეტად მაგრძნობინებს თუ რამხელა ვალდებულება და ღვთის წყალობაა იყო ქართველი და ცხოვრობდე საქართველოში....!
ბოლოს მხოლოდ ერთს გთხოვ რწმენა არ დაკარგო და შენს დარჩენილ ერთ წელს ისეთივე მხნედ გაუძელი, როგორც აქამდე. აქ კი მე და თბილისი დაგელოდებით. მხოლოდ ამ ერთ გაზაფხულის დილას შევეგებები მარტო და ისევ გავაგრძელებ შენზე ფიქრს.. მიყვარხარ და მენატრები ჩემო მეგობარო...
შენი ნინი!

ნინო შოშაშვილი
ბერშუეთის საჯარო სკოლა

შეაფასა მედეა მახარაშვილმა

`ფეხმოტეხილი თოჯინა, რომელიც ბავშვობიდან შემომრჩა~

ბავშვი პატარაობიდანვე იწყებს ისეთ ნივთებზე ყურადღების გამახვილებას, როგორიც არის სათამაშო თოჯინა. იგი მისთვის ხშირ შემთხვევაში მეგობარიცაა, დედაც და შვილიც. ცდილობს იზრუნოს მასზე და ყოველთვის ყავდეს გვერდში. პატარა რაც უფრო იზრდება და გადადის ადრეულ ასაკში, მისთვის სათამაშო ნივთები უცხოვდება. მას ყურადღება გადააქვს სხვა ნივთებზე და თემებზე, ხოლო თოჯინა, რომელიც მთელი ბავშვობა მასთან იყო, გაუფერებული და უსარგებლო ხდება. იგი აღარავის სჭირდება, სევდიანი თოჯინა არის თავისთვის, სახლის ერთ კუთხეში და ელოდება იმ დღეს, როდესაც მას მიაქცევენ ყურადღებას, იზრუნებენ კვლავ მასზე, თუმცა იგი უკვე აღარავის სჭირდება. სევდიანი თოჯინა არის თავისთვის, სახლის ერთ კუთხეში და ელოდება იმ დღეს, როდესაც მას მიაქცევენ ყურადღებას, იზრუნებენ კვლავ მასზე, თუმცა იგი უკვე აღარავის სჭირდება. ერთი დღეც გათენდება და სათამაშო აღმოჩნდება ისეთ ადგილას სადაც მხოლოდ უსარგებლო ნივთებს ყრიან, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა მოზარდის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როდესაც გინდა გახდე პატარა, გქონდეს შენი თოჯინა, რომელსაც მთელი წლები გვერდიდან არ იშორებდი, იყო ლაღი და თავისუფალი როგორც ადრე.
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და გახარებული მაშინ ვიყავი, როდესაც სამი წლის ასაკში ნათლიამ პატარა თოჯინა მიყიდა. იგი ძალიან საყვარელი და უსუსური იყო. იმის მიუხედავად, რომ თოჯინები არასდროს მიყვარდა იგი გახდა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი, რომელთანაც შემეძლო მეთქვა ყველაფერი, გამეზიარებინა მისთვის ჩემი დარდები.
გავიდა წლები, მეც როგორც სხვა ბავშვები თოჯინის მიმართ დავკარგე სიყვარული და ინტერესი. იგი იყო თავისთვის, მარტო, დაუცველი. მე აღარ მჭირდებოდა ნივთი, რომელიც მხოლოდ ბავშვობას მილამაზებდა. იმას ვერ ვხვდებოდი, რომ მას ისევ სჭირდებოდა ზრუნვა მერე რა რომ იგი იყო უსულო ნივთი, რომელსაც არ სჭირდებოდა არაფერი. ჩემს ცხოვრებაში დადგა ის წუთი, როდესაც სურვილი მქონდა დამებრუნებინა ბავშვობის წუთები, თუნდაც ის წუთები სადაც თოჯინა იყო ჩემთან. ახლა იგი თითქოს ისეთი აღარაა როგორც ადრე. დრო მორევია და გაუქუცია, გაუტეხია, მაგრამ იგი ისევ ჩემი საყვარელი თოჯინაა, თოჯინა რომელმაც მთელი ბავშვობა ლაღად გამატარებინა. მე ისევ ძლიერ მჭირდება იგი.

მარიამ გაზაშვილი
გორის # 10 საჯარო სკოლა

შეაფასა ია თინიკაშვილმა


ბუნების სიბრძნე და თანამედროვე ტექნოლოგიები

ბუნების სიბრძნე, ბუნების ენა, ყველასათვის მიუწვდომელი სამყარო. შეიძლება ერთი შეხედვით ადამიანმა იფიქროს ის რომ ბრძენი მხოლოდ ადამიანი იყოს, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი. მაგრამ რეალური შეხედულება ამისა სხვაა; ნუთუ შეიძლება რომ ბრძენი ბუნებაც იყოს? ბრძენი არა, მე ამ სიტყვას მბრძანებლით შევცვლიდი. ბუნება მბრძანებელია! ბუნება არის საწყისი ადამიანის სიცოცხლისა, მისი კეთიდღეობისა. იგია ჩვენი მუდმივი უშრეტი წყარო. დიახ, ბუნება უკვდავ წყაროს ჰგავს, რომელიც ძალიან მაღალი მთიდან მოედინება, წინ კი ვერავინ გადაუდგება, ვერავინ შეაჩერებს.
ბუნების სასწაული, ჩვენ ვართ, ადამიანები! ადამიანი წარმოშვა ღმერთმა და საუფლოშიც მისცა ადგილი, მაგრამ ყველაზე დიდ საჩუქრად მას ბუნება არგუნა, დაასახლა ის ბუნებაში და მისი მოვლაც დაავალა, მაგრამ ახლა ბუნება `გვპატრონობს~ ჩვენ. დიახ, გვპატრონობს! ამ სიტყვებში გადამეტებული არაფერია, რადგან არ ვიცით ჩვენ ამის ფასი, რადგან ცოცხალი ვაქციეთ მკვდარად. ბუნება ყველგანაა, ბუნება ადამიანშიცაა, მაგრამ ყველასთან განსხვავებული. ადამიანის ბუნება სხვაა, ჩაუწვდომელი. როგორც ვთქვით ბუნება მდინარესავითაა, მუდმივი წყაროა, მაგრამ დღეს ოცდამეერთე საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ და დიდმა გავრცელებამ, ადამიანის ეს სიტყვები ცოტა არ იყოს შებღალა, მდინარის კალაპოტს საფრთხე შეექმნა და მიმართულებაც უცვალა. გლობალიზაციაც სწორედ ესაა. გლობალიზება უდიდეს საფრთხეს უქმნის დედამიწას, ჩვენს მომავალს, ჩვენ ახალ თაობას, მაგრამ, ჩვენ არ ვიცით ამისი ფასი, რადგან ბუნებას არა აქვს ენა.
ეს ხომ ჩემი აზრია, მსგავსი აზრები ბევრია ჩემში.
ბუნების გაფრთხილება ჩვენი ვალია, ვალი რომელიც ყველამ უნდა მოიხადოს, თუნდაც იმიტომ, რომ ბუნებით ვცხოვრობთ, ბუნებით გვიყვარს და ბუნებით ვკვდებით.

რომან გამგებელი
ყელქცეულის საჯარო სკოლა

შეაფასა საბა წიწიკაშვილმა
xalxis gazeTi
31.05.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: ”ხალხის გაზეთი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
23-10-2017
2.4864   0.0000
2.9344   0.0000
3.2753   0.0000
4.3213   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 19 °C + 17 °C
ღამით + 9 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.