მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
კიდევ ერთი ლამაზი დღე
ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სცენა საბავშვო ოპერის მსახიობებს დაეთმო, რომლებმაც წარმოადგინეს ჯოაკინო როსინის სევილიელი დალაქის მიხედვით რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის მიერ დადგმული მოსასმენი სანახაობა - ოპერის თეატრი. 
როგორც, სპექტაკლის დასაწყისში ბავშვების გასამხიარულებლად გამოსულმა კლოუნმა აღნიშნა, ,,ოპერა თავისებურად ზღაპარია~ და მართლაც, უკვდავმა ოპერის მუსიკის შთამაგონებელმა ჰანგებმა, ამღერებულმა თოჯინებმა, დახვეწილმა დეკორაციამ ბავშვები მუსიკის ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურა.
_ ძალიან მომეწონა ოპერის თეატრი, დედას ვთხოვ, წამომიყვანოს მსგავსი თეატრების სანახავად, _ აღნიშნა პატარა მაყურებელმა გიორგი თაბუნიძემ.
_ თოჯინების საბავშვო ოპერის თეატრი მიზნად ისახავს, ჩვენს პატარებს ბავშვობიდან ჩაუნერგოს ოპერის, როგორც სინთეზური ხელოვნების ნაწარმოების სიყვარული, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების სულიერ და ზნეობრივ ჩამოყალიბებას, _ აღნიშნავს თოჯინების საბავშვო ოპერის თეატრის ,,მცირე პწკალას~ სამხატვრო ხელმძღვანელი ნოდარ ანდღულაძე.
პროექტი, რომელიც საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ,,თიბისი~ ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, ითვალისწინებს სპექტაკლის ჩვენებას მთელი საქართველოს მაშტაბით, რაც უდავოდ მისასალმებელი და მნიშვნელოვანია რაიონებში მცხოვრები ბავშვებისათვის.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სპექტაკლზე დასწრება უფასო იყო. ბორჯომში თეატრი 30 ივნისს დღის განმავლობაში 3-ჯერ წარსდგა მაყურებლის წინაშე.

ლონდა ფილიშვილი
11.07.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
24-05-2018
2.4491   0.0053
2.8711   -0.0158
3.271   -0.0171
3.9712   -0.0105
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 31 °C
ღამით + 17 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.