მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ბორჯომში მოზარდმაყურებელთა თეატრი დაარსდა
მოზარდმაყურებელთა თეატრი ,,თეატრონი~ შეიქმნა #3 საჯარო სკოლის ბაზაზე. ოთხი თვე იმუშავეს საპრემიერო სპექტაკლზე. ცნობილი დრამატურგის თამაზ ჭილაძის პიესაზე ,,ჩიტების ბაზარი~. მასში თავმოყრილი იყო ის თანამედროვე პრობლემები, რაც თაობიდან თაობაზე გადადის: ნარკომანია, სიგარეტის წევა, თანამედროვე კომუნიკაციებზე დამოკიდებულება, ტრადიციების დაკარგვა _ უფროსი თაობისადმი უპატივცემლო ურთიერთობა, გაუცნობიერებლად ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება და მალევე არშემდგარი ქორწინება. ვფიქრობ, დღეს ეს ყველაზე აქტუალური საკითხებია თანამედროვე მოზარდის ცხოვრებაში. სპექტაკლის ბოლოს სიმბოლურია, როცა სამოთხისკენ მიმავალ გზაზე აცილებენ თათუს დედას, მაგრამ ახალგაზრდა წყვილის ბედი კარგად მთავრდება. 
_ თანადგომისთვის მადლობას ვუხდით ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს, მხარდაჭერისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტს, _ გვითხრა ,,თეატრონის~ ხელმძღვანელმა ავთანდილ პაპიძემ.
აღნიშნული პიესა მოსწავლეებმა სამ მოქმედებად წარმოგვიდგინეს. როლებს კარგად ასრულებდნენ თინეიჯერი მსახიობები და სცენას ოსტატურად ფლობაზე. მაყურებლის მახვილ ყურს არც ეს ყოვლისმთქმელი ფრაზები გამორჩენია: ,,ოცი წელია აქ ვცხოვრობ, მაგრამ ზღვა საერთოდ თუ არსებობს, მახსოვს? ...სადღაა ზღვა?~, ,,თავი დავკარგეთ!~, ,,ნუ იქნება ომი!, ნუ გაამხეცებ ადამიანებს!~ მთავარი გმირის სიტყვები გამომაფხიზლებელ ეფექტს ახდენს: ,,რა მინდა ამ ჩიტების ბაზარში? ჩიტებივით უსტვენენ, ყრანტალებენ; ზოგი სხვას თამაშობს, ზოგი სხვას, ერთმანეთის არ გვესმის~. მწერლის ჩანაფიქრი და რეჟისორის სათქმელი მსმენელამდე უდავოდ მივიდა! სპექტაკლის სპონსორები გახლდნენNENNEN #1 ჩამომსხმელი ქარხანა და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი.
თამარ ჩაფიჩიძე, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი: _ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ფარგლებში ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ მესამე საჯარო სკოლასთან. ამჯერად თხოვნით მოგვმართეს თავად მოსწავლეებმა. ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ ასეთი პროექტების განხორციელებას.
იზაბელა გელაშვილი (თათუ), მთავარი როლის შემსრულებელი: _ ჩვენმა რეჟისორმა ბატონმა ავთომ შემომთავაზა მთავარი როლი, რაზეც სიხარულით დავთანხმდი. ძალიან რთული აღმოჩნდა საკუთარი თავისგან აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნების განსახიერება, მაგრამ უდიდესი გამოცდილება მივიღე და ვფიქრობ, მომავალში გამომადგება, თუ შესაბამისი პროფესია ავირჩიე.
ლიკა გოგოლაძე (ცუცა), მთავარი როლის შემსრულებელი: _ მონაწილეობა მივიღე კასტინგში და ამირჩიეს. მახარებს წარმატება, ყურადღება, მაყურებლის კმაყოფილება. მივიღეთ სხვა შემოთავაზებები და ძალიან მიხარია. მადლობა ბატონ ავთოს, ბევრი რამე ვისწავლეთ ამ მცირე ხანში. მას არაჩვეულებრივად ესმის ჩვენი.
ჩვენ კიდევ ბევრ სპექტაკლს და ულევ წარმატებებს ვუსურვებთ ნიჭიერ ახალგაზრდებს.  

მონიკა ჭანტურია
11.07.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Material misrepresentations in the application may be grounds for the insurance QuotesChimp to be relieved from its obligations under the insurance contract. So be hon�est, even if the agent suggests you fudge on the truth, which some commission-hungry agents sometimes do. The benefits you save may be your own.
: Short, sweet, to women chat levitra heliomeds.com viagra levitra information comparehealthinsur.com health insurance online quotes as the should be! FREE-exactly point, online life insurance bestlifeinsurpolicy.com
: I thank you humbly for sharnig your wisdom JJWY
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
15-08-2018
2.6343   0.0649
3.0047   0.0805
3.3645   0.0893
3.9453   0.1675
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 28 °C
ღამით + 18 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.