მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ვაკანსია: მცირე საოჯახო ტიპის სახლების მენეჯერი - ქუთაისი
SOS ბავშვთა სოფელი\", ქუთაისის \"SOS ბავშვთა სოფლის\" პროგრამის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას მცირე საოჯახო ტიპის სახლების მენეჯერის თანამდებობაზე. 

სამუშაო ადგილი: ქუთაისი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** იმერეთის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში არსებული 6 მცირე საოჯახო ტიპის სახლის მართვა/კოორდინაცია და ზრუნვის ხარისხის უზრუნველყოფა. 
** დაქვემდებარებული პერსონალის შესრულებული სამუშაოს შეფასება, ანალიზი და მონიტორინგი.
** მცირე საოჯახო ტიპის სახლების ძირითადი და ჩამნაცვლებელი აღმზრდელების დახმარება ოჯახზე დაფუძნებული ზრუნვის ფარგლებში არსებული სერვისების ეფექტურად განხორციელებაში.
** მზრუნველ პირებთან ერთად, ბავშვების ჯანსაღი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური და სამედიცინო მდგომარეობის უზრუნველყოფა;
** ოჯახზე დაფუძნებული ზრუნვის ფარგლებში არსებული მომსახურებებისა და პროგრამის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე (დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ჩათვლით), სამომავლო სტრატეგიული აქტივობების განსაზღვრისა თუ შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** ქუთაისსა და მის ახლომდებარე რაიონებში (იმერეთის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონები) ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მოქმედ სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება პედაგოგიურ, ფსიქოლოგიურ და/ან სოციალურ მეცნიერებებში;
** ზოგადი განათლების და/ან სოციალურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** პროექტის მართვაში/დაგეგმვა/მონიტორინგი/შეფასებაში გამოცდილება;
** ბავშვთა უფლებების და მასთან დაკავშირებული მიდგომების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა და ურთიერთობების დამყარების უნარი;
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების თავის გართმევის უნარი;
** პოზიტიური და პროფესიონალური მიდგომა: ორგანიზებული, შედეგებზე ორიენტირებული, ინიციატივიანი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** \\\\\\\"SOS ბავშვთა სოფლის\\\\\\\" ხედვისა და მიზნების გაზიარება;
** შესაძლებლობა და მზაობა, პერიოდულად გაემგზავროს მივლინებებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე;

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge ან წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე - ქუთაისი, ახალგაზრდობის შესახვევი №3, ქუთაისის \"SOS ბავშვთა სოფელი\", 2013 წლის 31 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია \"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი\" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია \"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი\" მოქმედებს \"SOS Children\'s Villages International\"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge


19.07.2013
ინფორმაცია მოწოდებულია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Thank you for this poat1#821&;ss a vegetarian I get much more upset about food worker conditions then animals conditions and I have always felt out of the mainstream on this issue. I would LOVE to eat fruit and vegetables and be confident that the people who picked them could eat them too.
: Deep thinking - adds a new diiomsnen to it all.
: That's 2 clever by half and 2x2 clever 4 me. Thsank!
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
23-10-2017
2.4864   0.0000
2.9344   0.0000
3.2753   0.0000
4.3213   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 19 °C + 17 °C
ღამით + 9 °C + 11 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.