მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
წარმატებების 5 წელი
წელს ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრ ,,English Language centre~-ს _ ჩვენს ქალაქში დაარსების 5 წელი შეუსრულდა. სასწავლებელს გააჩნია საკუთარი პროგრამა, რომელიც დამუშავებულია მთელი რიგი უცხოელი სპეციალისტების მიერ და აღიარებულია ეფექტურ მიმართულებად უცხო ენის შესასწავლად. ცენტრში არსებული სპეციალური სასერთიფიკატო პროგრამის გავლის შემდეგ, მოსწავლეებს საშუალება აქვთ თბილისში, ბრიტანეთის საბჭოში ჩააბარონ გამოცდები და აიღონ ინგლისური ენის შესაბამისი დონის საერთაშორისო სერთიფიკატი. 
სასწავლებლის მიზანია არა მარტო საფუძვლიანად შეასწავლოს მოსწავლეებს უცხო ენა, არამედ აქცენტი გააკეთოს მოსწავლეების ზნეობრივ აღზრდაზე და პიროვნულ ჩამოყალიბებაზე. ცენტრისათვის უკვე ტრადიციად იქცა სხვადასხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები თუ შემეცნებითი ლაშქრობები. რაც შეეხება ექსკურსიებს დევიზით: ,,ერთად გავიცნოთ საქართველო~ ცენტრის ხელმძღვანელობით ეწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირშესანიშნაობების, ტრადიციებისა თუ ადათ-წესების უკეთ გაცნობა.
საგულისხმოა, რომ დღემდე ქალაქის მასშტაბით ასეთ ცენტრს ანალოგი არ ჰყავს.
ცენტრის 5-წლიანი მოღვაწეობის შესაჯამებლად და მომავალ გეგმებთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ ცენტრის ხელმძღვანელს ნინო ლურსმანაშვილს:
ნინო, როგორ დაიბადა იდეა, დაგეარსებინათ უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი?
_ იდეა, ბორჯომში დამეარსებინა უცხო ენების შემსწავლელი ცენტრი, დამებადა დაახლოებით 5 წლის წინ. მე თვითონ განათლებით ექიმი ვარ და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვიმყოფებოდი თბილისში, ვემზადებოდი გასტროენტეროლოგიაში სასერტიფიკაციო გამოცდისთვის. ვინაიდან იქ არ მქონდა კომპიუტერი, მივედი ჩემს ნათესავთან, რომელსაც თბილისში ჩვენი ცენტრის მსგავსი ,,ჯონ კორლეტი-ს~ სახელობის ენების შემსწავლელი ცენტრი აქვს. იმ დროს იქ დიდი მზადება მიმდინარეობდა ცენტრის სტუდენტების ნაწილის დიდ ბრიტანეთში წასასვლელად, ნაწილი კი აქ საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაასაბარებლად ემზადებოდა. მათი განწყობა გადამდები აღმოჩნდა ჩემთვის და სწორედ მაშინ დაიბადა იდეა. რატომ არ უნდა ჰქონდეთ ბორჯომელ ბავშვებს ამის შესაძლებლობა? აქ ჩვენს ქალაქში ხომ ამდენი ნიჭიერი და საინტერესო მოზარდი გვყავს. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ძალიან რთული იქნებოდა ამ იდეის განხორციელება. ეს იდეა გავუზიარე იმ ცენტრის ხელმძღვანელებს. ვთხოვე, რომ დამხმარებოდნენ. მათ მომცეს სასარგებლო რჩევები, პროგრამები, რაც ჩვენ ცენტრს მომავალში ძალიან დაეხმარა. ასევე მათ დამაკავშირეს ბრიტანეთის საბჭოსთან, სადაც ხდება საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება.
ცენტრის დაარსებიდან დღემდე რა წარმატებებს მიაღწია სასწავლებელმა?
_ დაარსების პირველ წელს დავინახეთ ჩვენი საქმიანობის შედეგი. ბევრი წარმატებული მოსწავლე გვყავდა. მათ შორის არ შეიძლება არ აღინიშნოს გოდერძი გოგოლაძე, რომელმაც 8 თვეში ჩვენი ცენტრის დახმარებით საუკეთესოდ აითვისა ინგლისური ენა და ჩააბარა დემირელის სკოლაში, სადაც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს სწავლა და დღემდე საუკეთესო მოსწავლედ ითვლება. მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი სტუდენტების წარმატებები, რომლებმაც ჩააბარეს სასერთიფიკაციო პროგრამა და აიღეს კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო სერთიფიკატები. თამარ სვანიძემ და ალექსანდრე კუზნეცოვმა უმაღლესი ქულებით ჩააბარეს საგამოცდო ტესტები და აიღეს PEთ-B1 სერთიფიკატები. რაც შეეხება ჯემალ თვარაძეს, გიორგი ბერიძეს, დიმიტრი კრემერსა და ანი კიკნაძეს, მათ KEთ-A2 დონე წარმატებით დაძლიეს.
მისასალმებელია თქვენი ინიციატივა _ მოსწავლეებს გააცნოთ მთელი საქართველო. გვიამბეთ მის შესახებ?
_ რადგან, ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ჩვენმა მოსწავლეებმა შეიცნონ და შეიყვარონ საკუთარი სამშობლო. ამის გამო, ჩვენ უჩვეულო მარშუტებს ვირჩევთ და ვმოგზაურობთ მთელი საქართველოს მასშტაბით. წელს საკმაოდ შთმბეჭდავი მოგზაურობა გვქონდა. მოვინახულეთ გურია _ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი, ასევე X საუკუნეში აშენებული ,,შემოქმედის~, ,,უდაბნოსა~ და ,,ჯუმათის~ მამათა მონასტრები, ვიყავით ურეკში, შემდგომ პალიასტომის ტბაზე და ბოლოს მოვინახულეთ ფოთში ახლად აშენებული ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც აია სოფიას ზუსტ ასლს წარმოადგენს.
რას გეგმავთ სამომავლოდ?
_ მომავალი წლიდან გარდა ინგლისური ენისა ჩვენს ცენტრში, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა შეისწავლოს რუსული ენა. ასევე იცვლება ცენტრის ადგილმდებარეობა და ის ქალაქის ცენტრში გადაინაცვლებს. ვაპირებთ ბევრი ახალი ინიციატივით შევხვდეთ მომავალ სასწავლო წელს...
 P.s. როგორც, მოსწავლეებმა აღნიშნეს, მათთვის მნიშვნელოვანია ის ცოდნა, რომელსაც აქ იღებენ. _ მომწონს პროგრამა, რასაც ვსწავლობ, ასევე გამოვყოფდი მასწავლებლისა და მოსწავლეების უშუალო დამოკიდებულებასა და თბილ გარემოს, _ აღნიშნა დიტო კრემერმა. ვფიქრობთ, ასეთი ცენტრის არსებობა ქალაქში მნიშვნელოვანი და ნაყოფიერია...
წარმატებულ მოღვაწეობას ვუსურვებთ ცენტრს მომავალ კარიერაში.

ლონდა ფილიშვილი
19.07.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

: Despite the fact that a defendant does not have to pay for the Quotes Chimp, if you are sued you should be actively involved in the case. An adverse judgment or settlement can be the cause of your insurance being canceled or your premiums raised.
: That's what we've posting! cheapest life insurance bestlifeinsurpolicy.com vista health insurance south florida comparehealthinsur.com first health insurance for! all heliomeds.com Great been waiting
: This shows real exsietepr. Thanks for the answer.
: This shows real exsietepr. Thanks for the answer.
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
24-05-2018
2.4491   0.0053
2.8711   -0.0158
3.271   -0.0171
3.9712   -0.0105
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 31 °C + 31 °C
ღამით + 17 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.