მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
სამკაულების კეთება მისი ჰობია
მის შემოქმედებას საკმაოდ კარგად იცნობენ ბორჯომელები და არა მარტო ისინი.
ცნობილი ადამიანები, მომღერლები, მსახიობები, ტელეწამყვანები, თუ უბრალოდ სამკაულების მოყვარული ადამიანები, სიამოვნებით ირგებენ მის მიერ შექმნილ მძივებს, საყურეებს, სამაჯურებსა და გულსაბნევებს.
 ლამაზი, დახვეწილი დიზაინის, თანამედროვე მოდის ტენდენციების მიხედვით შექმნილი ხელნაკეთი სამკაულების ავტორი ბორჯომელი ნინო ალელიშვილია.
ის პროფესიით ექთანია და შ.პ.ს. ,,ჯეო ჰოსპიტალს~-ის სამედიცინო ცენტრში მუშაობს.
როგორც თვითონ ნინომ გვიამბო _ სამკაულების შექმნა ჩემთვის ხელოვნებაა. განსაკუთრებით სასიამოვნოა სამკაულების შექმნის პროცესი, უამრავი ცალკეული დეტალის გამოყენებით იქმნება ულამაზესი ნივთი.
დღეს ნინოს თავისი საკუთარი სახელოსნო აქვს, რომელიც სხვადასხვა ფერადოვანი სამკაულების პატარა მუზეუმს მოგვაგონებს. ჩვენ ზუსტად სახელოსნოში ვესტუმრეთ მას, სადაც ნინოს ვთხოვეთ ეამბნა ჩვენთვის თავისი შემოქმედების შესახებ.
_ ბავშვობაში გატაცებული ვიყავი ხატვით, თუმცა ძირითად პროფესიად სამედიცინო განათლება ვამჯობინე. 3 წლის წინ დამაინტერესა სამკაულების შექმნის იდეამ...
 _ თავდაპირველად სამკაული ჩემთვის შევქმენი, შემდეგ მეგობრებისა და ახლობლებისათვის გავაკეთე, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მე კი უფრო მეტი ინტერესი და სტიმული შემმატა, ბევრი მემუშავა და შემექმნა სამკაულების მრავალფეროვნება.
 ნინო, გვიამბეთ თქვენი წარმატებების შესახებ...
_ როცა რაიმე ღირებულს ქმნი, დამეთანხმებით, მნიშვნელოვანია, ის წარუდგინო ფართო აუდიტორიას, რომლებიც არიან შენი საქმიანობის მთავარი შემფასებლები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გამოფენები, სადაც შესაძლებლობა მომეცა წარმედგინა ჩემი ნაკეთობები. პირველად მონაწილეობა მივიღე 2011 წელს ,,შერატონ მეტეხი პალასში~ გამართულ საშობაო-საქველმოქმედო გამოფენაში. შემდეგ იყო ,,ფლამენდ გოუს~ მიერ ორგანიზებული გამოფენა ,,კალას~ ბიზნეს ცენტრში, აღსანიშნავია რუსთაველის თეატრში, სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერიაში~, საგამოფენო სალონ ,,უნივერსში~ და ასევე მცხეთაში გამართული გამოფენები, სადაც გადმომეცა სიგელი.
სასიამოვნო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ჩემი სამკაულებით დაინტერესდნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, გურანდა გაბუნია, მარინა საღარაძე, ეთერ კაკულია..... დაინტერესებულთა შორის აღმოჩნდნენ უცხოელებიც: ეთიოპიიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და ა. შ.
 ნინო, როგორი გეგმები გაქვს სამომავლოდ?
_ ვგეგმავ პერსონალურ საქველმოქმედო გამოფენას ბორჯომში, ასევე სურვილი მაქვს პირადად შემოვიტანო საზღვარგარეთიდან სხვადასხვა სახის მასალები, რათა უფრო მეტი მრავალფეროვნება შევმატო ჩემს კოლექციას.
P.s. აღსანიშნავია, რომ ნინო სამკაულებს მხოლოდ ნატურალური ქვებით აკეთებს. თვლის, რომ თითოეულ ქვას თავისი დამახასიათებელი დატვირთვა და თვისება აქვს. მMიუხედავად ამისა, მათი ღირებულება მისაღები და საკმაოდ ხელმისაწვდომია სამკაულების მოყვარულთათვის. 
ვუსურვოთ ნინოს დიდი წარმატებები და დასახული მიზნის მიღწევა!

ლონდა ფილიშვილი
11.07.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
15-08-2018
2.6343   0.0649
3.0047   0.0805
3.3645   0.0893
3.9453   0.1675
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 26 °C + 28 °C
ღამით + 18 °C + 17 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.