მთავარი აჭარა გურია იმერეთი კახეთი სამეგრელო სამცხე-ჯავახეთი ქვემო ქართლი შიდა ქართლი
ერთი ოჯახის ისტორია
დიდი ხანია, ამ გამორჩეულ ოჯახზე წერილის დაწერა გადავწყვიტე. ჩემი მათდამი უჩვეულოდ თბილი დამოკიდებულების გამო ბევრი იდეა დამებადა, როგორ დამეწყო შესავალი. Aაზრები გონებაში ირეოდა და დაწყობას ლამობდა. ბევრი ვიფიქრე და ვიმსჯელე კიდეც. Mმე მართლაც ბევრი მქონდა სათქმელი და არ მსურდა, რომელიმე წვრილმანი გამომრჩენოდა, მეორე მხრივ კი, ასეთი ღირსეული ოჯახის ცხოვრების შესახებ მომეთხრო, ეს ჩემი მხრიდან დიდი პასუხისმგებლობაც იყო. ბოლოს სტატიის დაწყება ჩვენი ოჯახების ,,გაცნობის დღის~ მოყოლით გადავწყვიტე, რომელსაც ჩანახატის ფორმა მივეცი.
მაღალფარდოვანი ფრაზებით და უადგილო, გადაჭარბებული ქება-დიდებით მკითხველს თავს არ შევაწყენ. უბრალო სიყვარულით გამთბარი სიტყვები კი ვფიქრობ, სათქმელს თავად იტყვიან.


ზაფხულის ერთ საღამოს ეზოში მეზობლები შეკრებილიყვნენ, მათი ნაწილი ქვეყნის ამბების გარჩევით ირთობდა თავს, ნაწილს კი პოლიტიკა კარგა ხანია მობეზრებული ჰქონდა და ახლა ცხოვრებისეული პრობლემების განხილვით იყო დაკავებული.
უცებ შეკრებილთა ყურადღება უჩვეულოდ დატვირთულმა მსუბუქმა ავტომობილმა მიიპყრო, რომელიც ჩვენს უბანში შემოვიდა და მალევე იქცა დაკვირვების ობიექტად. არც იქვე შორიახლოს მდგარ, მამაჩემის მახვილ მზერას გამოპარვია ისინი, თუმცა სხვებისაგან განსხვავებით შეკრებილებს გამოეყო, მანქანას მიუახლოვდა და ახალმოსულებს მიესალმა, შემდეგ ერთ-ერთ ,,უცნობს~ მიუტრიალდა და თქვენ რეზო ხომ არ ხართო~ _ ჰკითხა. მამაკაცმაც დაუდასტურა, მანაც ერთი-ორჯერ კარგად შეათვალიერა მამა და ბავშვობის მეგობარი შეიცნო.
ამდენი ხნის უნახავებს გაუხარდათ მოულოდნელი შეხვედრა, ტრადიციული თბილი მოკითხვის შემდეგ ბარგის გადმოზიდვის დროც დადგა. მეზობლებმაც არ დაიზარეს, მალევე დაშალეს ე.წ. ბირჟა და კაცი, ქალი თუ ბავშვი ყველა დაუზარებლად ეხმარებოდა ახალმოსახლეებს.
როგორც გაირკვა, ბატონი რეზო ოჯახით თბილისში ცხოვრობდა. ბორჯომში დაბადებულ-გაზრდილს არ სურდა დაეკარგა თავისი კუთხე, ბედნიერი შემთხვევის წყალობით კი ბორჯომში ჩვენს მეზობლად მოკრძალებული ბინის ყიდვა გადაუწყვეტია _ ,,დასასვენებლად უკეთეს ადგილას სად ვნახავო~, _ უფიქრია.
ასე გავიცანით ახალი მეზობლები.
Mმას შემდეგ 13 წელი გავიდა. ჩვენს ოჯახებს შორის მეგობრობა უფრო განმტკიცდა და ახლა ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გამზიარებლებს, ყოველთვის გვიხარია ერთად ყოფნა.
ოჯახის წევრების თბილმა და მოსიყვარულე დამოკიდებულებამ მალე დაიმსახურა მეზობლების კეთილგანწყობა. Aასე რომ, ჩვენს სამეზობლოს ერთი გამორჩეული ოჯახი შეემატა. 
ძვირფასო მკითხველო, სიტყვა ,,გამორჩეული~ ამ სტატიაში რამდენჯერმე, მართლაც არ მიხსენებია უადგილოდ.
აკაკი, გვანცა, გიორგი, პეტრე, პავლე, არჩილი, იოანე, მარიამი _ ამ ბავშვების მშობლები, სწორედ ბატონი რეზო და ქალბატონი შორენა გახლავთ, მათ 8 შვილი ჰყავთ. უფროსი აკაკი - 21 წლისაა და მესამე კურსის სტუდენტია. ყველაზე უმცროსი 3 წლის მარიამია.
ოჯახის უფროსი რევაზ რევაზიშვილი თელასის თანამშრომელია, მისი მეუღლე შორენა თოფურია კი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საუბნო ფაკულტეტის პოლიციის კაპიტანია.
როგორც ბატონმა რეზომ თავად გვიამბო, სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ მას აქტიური მონაწილეობა მიუღია ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში, სადაც გაუცნია თავისი მომავალი მეუღლე, აღსანიშნავია, რომ მათ ჯვრისწერას ესწრებოდა ზვიად გამსახურდია, რომელსაც დაულოცავს ახლად შეუღლებულები და პირობაც მიუცია, მეშვიდე შვილს მე მოგინათლავთო.
_ მას შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენები, ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს. 90-იან წლებში ბორჯომში მშობლებიც გარდამეცვალნენ და გარკვეული მიზეზების გამო, ბინაც ვერ შევინარჩუნეთ. 10 წლის განმავლობაში სურვილი, დავბრუნებულიყავით ბორჯომში, არ განელებულა, უფლის წყალობით კი ერთ დღეს შევიძინეთ ბინა და მთელ ზაფხულსა და წელიწადის სხვა მნიშვნელოვან თარიღებს სწორედ აქ ვატარებთ ხოლმე. _ სიამაყით მითხრა ბატონმა რეზომ.
წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი _ რევაზიშვილების ოჯახს ესტუმრა და 3 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, როგორც თანამშრომელ მრავალშვილიან დედას _ ქალბატონ შორენას დამსახურებულად მიულოცა დედის დღე.
დამეთანხმებით, დღევანდელ ცხოვრებაში გყავდეს 8 შვილი, ღირსეულად აღზარდო, იზრუნო მათზე, გაუნაწილო სიყვარული და ჩამოაყალიბო ისინი პიროვნებებად, ეს მართლაც გმირობის ტოლფასია. ოჯახი ამ მხრივაც განსაკუთრებული და სამაგალითოა. 
 _ ყოველთვის ვლოცულობ და ვცდილობ, რომ ჩემი შვილები სამშობლოს ღირსეული ადამიანები იყვნენ _ გვითხრა ქალბატონმა შორენამ. 
ქართული ანდაზის თანახმად, ,,დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო~- ეჭვიც არ მეპარება, რომ ბატონ რეზოსა და ქალბატონ შორენას შვილები ნამდვილად არ შეარცხვენენ საქართველოს!

ლონდა ფილიშვილი
23.08.2013
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი ”ბორჯომი”
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
ბეჭდვა გავუგზავოთ მეგობარს კომენტარის დამატება  

ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728    
19-02-2018
2.4641   0.0000
3.0782   0.0000
3.4675   0.0000
4.3669   0.0000
ვალუტის კურსები სრულად 
თბილისი დღეს ხვალ
ამინდი
დღისით + 10 °C + 11 °C
ღამით + 5 °C + 5 °C
ამინდის პროგნოზი 
momsaxurebebi
 RSS  სიახლთა ექსპორტი  ხელმოწერა სიახლეებზე  სასტუმროები რეგიონში  საკონფერენციო დარბაზები  ტურისტული სააგენტოები
© 2009 REGIONS.GE, ფაბლისითი ჯგუფი, ყველა უფლება დაცულია.   დამზადებულია: Pro-Service
საიტი შეიქმნა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით და დაფინანსებით
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.
Cvenze reklama kontaqti
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის და ავტორი გაზეთის, როგორც საინფორმაციო
წყაროდ მითითების შემთხვევაში.